Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    წართმეული ტალანტი

    ასეთი იყო ზარმაცი მსახურის მიმართ გამოტანილი განაჩენი: “წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს”. ამ სიტყვებში ნაჩვენებია არა მხოლოდ ერთგული მსახურის საბოლოო სამსჯავროზე დაჯილდოება, არამედ საზღაურის მიგების თანდათანობითი პროცესი აქ, დედამიწაზე. სულიერ სამყაროში, ისევე, როგორც ბუნებაში, მოქმედებს კანონი: ყოველი გამოუყენებელი ნიჭი ან ძალა ნელნელა სუსტდება და შემდგომ საბოლოოდ კვდება. აქტიური მოქმედება საფუძველია სიცოცხლისა, უმოქმედობა კი სიკვდილის ტოლფასია. “თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ” (1კორ. 12:7). სხვების კურთხევისათვის გამოყენებული ნიჭები იზრდება და ვითარდება, ხოლო დაფარული, მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისათვის გამოყენებული ტალანტები თანდათან სუსტდება და ბოლოს გვერთმევა. ის, ვისაც არ სურს სხვებისათვის იმის გაზიარება, რაც შეიძინა, ბოლოს მიხვდება, რომ გასაცემი აღარაფერი დარჩა; რომ იგი მივიდა ზღვრამდე, რომლის იქითაც ხდება განვითარების გარდაუვალი დაკნინება, შემდეგ კი - სულიერ ნიჭთა საბოლოო განადგურება.ქი 158.4

    ნურვინ დაიმედდება იმით, რომ იცხოვრებს მხოლოდ თავის ეგოისტურ მოთხოვნილებათა და საკუთარ ინტერესთა დაკმაყოფილებისათვის და მაინც შევა თავისი ბატონის სიხარულში. ეგოისტები ვერასოდეს გაიზიარებენ უანგარო სიყვარულს. ისინი უვარგისნი იქნებიან ზეციური სასუფევლისათვის და ვერასოდეს შეაფასებენ ზეციური სიყვარულის სიწმიდესა და ატმოსფეროს. ვერც წმიდა ანგელოზთა გალობა და მუსიკა მოჰგვრის მათ კმაყოფილებას. ზეციური მეცნიერება სრულიად გაუგებარ, ამოუცნობ გამოცანად დარჩება მათთვის.ქი 158.5

    უფლის უკანასკნელი სამსჯავროს დიად დღეს ისინი, ვისაც ქრისტესთვის არ უშრომია, ვინც თავს არიდებდა ყოველგვარ პასუხისმგებლობას, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდა და საკუთარი კეთილდღეობისთვის იღვწოდა, უზენაესის სამსჯავროს წინაშე იმ ადამიანებთან ერთად წარდგებიან, ვინც ბოროტებას ემსახურებოდა. ისინი ყველანი ერთნაირად დაისჯებიან.ქი 158.6

    მრავალი ეგრეთ წოდებული ქრისტიანი უგულებელყოფს უფლის მოწოდებას და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. მათ კარგად იციან, რომ ღვთისმგმობელნი, მკვლელნი, მეძავნი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ; თავად კი მხოლოდ იმით კმაყოფილდებიან, რომ რელიგიური მსახურებით ტკბებიან. ისინი სიამოვნებით ისმენენ ქადაგებებს ქრისტეს შესახებ და ამის გამო თავს ჭეშმარიტ ქრისტიანებად თვლიან. და, თუმცა მთელ ცხოვრებას საკუთარ თავზე მზრუნველობაში ატარებენ, ძლიერ გაუკვირდებათ საკუთარი განაჩენის მოსმენა იგავში აღწერილი იმ მსახურის მსგავსად, რომელზედაც ითქვა: “წაართვით მაგას ტალანტი”. იუდეველთა მსგავსად მათაც ვერ გააცნობიერეს, რომ სიხარული ღვთისაგან ბოძებული მადლისა და კურთხევის გამო მათ სასარგებლოდ გამოყენებაში მდგომარეობს.ქი 159.1

    ბევრი თავის ქრისტიანულ საქმიანობაში პასიურ მონაწილეობას იმის მტკიცებით ამართლებს, რომ ამა თუ იმ საქმის შესრულებისათვის საჭირო ნიჭი არ გააჩნია. მაგრამ განა უფალია ამაში დამნაშავე? არასოდეს! მათი ეს უძლურება მათივე პასიური ცხოვრების შედეგი და მათი პირადი არჩევანია. საკუთარ ხასიათში ისინი უკვე ახლა ხედავენ ამ განაჩენის შედეგს: “წაართვით მაგას ტალანტი”. იმის გამო, რომ მუდამ თავს არიდებდნენ საკუთარი ტალანტების სათანადოდ განვითარებას, მათ დაკარგეს სულიწმიდის ხმის შეცნობის უნარი - სინათლის ერთადერთი წყარო. განაჩენი: “უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის ბნელში”, ზეციურ ბეჭედს ასვამს იმ საბოლოო არჩევანს, რომელიც მათ თავად გააკეთეს.ქი 159.2