Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ფული

    უფალი ღმერთი ადამიანს ფულად სახსრებსაც ანდობს და აძლევს ძალას ქონების შეძენისა და მისი სიუხვისათვის. იგი ციური ნამით რწყავს და ახალისებს დედამიწას, მზის მხურვალე სხივებით ათბობს მას, აღვიძებს ბუნების სამყაროს, რათა იგი აყვავდეს და ნაყოფი გამოიღოს. და, თავის მხრივ, იგი ადამიანებისაგან ითხოვს, დაუბრუნონ ის, რაც მას ეკუთვნის.ქი 150.6

    ფულსა და სხვა მატერიალურ საშუალებებს ღმერთი იმიტომ კი არ გვაძლევს, რომ საკუთარი თავი განვადიდოთ, არამედ, როგორც უფლის ერთგულმა მნეებმა, იგი ღმერთის სადიდებლად გამოვიყენოთ. ზოგს ჰგონია, რომ ღმერთს მათი შემოსავლის მხოლოდ ის ნაწილი ეკუთვნის, რომელსაც ისინი რელიგიური საქმეებისა და ქველმოქმედებისათვის გამოყოფენ, სხვა დანარჩენს კი მიიჩნევენ თავის საკუთრებად, რომელსაც საკუთარი სურვილისამებრ მოიხმარენ. მაგრამ აქ ისინი ძლიერ ცდებიან. ყოველივე, რაც კი გაგვაჩნია, უფლის საკუთრებაა და ჩვენ მის წინაშე პასუხს ვაგებთ იმის გამოყენებაზე, რაც მან მოგვანდო. თითოეული ცენტის მიმართ დამოკიდებულება თვალსაჩინოდ მეტყველებს, გვიყვარს თუ არა ღმერთი ყველაზე მეტად და მოყვასი - ვითარცა თავი ჩვენი.ქი 150.7

    ფული - ეს მეტად მნიშვნელოვანი მატერიალური საშუალებაა, ვინაიდან მისი მეშვეობით მრავალი კეთილი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი. ღვთის შვილთა ხელში იგი არის საკვები მშიერთათვის, სასმელი მწყურვალთათვის და სამოსელი შიშველთათვის; საშუალება ჩაგრულთა დასაცავად და სნეულთა დასახმარებლად. მაგრამ იგი არაფერია, თუკი მას აუცილებელ ცხოვრებისეულ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, სხვათა საკურთხებლად და ღვთის საქმის წინსვლისათვის არ გამოვიყენებთ.ქი 151.1

    სიმდიდრის დაგროვება, თუკი იგი თვითმიზანს წარმოადგენს, არა მხოლოდ უსარგებლოა, არამედ უბედურების მომტანიც. მაშინ იგი სულის მახეა, რომელსაც ჩვენი ყურადღება ზეციური საგანძურიდან სხვა რამეზე გადააქვს. უფლის სამსჯავროს დიადი დღის დადგომისას ეს სიმდიდრე იქნება მოწმობა გამოუყენებელი ტალანტებისა და შესაძლებლობებისა და ბრალდება მის მფლობელთა მიმართ. წმიდა წერილი ამბობს: “მოდით, ახლა თქვენც იტირეთ, მდიდრებო, და ივაგლახეთ იმ უბედურებაზე, თქვენზე რომ მოდის. თქვენი სიმდიდრე დალპა, თქვენი სამოსელი კი ჩრჩილმა დაჭამა. თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმობა თქვენს წინააღმდეგ, და თქვენს ხორცს ცეცხლივით შეჭამს იგი. დაუნჯებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისათვის. აჰა, მუშაკთა საზღაური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, ღაღადებს, და მომკელთა ღაღადი უფალ ცაბაოთის ყურამდე აღწევს” (იაკ. 5:1-4).ქი 151.2

    მაგრამ ქრისტე არ იწონებს და არც გვასწავლის სიმდიდრის უმიზნოდ ფლანგვას. იგი მომჭირნეობისაკენ მოგვიწოდებს. მისი სიტყვები: “მოაგროვეთ ნამუსრევი, რომ არაფერი არ დაიკარგოს” (იოან. 6:12), ყოველ მის მიმდევარს ეხება. ის, ვისაც კარგად ესმის, რომ მისი ქონება და ფული - ეს უფლის მიერ ბოძებული ძღვენი და ძალაა, უფრო ეკონომიურად დახარჯავს მას და თავს ვალდებულად ჩათვლის, გადაინახოს იგი, რათა საჭიროების შემთხვევაში გასცეს.ქი 151.3

    რაც უფრო მეტ სახსრებს ვანდომებთ ფუფუნების საგნების შეძენასა და საკუთარ სურვილთა დაკმაყოფილებას, მით უფრო ნაკლები გვრჩება მშიერთა დასაპურებლად და შიშველთა შესამოსად. ყოველი ცენტის არამიზნობრივად დახარჯვა მხარჯველს კეთილი და საჭირო საქმეების კეთების მეტად მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ართმევს. ეს კი ღმერთის გაძარცვასა და მისი ღირსებისა და დიდების შელახვას ნიშნავს, რაც, პირიქით, მისთვის უნდა შეგვეძინა მის მიერ ბოძებული ტალანტების სწორად გამოყენებით.ქი 151.4

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents