Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ჩვენი დროის ეკლესია

    იგავი ბოროტ მიწისმუშაკებზე არა მხოლოდ ებრაელთა გასაგონად იყო თქმული. იგი ჩვენთვისაც დიდი გაკვეთილია. უფალმა ღმერთმა დღესაც უდიდესი პრივილეგიები და კურთხევა უბოძა თავის ეკლესიას და სათანადო ნაყოფსაც მოელის.ქი 124.2

    მეტად დიდი იყო ჩვენი გამოსყიდვის საფასური. მხოლოდ ამ უზარმაზარი მსხვერპლის სათანადოდ შეფასებით შევძლებთ ჩვენი გამოსყიდვის შედეგის შეცნობას. ამ დედამიწაზე, უფლის ძის ცრემლითა და სისხლით მორწყულ მიწაზე, სამოთხის ძვირფასი ნაყოფი უნდა აღმოცენდეს. ღვთის ხალხთა ცხოვრებაში მთელი თავისი დიდებით, ძლიერებითა და სრულყოფილებით უნდა გაცხადდეს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება. ღვთის ხალხის მეშვეობით სრულად უნდა გამოვლინდეს მაცხოვრის ხასიათი და მისი სასუფევლის პრინციპები.ქი 124.3

    სატანა კი ცდილობს, წინ აღუდგეს უფლის საქმეს და აიძულოს ადამიანები, მიიღონ მისი სატანური პრინციპები; იგი ცდილობს, მოტყუებულ ადამიანებად წარმოადგინოს უფლის რჩეული ხალხი. იგი ძმათა ცილისმწამებელია და მისი ბრალდება მართალთა წინააღმდეგაა მიმართული. უფალს სურს, თავისი ხალხის მეშვეობით გასცეს პასუხი სატანის ყველა ბრალდებას და მისი წმიდა და მართალი პრინციპებისადმი მორჩილების შედეგები წარმოაჩინოს.ქი 124.4

    ეს პრინციპები ყოველი ქრისტიანის ცხოვრებაში, ყოველ ოჯახში, ყოველ ეკლესიასა და ღვთისმსახურებისათვის შექმნილ ყველა დაწესებულებაში უნდა ვლინდებოდეს. ეს ყველაფერი იმის განსახიერება უნდა იყოს, რაც წუთისოფლისათვის შეიძლება გაკეთდეს. ტიმართლის ეს პრინციპები სახარების ჭეშმარიტებათა გადამრჩენელ ძალას უნდა წარმოაჩენდეს. ყოველივე ეს განსაზღვრულია იმის განსახორციელებლად, რაც უფალმა ღმერთმა წუთისოფლისათვის ჩაიფიქრა.ქი 124.5

    დიდად ამაყობდნენ ისრაელიანნი თავიანთი დიდებული ტაძრითა და რელიგიური ცერმონიალებით, მასში რომ ტარდებოდა. მაგრამ იქ არ იყო სამართლიანობა, გულმოწყალება და ღვთის სიყვარული. ვერც ტაძრის დიდებულებამ, ვერც მათი მსახურების ბრწყინვალებამ ვერ გაამართლა ისინი უფლის წინაშე; რადგან ისინი იმას არ სწირავდნენ, რაც ყველაზე ძვირფასი იყო მის თვალში - სული მორჩილი და მოდრეკილი. როდესაც სასუფევლის ღვთიური პრინციპები უფასურდება, რიტუალები უფრო მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ხდება. როცა ხასიათის ჩამოყალიბების საკითხი თავის მნიშვნელობას კარგავს, როდესაც სულის მაღალი ზნეობრივი თვისებებით შემკობას ფასი აღარა აქვს, როცა ღვთისმოსაური უბრალოება დაკარგულია, - მაშინ ადამიანური სიამაყე და მისი გარეგნული ბრწყინვალებისაკენ სწრაფვა დიდებული ეკლესიების აგებას, ბრწყინვალე მორთულობას, შთამბეჭდავ ცერემონიებსა და რიტუალებს ითხოვს. მათში კი არ არსებობს ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა. ეკლესია, რომელიც მხოლოდ გარეგნული დიდებულებით, მოჩვენებითი ღვთისმოსაობითა და ბრწყინვალე ცერემონიებით შემოიფარგლება, მიუღებელია უფლისათვის. არც ზეცა ღებულობს ასეთ მსახურებას.ქი 124.6

    ეკლესია მეტად ძვირფასია უფლისათვის, მაგრამ არა მისი გარეგნული უპირატესობანი, არამედ ჭეშმარიტი, გულწრფელი ღვთისმოსაობა, რითაც იგი წუთისოფლისაგან განსხვავდება. მაცხოვარი ეკლესიას იმის მიხედვით აფასებს, თუ როგორ იზრდებიან მისი წევრები ქრისტეს შემეცნებაში; როგორ იზრდება და მრავლდება მათი სულიერი, ცოცხალი გამოცდილებები.ქი 124.7

    ჭეშმარიტი გულწრფელობისა და სიწმიდის ნაყოფის მიღება სურს მაცხოვარს თავისი ვენახიდან. სიყვარულისა და სიკეთის პრინციპებს ეძებს მასში. ხელოვნების ვერავითარი ნიმუში ვერ შეედრება ჭეშმარიტი ქრისტიანის სულის სილამაზესა და კეთილ თვისებებს. ნადლის ატმოსფერო, რომელიც მორწმუნის სულს გარს აკრავს; სულიწმიდა, რომელიც მის გონებასა და გულს თავს დასტრიალებს, - მიწის მარილად აქცევს მას, მაცოცხლებელ ნელსურნელებად, რაც ადამიანის კურთხევის შესაძლებლობას აძლევს უფალს.ქი 124.8

    ღვთისმოსავთა საკრებულო, შესაძლოა, ყველაზე ღარიბად გამოიყურებოდეს მთელ დედამიწაზე; შესაძლოა, გარეგნული ბრწყინვალებაც აკლდეს; მაგრამ, თუკი მის წევრებს - დებსა და ძმებს, ქრისტეს ხასიათის თვისებები გააჩნიათ, მათ სულში მარადიული სიხარული დაისადგურებს. მათს ღვთისმსახურებას უფლის ანგელოზები შეუერთდებიან; მათი გულწრფელი მადლობის სიტყვები მისწვდება უფლის ყურს, როგორც მისთვის სასურველი შესაწირავი.ქი 125.1

    უფალს სურს, რომ მუდამ გვახსოვდეს მისი გულმოწყალება და ძლიერება. ჩვენი სამადლობელი სიტყვებითა და ხოტბით პატივს მივაგებთ მას. მაცხოვარი ამბობს: “მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე” (ფსალმ. 49:23). უდაბნოში მოგზაურობისას ისრაელიანნი წმიდა საგალობლებით ადიდებდნენ ღმერთს. მუსიკის ჰანგებზე ჰქონდათ მათ აწყობილი უფლის მცნებანი და აღთქმანი და მუდამ მას მღეროდნენ. ასევე შემდგომშიაც, ქანაანში, იკრიბებოდნენ რა წმიდა დღესასწაულებზე, უფლის საოცარ საქმეებს იხსენებდნენ და მადლობასა და ხოტბას სწირავდნენ მის სახელს. უზენაესს სურდა, რომ მისი ხალხის მთელი ცხოვრება უფლის დიდება ყოფილიყო. “რათა შეიცნონ ქვეყნიერებაზე შენი გზები, რომ ყველა ხალხისთვის არის შენი შველა” (ფსალმ. 66:3).ქი 125.2

    ასე უნდა იყოს დღესაც. მაგრამ, სამწუხაროდ, დედამიწაზე ადამიანები ცრუ ღმერთებს სცემენ თაყვანს. ამიტომ მათ უნდა გავაგებინოთ მათი ცრუ მსახურების არსი, მაგრამ არა მათი კერპების დაგმობით, არამედ სხვა, უფრო უკეთესის ჩვენებით, რათა ადამიანებმა შეიცნონ ჭეშმარიტი ღმერთის სიკეთე და სათნოება. “თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, - სიტყვა უფლისა, - და მე ვარ ღმერთი” (ეს. 43:12).ქი 125.3

