Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თავი 8 - დაფარული საუნჯე

    მათ. 13:44

    “ცათა სასუფეველი წააგავს განძს, მინდორში დაფარულს, რომელსაც წააწყდება კაცი და ჩამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია, და ყიდულობს იმ მინდორს”.ქი 37.4

    ძველად ადამიანები თავიანთ განძს ხშირად მიწაში მალავდნენ, რადგან ხშირი იყო ქურდობა და ძარცვა. ამას გარდა, ხელისუფლების ყოველი შეცვლისას მდიდრებს დიდძალი ხარკის გადახდას აკისრებდნენ. ქონების დამალვის კიდევ ერთი მიზეზი ქვეყანაში მძარცველთა და დამრბევთა ლაშქრის შემოჭრის საშიშროება იყო. ასეთ პირობებში მიწა ერთადერთი საიმედო ადგილი იყო განძის დასამალავად. მაგრამ ზოგჯერ ეს ადგილი იკარგებოდა განძის პატრონის გარდაცვალების, დაპატიმრების ან მისი ამ ადგილებიდან გასახლების გამო. და მაშინ, ასე გულმოდგინედ გადამალული და შენახული განძი დიდხანს რჩებოდა მიწაში, სანამ ვინმე იღბლიანს ბედი არ გაუღიმებდა და მას არ წააწყდებოდა. ღრისტეს დღეებშიც ხშირად პოულობდნენ მიწაში ჩამარხულ ძველ მონეტებსა და ოქროსა და ვერცხლის სამკაულებს.ქი 37.5

    მოხდა ისე, რომ ერთმა კაცმა მიწის ნაკვეთი დაიგირავა. მოხვნისას მიწაში ჩამარხული განძი იპოვა და მიხვდა, შეეძლო დიდი ქონების პატრონი გამხდარიყო. განძი კვლავ მიწაში ჩამარხა, სახლში დაბრუნდა და გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა, რათა ის მინდორი შეესყიდა. ოჯახის წევრები და მეზობლებიც, რა თქმა უნდა, გიჟად თვლიან მას, ვინაიდან ამ მიტოვებულ მინდორში ისინი ვერავითარ საუნჯეს ვერ ხედავენ. მაგრამ კაცმა იცის, რასაც აკეთებს; და როცა მინდორს ყიდულობს, იკვლევს მის ყოველ მონაკვეთს, რათა მასში დამალული ყველა საუნჯე იპოვოს.ქი 37.6

    ქრისტეს ეს იგავი გვიამბობს ზეციურ საუნჯეზე და იმ ძალისხმევაზე, რომელიც მისი მოპოვებისა და შენახვისათვის უნდა გამოვიყენოთ. განძის მპოვნელი მზად იყო, მთელი თავისი სარჩოსაბადებელი გაეყიდა, ძალღონე არ დაეზოგა იმისათვის, რომ ამ დამარხული საუნჯის ბატონპატრონი გამხდარიყო. ასევეა ზეციური საუნჯის მპოვნელიც: მთელ თავის ძალისხმევასა და ყოველგვარ მსხვერპლს გაიღებს ამ საუნჯის მოსაპოვებლად.ქი 38.1

    ამ იგავში მინდორი, სადაც განძია ჩამარხული, წმიდა წერილს გულისხმობს. საუნჯე კი ქრისტეს სახარებაა. მთელი დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება იმდენი ძვირფასეულობა, რამდენიც - ღვთის ჭეშმარიტ სიტყვაში.ქი 38.2