Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    კარგი ნიადაგი

    მთესველის შრომა, საბედნიეროდ, ყოველთვის ფუჭი არ არის. კარგ ნიადაგზე დაცემული თესლის შესახებ მაცხოვარი ამბობს: “კარგ მიწაზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება, და სწორედ ის არის ნაყოფიერი. და ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს”. “ხოლო კარგ მიწაზე დაცვენილნი ისინი არიან, ვინც კეთილი და წრფელი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს”.ქი 20.2

    “კეთილი და წრფელი გული”, რომელზედაც იგავშია საუბარი, არ ნიშნავს უცოდველ გულს. სახარება ხომ დაკარგული ცხვრებისთვისაა განკუთვნილი. ქრისტემ თქვა: “მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი” (მარკ. 2:17). კეთილი და სუფთა გული აქვს მას, ვინც სულიწმიდის ხმას ისმენს და პასუხობს; ვინც თავის ცოდვილ მდგომარეობას შეიგნებს და უფლის მოწყალებისა და სიყვარულის საჭიროებას შეიგრძნობს; ვისაც ჭეშმარიტების შეცნობა გულწრფელად სურს, რათა მას სიხარულით დამორჩილდეს. კეთილი გული - ესაა მორწმუნის გული, რომელსაც სწამს ღვთის სიტყვა, ვინაიდან ამ სიტყვის რწმენის გარეშე მიღება შეუძლებელია. “ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს” (ებრ. 11:6).ქი 20.3

    აი, თურმე, რას ნიშნავს “ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება”. ქარისევლები ქრისტეს დღეებში თვალებს ხუჭავდნენ, რომ არ დაენახათ და ყურს იყრუებდნენ, რომ არ ესმინათ. ამიტომ ვერ შეაღწია მათს გულში ჭეშმარიტებამ. და მისი შეგნებულად უარყოფისა და განზრახ სიბრმავისათვის საკადრისი საზღაური მიეგებათ მათ. თავის მოწაფეთ კი ქრისტე მოუწოდებდა, მთელი გულითა და გონებით შეეცნოთ და ერწმუნათ მისი სიტყვა.ქი 20.4

    იმ მსმენელის მიერ, რომელიც კარგ ნიადაგთანაა შედარებული, უფლის სიტყვა მიიღება “არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა” (1თეს. 2:13). წმიდა წერილის შეცნობა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც იგი პირადად მისკენ მიმართულ ღვთის სიტყვად მიაჩნია; ვინც მოწიწებით ისმენს მას და ვისთვისაც იგი ცოცხალ ჭეშმარიტებას წარმოადგენს; ვინც გულსა და გონებას უხსნის ღვთის სიტყვას, რათა სრულად შეიცნოს და გაითავისოს იგი. სწორედ ასეთი მსმენელნი იყვნენ კორნელიოსი და მისი მეგობრები, რომელთაც პეტრე მოციქულს შემდეგი სიტყვებით მიმართეს: “ახლა ჩვენ ყველანი ვდგა- ვართ ღვთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე, რაც უფლისაგან გაქვს ნაბრძანები” (საქმე. 10:33).ქი 20.5

    ჭეშმარიტების შემეცნება დამოკიდებულია არა იმდენად ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე, არამედ მიზნების სიწმიდეზე და უთვალთმაქცო რწმენის უბრალოებაზე. ფფლის ანგელოზები მუდამ მათ გვერდით არიან, ვინც უფლის ხელმძღვანელობას მთელი გულითა და მოწიწებით ეძებს. სწორედ მათ უცხადებს ღვთის წმიდა სული თავის ჭეშმარიტებათა საგანძურს.ქი 21.1

    კაცი, რომელსაც ქრისტე კარგ ნიადაგს ადარებს, საიმედოდ ინახავს მოსმენილ სიტყვას, რომელსაც მას ვერავინ წაართმევს: ვერც სატანა და ვერც მისი ბოროტი მსახურნი.ქი 21.2

    საკმარისი არაა ღვთის სიტყვის უბრალოდ წაკითხვა ან მოსმენა. ის, ვისაც ჭეშმარიტად უფრო მეტის შეძენა სურს, დიდხანს და გულმოდგინედ, მიზანდასახულად, უდიდესი ყურადღებითა და ლოცვებით უნდა იკვლევდეს უზენაესის ყოველი სიტყვის მნიშვნელობას, რითაც ღრმად ჩასწვდება წმიდა წერილების სულსა და არსს.ქი 21.3

    უფალი გვასწავლის, რომ ჩვენი გონება მხოლოდ მაღალი, წმიდა აზრებით უნდა იყოს დაკავებული. მისი სურვილია, მუდამ მის სიყვარულსა და მოწყალებაზე ვიფიქროთ და ღრმად შევიმეცნოთ ადამიანის გამოსყიდვის ღვთიური გეგმის აღსრულების საოცარი სიდიადე. მაშინ ჩვენთვის უფრო ნათელი და გასაგები გახდება მისი უდიდესი ჭეშმარიტებები; ჩვენი სწრაფვა გულის სიწმიდისა და საღი აზროვნებისაკენ უფრო გაძლიერდება და კეთილშობილებას შეიძენს; სული, რომელიც წმიდა აზრთა სუფთა ატმოსფეროში იმყოფება, უფალთან ურთიერთობისა და მისი სიტყვის შესწავლის შედეგად აუცილებლად გარდაიქმნება.ქი 21.4

    “და გამოაქვთ ნაყოფი”. ის, ვინც უფლის სიტყვას ისმენს და იცავს, მორჩილი და თავმდაბალი ხდება. წრფელი გულით მიღებული სიტყვა უეჭველად გამოვლინდება ადამიანის კეთილ საქმეებში, მის ქრისტიანულ ხასიათსა და ცხოვრებაში. ასე ამბობდა მაცხოვარი თავის თავზე: “შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია” (ფსალმ. 39:9). და კვლავ: “მე ჩემს ნებას არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას” (იოან. 5:30). წმიდა წერილში ნათქვამია: “ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისევე უნდა მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა” (1იოან. 2:6).ქი 21.5

    ღმერთის სიტყვა ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ადამიანის ჩვევებსა და ხასიათის მემკვიდრეობით მიღებულ თუ შეძენილ თვისებებს. მაგრამ მსმენელი, რომელიც კარგ ნიადაგთანაა შედარებული, ღვთის სიტყვის შეცნობისას ყველა მის პირობასა და მოთხოვნას ღებულობს და თავის ჩვევებსა და ცხოვრების წესებს ღვთის სიტყვას უმორჩილებს. მის თვალში გონებაშეზღუდული, ცოდვილი ადამიანის დადგენილებანი სრულიად კარგავს თავის მნიშვნელობას უსასრულო ღმერთის წმიდა სიტყვასთან შედარებისას. წრფელი გულითა და მტკიცე იმედით მიისწრაფვის იგი საუკუნო სიცოცხლისაკენ. ნებისმიერ ვითარებაში, ხშირად მთელი ცხოვრების დევნისა და თვით სიკვდილის ფასადაც კი, იგი სიხარულით დაემორჩილება ღვთის მართალ სიტყვას.ქი 21.6

    ასეთი ადამიანები “მოთმინებით იძლევიან ნაყოფს”. ღვთის სიტყვის შემსმენელთაგან სიძნელეებისა და განსაცდელისაგან არავინაა დაზღვეული. მაგრამ ტანჯვისა და მწუხარების ჟამს ჭეშმარიტი ქრისტიანი სიმშვიდეს, რწმენასა და იმედს შეინარჩუნებს. თუმცა ზოგჯერ შექმნილი ვითარებიდან ვერავითარ გამოსავალს ვერ ვხედავთ; უფლის ჩანაფიქრის აზრსა და მიზანს ვერ ვხვდებით, მაგრამ რწმენას არ ვკარგავთ. მუდამ უნდა გვახსოვდეს მისი სიყვარულით აღსავსე, მოწყალე ხასიათი; მთელი ჩვენი საზრუნავი მას მივანდოთ და მოთმინებით ველოდოთ ხსნას.ქი 21.7

    ბრძოლისა და განსაცდელის მომენტები ხშირად ხელს უწყობს ჩვენი სულიერი ცხოვრების განმტკიცებას. ტანჯვისა და მწუხარების მოთმინებით ატანა სათანადოდ განამტკიცებს ჩვენს ხასიათს და დიდებულ სულიერ ნიჭებსა და მშვენიერ თვისებებს შესძენს მას. რწმენის, თვინიერებისა და სიყვარულის სრულყოფილი ნაყოფი ხშირად ქარიშხალში, შავ ღრუბლებსა და წყვდიადში მწიფდება.ქი 21.8

    “მიწისმუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, სულგრძელად ელის ადრეული და გვიანი წვიმის მოსვლას” (იაკ.5:7). ქრისტიანიც მოთმინებით უნდა ელოდოს, როდის გამოიღებს მის ცხოვრებაში ღვთის წმიდა სიტყვა ნაყოფს. ხშირად, როდესაც ლოცვებით სულიწმიდის ნაყოფის შეძენას ვითხოვთ, უფალი გვისმენს და პასუხად ისეთ პირობებს გვიქმნის, რომელიც ამ ნაყოფის მომწიფებას უწყობს ხელს. მაგრამ ჩვენ ხშირად არ გვესმის მისი ჩანაფიქრის მიზანი, გვიკვირს მოვლენათა ასეთი უჩვეულო ცვლილებები და გაურკვევლობა გვიპყრობს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ნაყოფის მომწიფება ასეთი ხანგრძლივი პროცესების გარეშე შეუძლებელია. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, მივიღოთ ღვთის სიტყვა და მტკიცედ დავეყრდნოთ მას.ქი 22.1

    “ვისაც ვუყვარვარ, - თქვა მაცხოვარმა, - ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს” (იოან. 14:23). მაშინ ჩვენს ცხოვრებას უფრო ძლიერი და სრულყოფილი გონება უხელმძღვანელებს, ვინაიდან ჩვენ თავად გვექნება ყოვლისშემძლე ძალის წყაროსთან კავშირი. მთელი ჩვენი სულიერი ცხოვრება ქრისტეს სამსახურს უნდა მოვანდომოთ. და მაშინ აღარ ვიცხოვრებთ ჩვენთვის ჩვეული ეგოიზმით, არამედ ქრისტე იქნება ჩვენში და ხასიათითაც მას დავემსგავსებით. ეს კი სულიწმიდის ნაყოფს გამოიღებს ჩვენში: “ზოგი ასს… ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს”.ქი 22.2