    უფალს სურს, რომ ღრმად შევიცნოთ კაცობრიობის გამოსყიდვის უდიდესი გეგმა, ბოლომდე გავაცნობიეროთ ჩვენი, როგორც ღვთის შვილთა, უდიდესი უპირატესობანი და ღრმა მადლიერება და მორჩილება გამოვიჩინოთ მის მიმართ. მისი სურვილია, განახლებული ცხოვრებით ვემსახუროთ მას და სიხარულით შევეგებოთ ყოველი ახალი დღის დადგომას. უფალს სურს, იხილოს ჩვენი გულწრფელი მადლიერება იმის გამო, რომ ჩვენი სახელები კრავის სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი; იმის გამო, რომ შეგვიძლია, მთელი ჩვენი საზრუნავი მას, ჩვენს უზენაეს პატრონს, მივანდოთ. იგი მოგვიწოდებს, ვიხაროთ, ვინაიდან უფლის მემკვიდრენი ვართ; ვინაიდან ქრისტეს სიმართლე - ეს მის წმიდათა თეთრი სამოსელია; ვინაიდან გვასულდგმულებს ნეტარი სასოება ჩვენი მხსნელის მალე დაბრუნებისა.ქი 125.4

    მივაგოთ უფალს გულწრფელი დიდება და პატივი — ეს ჩვენი ისეთივე მოვალეობაა, როგორც ლოცვების აღვლენა. წუთისოფელსა და მთელ ზეციურ სამყაროს უნდა დავანახოთ, თუ რა დიდად ვაფასებთ დაცემული კაცობრიობისადმი უფლის საოცარი სიყვარულის გამოვლინებას და უფრო და უფრო მეტ კურთხევას ველით მისი უსასრულო სრულყოფილებისაგან. უფრო ხშირად, ვიდრე გვჩვევია, უნდა ვსაუბრობდეთ იმ უდიდეს ფასეულობებზე, რაც ღმერთმა ჩვენს ცხოვრებაში მოახდინა. თუკი ხშირად მოვუყვებით ადამიანებს უფლის დიდსულოვნებასა და მის მიერ თავისი ხალხის კეთილდღეობისათვის ჩადენილ საქმეებზე, მაშინ სულიწმიდა განსაკუთრებული ძალით მოგვეფინება, ჩვენი სიხარული უფალში უფრო გაიზრდება და ჩვენი მისადმი მსახურებაც უფრო ნაყოფიერი გახდება.ქი 125.5

    უფლის განდიდებისა და მისდამი მადლიერების სული, აძევებს რა ჩვენგან საყვედურებისა და უკმაყოფილების სულს, უკუაგდებს სატანის ძალებს. და მაცდურიც კარგავს ჩვენში თავის საყრდენს. ეს გამოცდილება ჩვენს ხასიათში ისეთ თვისებებს აყალიბებს, რომელნიც დედამიწის ბინადართ ზეციურ სავანეებში ცხოვრებისათვის ვარგისად აქცევს.ქი 125.6

    მსგავსი მოწმობა უფლის შესახებ სხვებზეც დიდ ზეგავლენას მოახდენს. არ არსებობს სხვა, ამ მოწმობაზე უფრო ეფექტური მეთოდი ადამიანების ქრისტესკენ მოქცევისა.ქი 126.1

    უფლის განდიდება ჩვენი რეალური, მეტად კონკრეტული მსახურებით უნდა ხდებოდეს. შველა ღონეს უნდა ვხმარობდეთ იმისათვის, რომ მისი სახელი დიდებით შევმოსოთ. ფფალი უხვად გვაძლევს თავის მადლსა და საბოძვარს, რათა იგი სხვებს გავუზიაროთ. ამგვარად ვამცნობთ მისი ხასიათის სილამაზეს მთელ წუთისოფელს. ებრაელთა საზოგადოებაში ძღვენი და შესაწირავი ღვთისმსახურების არსებით ნაწილს წარმოადგენდა. მათ ასწავლიდნენ, რომ მთელი შემოსავლის მეათედი საწმიდარში მსახურებისათვის უნდა გაეღოთ. ამას გარდა, მათ უნდა გაეღოთ შესაწირავი ცოდვებისათვის, ნებაყოფლობითი ძღვენი და სამადლობელი შესაწირავები. ყველაფერი ეს იმ შორეულ წარსულში სახარების ქადაგებისათვის იყო საჭირო. ღმერთი დღესაც არანაკლებ გარჯასა და ძალისხმევას ითხოვს ჩვენგან, ვინაიდან ადამიანთა გადარჩენის საქმე მუდამ წარმატებით უნდა კეთდებოდეს. სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი საქმის აღსრულებისათვის დაუდგინა უფალმა თავის ხალხს მეათედი, ძღვენი და შესაწირავი. ყოველივე ეს სახარების ჭეშმარიტების გავრცელებისთვისაა დადგენილი. უფალმა გამოაცხადა, რომ მის მორწმუნეთა შემოსავლის მეათედი მას ეკუთვნის. და ეს იმ წმიდა მარაგად უნდა მივიჩნიოთ, რომელიც მის საგანძურში უნდა ჩაიდოს მისივე საქმის განსახორციელებლად. უფალი ღმერთი სხვა, ნებაყოფლობით და სამადლობელ შესაწირავსაც ითხოვს. ყველაფერი ეს მთელი დედამიწის შორეულ კუთხეებში სახარების გასავრცელებლად არის გამიზნული.ქი 126.2

    უფლისადმი მსახურება პირად მსახურებასაც გულისხმობს. ქრისტეს მოწოდება: “მოედეთ მთელს სოფელს და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას” (მარკ. 16:15), მისი ყოველი მორწმუნისკენაა მიმართული. ყოველი ადამიანი, ვინც ქრისტიანული ცხოვრებისთვისაა მოწოდებული, განწესებულია მოყვასის გადარჩენის საქმის აღსასრულებლად. ასეთი მორწმუნის გული ჰარმონიულადაა შერწყმული ქრისტეს გულთან; იგი ისეთივე სიყვარულს იგრძნობს მოყვასის მიმართ, როგორც ქრისტეს გააჩნია. მართალია, ყველა ერთნაირად ვერ იშრომებს ამ წმიდა საქმეში, მაგრამ ადგილი და საქმე ყოველი მათგანისათვის მოიძებნება.ქი 126.3

    ძველი დროის ბიბლიური გმირები: აბრაამი, ისააკი, იაკობი და მოსე თავიანთი თავმდაბლობითა და სიბრძნით, იესო ნავეს ძე თავისი მრავალფეროვანი ნიჭებით - ყველანი ღვთის საქმეს აკეთებდნენ. უფლისათვის მნიშვნელოვანი იყო ყველაფერი - მირიამის მუსიკა, დებორას გაბედულება და ღვთისმოშიშობა, რუთის შვილური სიყვარული, სამუელის მორჩილება და ერთგულება, ელიას ურყევი რწმენა და ელისეს რბილი, დამატყვევებელი ზეგავლენა. ასეა ახლაც: ყველამ, ვისაც უფლის კურთხევა მიეცა, ჭეშმარიტი მსახურებით უნდა უპასუხოს მას. უფლის მიერ ბოძებული ყოველი ნიჭი უზენაესის სამეფოს განმტკიცებასა და მისი სახელის განდიდებას უნდა მოხმარდეს.ქი 126.4

    მან, ვინც ქრისტე საკუთარ მხსნელად მიიღო, საკუთარი ცხოვრებით უნდა დაამოწმოს სახარების ჭეშმარიტება და მისი მაცოცხლებელი, გადამრჩენელი ძალა. უფალი არაფერს ითხოვს ადამიანისაგან, ვიდრე თავისი საქმის შესასრულებლად ყოველმხრივ არ მოამზადებს მას. მხოლოდ ქრისტეს მადლით შევძლებთ იმის შესრულებას, რასაც უფალი ითხოვს. “ამით განდიდდება ჩემი მამა, - ამბობს მაცხოვარი, - თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით” (იოან. 15:8).ქი 126.5

    უფალი ღმერთი მთელ დედამიწას თავის ვენახად თვლის. და, თუმცა იგი დროებით ბოროტი უზურპატორის ხელთ აღმოჩნდა, მაინც უფლის საკუთრებაა. იგი უფალს ეკუთვნის არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის ხელთა ქმნილებაა, არამედ იმიტომაც, რომ მან გამოისყიდა. “რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე” (იოან. 3:16). ამ ერთადერთი საბოძვარის წყალობით მიეცა სხვა დანარჩენი ადამიანებს. უფლის კურთხევას ყოველდღიურად იღებს წუთისოფელი. წვიმის ყოველი წვეთი, მზის ყოველი სხივი, რომელიც ამ უმადურ კაცობრიობას ეგზავნება, ყოველი ფოთოლი, ყვავილი და ნაყოფი უფლის უდიდეს მოთმინებასა და უსაზღვრო სიყვარულზე მეტყველებს.ქი 126.6

    მაგრამ რას ღებულობს ყოველივე ამის სანაცვლოდ ჩვენი ზეციერი კეთილისმყოფელი? სოგორ პასუხობენ ადამიანები უფლის მოწოდებას? ვის ემსახურება თავისი ცხოვრებით ადამიანთა უმრავლესობა? ისინი მამონას მსახურნი არიან. სიმდიდრის მოხვეჭა, საზოგადოებაში მაღალი ადგილი, ამქვეყნიური სიამტკბილობანი - აი ესაა მათი მიზანი. ისინი ქონებას იხვეჭენ არა მხოლოდ ადამიანების, არამედ თვით უზენაესის ძარცვით. ამა თუ იმ გზით შეძენილ სიმდიდრეს ისინი უმეტეს შემთხვევაში საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად იყენებენ. ყველაფერს, რისი მიტაცებაც შეძლეს, თავიანთი ხარბი სულისა და დროსტარების სურვილთა დაკმაყოფილებისათვის იყენებენ.ქი 127.1

    წუთისოფელი დღესაც იმავე ცოდვას სჩადის, რომელმაც ძველი ისრაელი დაღუპა. ღვთისადმი უმადურობა, უზენაესის მიერ ბოძებულ კურთხევათა და შესაძლებლობათა არასწორად გამოყენება, უფლის ნიჭების ეგოისტური მისაკუთრება - ყოველივე ეს დანაშაული გახდა მიზეზი უფლის იმ უდიდესი რისხვისა, რომელიც ძველმა ისრაელმა თავის საქციელით გამოიწვია. იგივე მიზეზით დაიღუპება დღევანდელი წუთისოფელიც.ქი 127.2

    მხოლოდ იერუსალიმს როდი დასტიროდა მაცხოვარი, როცა ზეთისხილის მთიდან თავის რჩეულ ქალაქს გადმოჰყურებდა. იერუსალიმის დაღუპვაში იგი მთელი კაცობრიობის ხვედრს ხედავდა.ქი 127.3

    “ნეტავ ამ დღეს მაინც გცოდნოდა, რაც სამშვიდობოა შენთვის, მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან” (ლუკ. 19:42).ქი 127.4

    “ნეტავ ამ დღეს”. ეს დღე დასასრულს უახლოვდება. წყალობისა და მადლის დრო მალე გასრულდება. ცაზე რისხვისა და შურისგების ღრუბლები გროვდება. უფლის მადლის უარმყოფელთა გარდაუვალი დაღუპვის დღე მოახლოვდა.ქი 127.5

    ადამიანებს კი ღრმად სძინავთ. ადამიანებმა არ იციან მათი “მოხედვის ჟამი”.ქი 127.6

    სად უნდა იყოს უფლის ეკლესია ამ კრიტიკულ დღეებში? პასუხობენ კი მისი წევრები უფლის მოთხოვნებს? ასრულებენ კი ისინი უზენაესის დავალებას წუთისოფელში? ამცნობენ კი მას უფლის ჭეშმარიტ ხასიათს? იქცევენ კი თავიანთ მოძმეთა ყურადღებას ღვთიური შეწყალების უკანასკნელი გაფრთხილების ქადაგებით?ქი 127.7

    ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ. ბევრი იღუპება. მაგრამ რა ცოტანი არიან ქრისტეს ეგრეთ წოდებულ მიმდევართა შორის ისეთნი, ვისაც ნამდვილად აწუხებს ამ დაღუპულ ადამიანთა ბედი. კაცობრიობის ბედი სასწორზე ძევს. მაგრამ ეს ნაკლებად აღელვებთ მათ, ვინც თამამად აცხადებს, რომ ნამდვილად სჯერა იმ ყველაზე ყოვლისმომცველი და სრულყოფილი ჭეშმარიტებისა, რომელიც ოდესმე მოკვდავთათვის გაცხადებულა. ნაკლებად შეიმჩნევა მორწმუნეებში ის სიყვარული, რამაც ქრისტე აიძულა, დაეტოვებინა ზეციური სასახლე და ხორციელ ადამიანად ქცეულიყო, რათა განკაცებულს კაცობრიობა ღმერთთან მიეყვანა. უფლის ხალხშიც კი იჩენს თავს უგრძნობლობა და გახევება, რაც მათ თავიანთი მოვალეობის შეცნობაში უშლის ხელს.ქი 127.8

    ქანაანში შესვლისას ისრაელიანებმა ვერ განახორციელეს უფლის ჩანაფიქრი და სრულად ვერ დაისაკუთრეს აღთქმული მიწა. მიწების ნაწილობრივი დაპყრობით დაკმაყოფილდნენ და საკუთარი გამარჯვების ნაყოფით იწყეს ტკბობა. ურწმუნოებისა და ადვილი გზით სიარულის მოყვარულებმა წინ წასვლისა და ახალი მიწების ათვისების ნაცვლად ცხოვრება უკვე დაკავებულ ტერიტორიაზე დაიწყეს. ასე დაიწყო მათი უფლისაგან განდგომა. უზენაესის ჩანაფიქრის შეუსრულებლობით ღმერთსაც ხელი შეუშალეს მათთვის აღთქმული კურთხევის აღსრულებაში. განა იგივეს არ აკეთებს დღევანდელი ეკლესია, რომელიც კარგად ხედავს, თუ როგორ სჭირდება სახარების ჭეშმარიტება მთელ წუთისოფელს, მაგრამ მისი წევრები, რომლებსაც თავი ქრისტიანებად მიაჩნიათ, მხოლოდ იქ იკრიბებიან, სადაც თავად დატკბებიან სახარებისეული უპირატესობით? ისინი ვერ გრძნობენ წინსვლის, ახალი სივრცეების ათვისებისა და ახალ ადგილებში სახარების ქადაგების საჭიროებას. ისინი, ფაქტობრივად, უარს ამბობენ ქრისტეს მოთხოვნის აღსრულებაზე: “მოედეთ მთელს სოფელს და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას” (მარკ. 16:15). განა ისინი იუდეველთა ეკლესიაზე ნაკლებად დამნაშავენი არიან?ქი 127.9

    ქრისტეს ყოველი მიმდევარი აუცილებლად გამოიცდება ზეცის წინაშე. მაგრამ უფლის საქმეების მიმართ გულგრილობისა და სისუსტის გამო ისინი ვერ წარდგებიან ერთგულ მსახურებად. მათ რომ მთელი გულმოდგინებით გაეკეთებინათ ის, რისი გაკეთებაც შეეძლოთ, არავითარი მსჯავრი არ დაედებოდათ; დავალების ერთგულად შესრულებით უფრო მეტის გაკეთებას შეძლებდნენ; ამ ადამიანებმაც და წუთისოფელმაც კარგად იციან, რომ ქრისტიანებს დაკარგული აქვთ თავგანწირვისა და საკუთარი ჯვრის ტარებისათვის მზადყოფნის სული. ზეციურ წიგნებში მათი სახელების გასწვრივ ჩაიწერება: “არა მუშაკი, არამედ მომხმარებელი”. ბევრი მათგანი, ვინც ქრისტეს სახელს ატარებს, მალავს ადამიანთა წინაშე მაცხოვრის სიდიადეს, სილამაზესა და დიდებულებას.ქი 128.1

    ბევრი ადამიანია დღეს წუთისოფელში, რომელთა სახელი საეკლესიო წიგნშია შეტანილი, მაგრამ ისინი მაცხოვრის ხელმძღვანელობას არ ემორჩილებიან; არ ისმენენ მის რჩევადარიგებებს და არც მის დავალებებს ასრულებენ. აქედან გამომდინარე, ისინი კაცობრიობის მტრის მმართველობის ქვეშ იმყოფებიან; სიკეთეს პირდაპირ და გახსნილად არ ემსახურებიან და, ფაქტობრივად, უდიდესი და ურიცხვი ზიანი მოაქვთ. ვინაიდან მათი ზეგავლენა არ წარმოადგენს სიცოცხლის სურნელს სასიცოცხლოდ, იგი სიკვდილის სურნელია სასიკვდილოდ.ქი 128.2

    უფალი ამბობს: “და ამათ გამო არ დაგსჯით?” (იერ. 5:9). ვინაიდან ისრაელიანებმა უფლის განზრახვა ვერ შეასრულეს, უფალმა ღმერთმა დატოვა ისინი და თავისი საქმის შესასრულებლად სხვებს მოუხმო. და, თუკი ისინიც ორგულნი აღმოჩნდებიან, განა მათაც არ შეაქცევს ზურგს უფალი?ქი 128.3

    იგავში ბოროტი მიწისმუშაკების შესახებ ქრისტემ მევენახეებს დასდო ბრალი. ეს მათ არ დაუბრუნეს პატრონს მისი მიწის ნაყოფი; ესენი იყვნენ ებრაელი ერის მღვდელმსახურნი და მასწავლებლები, რომელთაც ხალხი სიცრუის გზით მიჰყავდათ და რომელნიც, ფაქტობრივად, ატყუებდნენ ღმერთს იმ მსახურებაში, უფალი მათგან რომ ითხოვდა. ტწორედ მათი წყალობით განუდგა ხალხი ქრისტეს.ქი 128.4

    მორჩილების უდიდეს საზომად ქრისტემ ადამიანთა ტრადიციებისაგან განწმედილი უფლის რჯული წარმოგვიდგინა, რამაც რაბინთა უკმაყოფილება და მტრული განწყობა გამოიწვია. მათ ადამიანთა მოძღვრებები უფლის სიტყვაზე მაღლა დააყენეს და ხალხსაც ასე ასწავლიდნენ, რითაც ადამიანები ღმერთს დააშორეს. მათ აღარ ისურვეს თავიანთი წესების მიტოვება და ღვთის სიტყვის მოთხოვნათა აღსრულება. თვით ჭეშმარიტების გულისთვისაც კი ვერ მიატოვეს თავიანთი გონების სიამაყე და ადამიანთაგან მიღებული დიდება. სოდესაც ქრისტე მოვიდა და ხალხს თავისი მოთხოვნები წარუდგინა, მღვდლებმა და უხუცესებმა უარყვეს მისი უფლებამოსილება, ჩამდგარიყო მათსა და ხალხს შორის; არ მიიღეს მისი მხილება და გაფრთხილება და ყველა ღონე იხმარეს, რათა ხალხი მის წინააღმდეგ აემხედრებინათ და დაეღუპათ.ქი 128.5

    ისრაელიანთა რელიგიური წინამძღოლები პასუხისმგებელნი არიან ქრისტეს უარყოფისა და მისგან გამომდინარე შედეგებისათვის. ერის დანაშაულისა და დაღუპვისათვის პასუხი მათ მოეთხოვებათ.ქი 128.6

    განა დღესაც არ მოქმედებენ მსგავსი ძალები? განა უფლის დღევანდელი მევენახეები იუდეველთა წინამძღოლებს არ ემსგავსებიან? განა დღევანდელი რელიგიური მასწავლებლები სიცრუეს არ ასწავლიან, როცა აცხადებენ, რომ დღეს უფლის რჯულის შესრულება აუცილებელი არ არის? განა ისინი უფლის წინააღმდეგ არ განაწყობენ ადამიანებს იმის სანაცვლოდ, რომ ღვთის რჯულისადმი მორჩილება ასწავლონ? დღეს მრავალი ეკლესიის კათედრიდან გაისმის სწავლება იმის შესახებ, რომ ადამიანები უფლის რჯულის ბორკილებიდან გათავისუფლებულნი არიან. უფლის რჯულის ნაცვლად მყარად იდგამს ფესვებს ადამიანთა ტრადიციები, დადგენილებანი და წესჩვეულებანი. უფლის მოთხოვნები უგულებელყოფილია; სანაცვლოდ კი მოწონებას იწვევს თვითკმაყოფილება და სიამაყე იმის გამო, რომ მათ აქვთ უფლის წყალობა და მადლი; უფლის მოთხოვნები კი უარყოფილია.ქი 128.7

    სამწუხაროდ, ადამიანებს არ ესმით, თუ რას მოუტანს ღმერთის რჯულის უარყოფა. უფლის რჯული - ეს უზენაესის ხასიათის ანარეკლია. მასში განსახიერებულია მისი სასუფევლის პრინციპები და ის, ვინც მათ მიღებაზე უარს აცხადებს, უფლის უდიდეს კურთხევათა გარეშე რჩება.ქი 129.1

    ისრაელისათვის ბოძებულ შესანიშნავ შესაძლებლობათა განხორციელება მხოლოდ უფლის მცნებების მორჩილებითაა შესაძლებელი. მხოლოდ მათი შესმენითა და აღსრულებით შეიძლება მოგვეცეს ჩვენც ხასიათის იგივე დიდებული თვისებები და კურთხევათა იგივე სისრულე - კურთხევა გულის, გონებისა და სხეულისათვის; კურთხევა ჩვენი სახლებისა და ყანებისათვის; კურთხევა ამქვეყნიური და მომავალი ცხოვრებისათვის.ქი 129.2

    სულიერ სამყაროში, ისევე, როგორც ბუნების წიაღში, ნაყოფის მიღება მხოლოდ უფლის მცნებების აუცილებელი დაცვითაა განპირობებული. როცა ადამიანებს უფლის რჯულის უარყოფას ასწავლიან, ისინი ხელს უწყობენ იმაში, რომ ღვთის სადიდებლად ნაყოფი არ გამოიღონ. და ეს მასწავლებლები დამნაშავენი არიან, რომ უფალი ღმერთი თავის ვენახიდან ნაყოფს ვერ ღებულობს.ქი 129.3

    უფლის მაცნენი ჩვენთან ღვთის დავალებით მოდიან. და, ქრისტეს მსგავსად, ჩვენგან ღვთის სიტყვისადმი მორჩილებას ითხოვენ; გვიხსნიან, თუ რა უფლებამოსილება გააჩნია მაცხოვარს თავისი ვენახის ნაყოფზე - სიყვარულის, მორჩილებისა და თავდადებული მსახურების ნაყოფზე. მაგრამ განა არ ღიზიანდებიან და იუდეველ წინამძღოლთა მსგავსად რისხვით არ ინთებიან დღევანდელი მევენახეებიც? განა ეს მასწავლებლები მთელ თავის ავტორიტეტს იმას არ ანდომებენ, რომ ადამიანებს ამ რჯულის უარყოფისაკენ მოუწოდონ, როცა მათ წინაშე მის მოთხოვნათა შესრულების აუცილებლობა იჩენს თავს? სწორედ ასეთ ადამიანებს უწოდებს უფალი ბოროტ მსახურთ.ქი 129.4

    ძველი ისრაელისადმი მიმართული უფლის ეს სიტყვები საყოველთაო, მკაცრი გაფრთხილებაა დღევანდელი ეკლესიისა და მის წინამძღოლთათვის. სწორედ ისრაელისთვისაა ნათქვამი უფლის ეს სიტყვები: “დავუწერე მას მთავარი რჯული, მაგრამ უცხოდ შერაცხა იგი” (ოს. 8:12). ეს მღვდელმსახურებსა და ხალხის მასწავლებლებს მიმართავს უფლის ხმა: “მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო, რადგან შენ უარჰყავი ღვთის ცოდნა, და მეც გადაგაყენებ ჩემი მღვდლობისაგან. დავიწყებული გაქვს ჩემი რჯული და მეც დავივიწყებ შენს შვილებს” (ოს. 4:6).ქი 129.5

    მიაქცევენ კი უფლის ამ გაფრთხილებას სათანადო ყურადღებას? გამოიყენებენ კი მიცემულ შესაძლებლობებს უფლის ჭეშმარიტი მსახურებისათვის? ხომ არ შეაყოვნებს ამ მსახურებისაგან წუთისოფლის ამპარტავნობა, გონების სიამაყე, ადამიანთა ჩვეულებებისა და ტრადიციებისადმი კომპრომისი ქრისტეს მიმდევართ? ხომ არ უარყოფენ ისინიც ღვთის სიტყვას ისევე, როგორც ოდესღაც ისრაელიანთა წინამძღოლებმა - ქრისტე? ძველი ისრაელის დანაშაულის შედეგი სახეზეა. მიიღებს კი ამ გაფრთხილებას თანამედროვე ეკლესია?ქი 129.6

    “ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველურო ზეთისხილო, დაემყენ მათ ადგილას და გახდი ზეთის ხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი, ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე... ისინი გადატყდნენ, ვინაიდან არ სწამდათ, შენ კი დგახარ რწმენით. ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს. ვინაიდან, თუ ღმერთმა არ დაინდო ბუნებრივი რტოები, შენც არ დაგინდობს” (რომ. 11:17-21).ქი 129.7

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents