Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    გამოყენების შედეგად გამრავლებული ტალანტები

    მსახურების პროცესში ტალანტები კიდევ უფრო მეტად მრავლდება. წარმატება - ეს არც შემთხვევითობაა და არც ბედი; ის უფლის წინასწარხედვისა და ხელმძღვანელობის, რწმენისა და გონიერების, სიკეთისა და გულმოდგინების შედეგია. უფალს სურს, რომ მის მიერ ჩვენთვის ბოძებული ყოველი ნიჭი სრულად გამოვიყენოთ. და, თუ ასე მოვიქცევით, უფალი უფრო მეტად გვაკურთხებს და ტალანტებსაც გაგვიმრავლებს. მაგრამ თავისი სასწაულებრივი ძალით იგი არ მოგვანიჭებს ისეთ ახალ თვისებებს, რომელიც ადრე საერთოდ არ გაგვაჩნდა. ჩვენში არსებული ნიჭების დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში კი თავად ღმერთი იშრომებს ჩვენში და ჩვენს შესაძლებლობებსაც დიდად გააფართოებს და განავითარებს. უფლისადმი მგზნებარე და თავდადებულ მსახურებაში უფრო მეტად გავძლიერდებით და, როდესაც ღვთის წმიდა სულს სრულად მივენდობით და მის საქმეთა აღმსრულებელ იარაღად ვიქცევით, უფლის მადლი გარდაქმნის ჩვენს სულს, ძირფესვიანად აღმოფხვრის მასში არსებულ ძველ მავნე ჩვევებს და მოგვცემს ახალს, კეთილსა და სასარგებლოს. თუკი სულიწმიდის ხმას შევისმენთ და დავემორჩილებით, ჩვენი გული ღვთიური ძალით აივსება, რაც დიდად გამოგვაფხიზლებს და უფლის საქმეთა უკეთესად შესრულებაში დაგვეხმარება. ჩვენში აქამდე მთვლემარე ძალები გაიღვიძებენ და მიძინებული ნიჭებიც ახალ სიცოცხლეს შეიძენენ.ქი 152.1

    ღვთის თავმდაბალ მსახურს, რომელიც უფლის მოწოდებას მორჩილებით უპასუხებს, შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ უზენაესი დაეხმარება. ასეთი დიდი და წმიდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება - ეს, თავისთავად ცხადია, მაღალ სულიერებაზე მეტყველებს. მსგავს პასუხისმგებლობას გონებრივი და სულიერი ძალების აქტიურად ამოქმედება მოსდევს, რაც განამტკიცებს გონებას და განწმედს გულს. საოცარია, რაოდენ ძალას იძენს სუსტი ადამიანიც კი ყოვლადძლიერი ღმერთისადმი რწმენით, რა მტკიცე გადაწყვეტილებებს იღებს თავის საქმეებში და რა უხვი და მნიშვნელოვანია ნაყოფი მისი ძალისხმევისა. ის, ვინც მსახურებას თავისი მცირე, მოკრძალებული ცოდნით იწყებს და თავისი თავმდაბლობის გამო მხოლოდ იმაზე საუბრობს, რაც იცის და, ამავე დროს, უფრო მეტის შეცნობისაკენ ისწრაფვის, აღმოაჩენს უმდიდრეს ზეციურ საგანძურს, რომელიც მის განკარგულებას ელის. და რაც უფრო მეტი ზეციური ნათლის გაცემას შეეცდება, მით უფრო მეტი მიეცემა. რაც უფრო მეტი გულმოდგინებითა და სიყვარულით ვასწავლით და ავუხსნით ღვთის სიტყვას სხვებს, მით უფრო გაგვიღრმავდება ცოდნა თავად. რაც უფრო მეტად გავუზიარებთ ჩვენს ცოდნას ადამიანებს და გამოვიყენებთ ჩვენს ტალანტებს წმიდა მსახურებისათვის აქ, დედამიწაზე, მით უფრო მეტი ცოდნა და ძალა მოგვეცემა.ქი 152.2

    ქრისტეს საქმისათვის გაღებული ყოველი ძალისხმევა კურთხევად დაგვიბრუნდება. და თუკი ყველა შესაძლებლობას ღვთის სადიდებლად გამოვიყენებთ, თანდათან დავრწმუნდებით, რომ უფალი უფრო მეტს მოგვცემს. როდესაც ვშრომობთ იმისათვის, რომ ადა- მიანები ქრისტესთან მოვიყვანოთ, საკუთარ თავზე ვიღებთ მათზე მზრუნველობას ჩვენს ლოცვებში, ჩვენი გული უფრო მეტი სიყვარულით ძგერს და ღვთიური მადლით ინთება; მთელი ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება უფრო რეალური, მგზნებარე და სულიერი გახდება.ქი 152.3

    ადამიანის ღირსება ზეცაში მისი გულის ღვთის შემეცნებისაკენ სწრაფვით განისაზღვრება. ეს შემეცნება ჩვენი ძალის წყაროა. ღმერთმა ადამიანი იმგვარად შექმნა, რომ ყოველი მისი ნიჭი უფლის გონების ანარეკლი იყოს. და თავად უფალიც მუდამ ადამიანის გონების ღვთიურთან შერწყმას ცდილობს. იგი გვთავაზობს კურთხეულ შესაძლებლობას, ვითანამშრომლოთ ქრისტესთან მისი ღვთიური მადლის წუთისოფლისათვის გამოცხადების საქმეში, რათა ამ წმიდა მსახურებით უფრო გავამდიდროთ ჩვენი ცოდნა ზეციურ ჭეშმარიტებათა შესახებ.ქი 153.1

    იესოსთან ახლო ურთიერთობა ღმერთზე უფრო ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, რაც უდიდეს გარდაქმნას ახდენს ჩვენში. სიკეთე და მოყვასის სიყვარული ჩვეულებრივ მოთხოვნილებად გვექცევა. გვიყალიბდება თვისებები, რომლებიც უზენაესის არსსა და ბუნებას ემსგავსება. ვემსგავსებით რა მას, თანდათან უფრო ფართოვდება ჩვენი შესაძლებლობანი უფლის შემეცნებისა. უფრო და უფრო ღრმავდება და მტკიცდება ჩვენი ურთიერთობა ზეციურ სამყაროსთან; უფრო იზრდება ზეციური საგანძურისა და მარადიული სიბრძნის შეცნობის უნარი და შესაძლებლობანი.ქი 153.2

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents