Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ნიადაგის მომზადება

    მთესველის შესახებ იგავში ქრისტე თესვის შედეგს უკავშირებს ნიადაგს, რომელზედაც თესლი ეცემა. ყველა აქ მოყვანილ შემთხვევაში მთესველი და თესლი უცვლელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუკი ღვთის სიტყვა ჩვენს გულსა და ცხოვრებას არ ცვლის, მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ. შედეგი დამოკიდებულია იმაზე, გვსურს თუ არა სულის ასეთი განახლება. საკუთარი თავის გარდაქმნა თავად, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია, მაგრამ არჩევანი ჩვენზეა, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს, რანი ვიქნებით. ნებისმიერი ნიადაგის, იქნება ის გზისპირა, კლდოვანი თუ ეკლიანი, შეცვლა შესაძლებელია და ეს უნდა გაკეთდეს კიდეც. ღვთის წმიდა სული ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანს მარადიული ფასეულობებისაკენ სწრაფვის სურვილი გაუღვიძოს და იმ მომაჯადოებელი მარწუხებისაგან იხსნას, რომლებიც მას ამქვეყნიურ ცდუნებათა მორევში ითრევს. მაგრამ, როცა ადამიანი სულიწმიდის ნებას ეურჩება, უფლის სიტყვის შესმენის უნარს კარგავს ან საერთოდ უარყოფს მას. ადამიანები თავად არიან დამნაშავენი საკუთარი გულის გაუკუღმართებაში, როცა მასში კეთილი თესლის დათესვას ეწინააღმდეგებიან და თავად აგებენ პასუხს იმ ბოროტი ეკლებისათვის, რომლებიც კეთილი თესლის აღმოცენებას უშლის ხელს.ქი 19.1

    ადამიანის სულში გაშენებული ბაღნარი მოვლას საჭიროებს. მისი ნიადაგი ცოდვების ღრმა და გულწრფელი მონანიებით უნდა გაფხვიერდეს. ადამიანის ცხოვრების მომწამვლელი და დამღუპველი ეკალბარდები გამუდმებით უნდა იძირკვებოდეს. ასეთი ნიადაგის აღდგენა, ისევე, როგორც ჩვენი გულის თანდაყოლილი, ძნელად აღმოსაფხვრელი მანკიერი თვისებების ამოძირკვა, მხოლოდ გულმოდგინე შრომით, თავდადებული ერთგულებით და იესო ქრისტეს სახელითა და დახმარებითაა შესაძლებელი. თავისი წინასწარმეტყველის მეშვეობით უფალი მოგვიწოდებს: “მოხანით თქვენთვის ანეული და ნუ დათესავთ ეკალთა შორის” (იერ. 4:3; ოს. 10:12). მაცხოვარს სურს, თავად გააკეთოს ეს საქმე, ოღონდ ჩვენს თანამშრომლობას ითხოვს.ქი 19.2

    ღვთის სიტყვის მთესველთა წინაშე დგას მეტად მნიშვნელოვანი ამოცანა: მოამზადონ ადამიანები უფლის სახარების მისაღებად. ხშირად მთესველთა მსახურებაში ძალზე დიდი ადგილი უჭირავს სიტყვით ქადაგებას და მეტად მცირე - ცოცხალ და გულითად პირად საუბრებს. გზააბნეულ კაცს კი, უპირველეს ყოვლისა, დიდი გულისყურით უნდა მოვეკიდოთ; თითოეული მათგანის მიმართ ღრმა თანაგრძნობა და სიყვარული უნდა გამოვიჩინოთ და საუკუნო სიცოცხლის ჭეშმარიტებებისადმი ცოცხალი ინტერესი გავუღვივოთ. შესაძლოა, მათი გული მრავალგზის დატკეპნილ ბილიკად მოგვეჩვენოს, რომლის მაცხოვრისაკენ მოქცევის ყოველი მცდელობა ამაო გარჯაა, მაგრამ იქ, სადაც ლოგიკა და სიბრძნე უძლურია, ადამიანთან ღვთიური მაცნის პირადი ურთიერთობის შედეგად გაცხადებულ ქრისტეს სიყვარულს ძალუძს, მოალბოს მისი გაქვავებული გული და მასში ჭეშმარიტების თესლი დათესოს.ქი 19.3

    ღვთის სიტყვის მთესველთ მუდმივი ზრუნვა მართებთ იმისათვის, რომ აღმოცენებული თესლი ეკალბარდებმა არ მოაშთოს ან ნიადაგის მოუვლელობამ და მის მიმართ გულგრილმა დამოკიდებულებამ არ დაღუპოს. ყოველი მორწმუნე თავისი ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისშივე უნდა გაეცნოს ქრისტიანული ცხოვრების პრინციპებს. მან უნდა გაიგოს, რომ ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლი მისთვის მხოლოდ ხსნა კი არ არის, არამედ მოწოდებაც: გაითავისოს ქრისტეს ცხოვრება, მისი ხასიათი. ასწავლეთ ადამიანებს, ღირსეულად ატარონ თავიანთი ტვირთი და იბრძოლონ მათს ხასიათში დამკვიდრებულ მანკიერ თვისებათა აღმოსაფხვრელად. დაე შეიგრძნონ ქრისტესადმი მსახურებით გამოწვეული ნეტარება და მის გზაზე მოთმინებითა და თავდადებით, ერთგული შრომით მიღებული სიხარული, როგორც უფლის სახელოვანმა მეომრებმა. დაარწმუნეთ ადამიანები მხსნელის სიყვარულში; დაე სრულად მიანდონ მას თავიანთი საზრუნავი; ასწავლეთ, როგორ პოვონ სიხარული სულთა ქრისტესკენ მოქცევაში. და დაკარგულთა მიმართ სიყვარულსა და ზრუნვაში დაივიწყებენ საკუთარ “მე”-ს; წუთისოფლის ფასეულობანი მათს თვალში მიმზიდველობას დაკარგავს და სულს ვეღარ აუფორიაქებს. ჭეშმარიტების გუთანი გააფხვიერებს ნიადაგს, გაქვავებულ ყამირს გატეხს და ეკალბარდებს უბრალოდ კი არ მოჭრის, არამედ ფესვიანად ამოთხრის.ქი 20.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents