Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტეს იგავები - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    ებრაელი ხალხი

    იგავს მამისა და მისი ორი ვაჟის შესახებ მოსდევს იგავი ბოროტ მიწისმუშაკებზე. Íირველში მაცხოვარი ებრაელ ხალხს ასწავლის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღვთისადმი მორჩილება. მეორეში კი საუბრობს იმ უხვ მადლსა და კურთხევაზე, რომელიც ისრაელს მიეცა; აგრეთვე იმ მოთხოვნათა სამართლიანობაზე, რომელთა მიმართ მორჩილებასაც უფალი მათგან ელის. იგი მსმენელთ აცნობს უფლის იმ უდიდეს მიზანს, რომლის მიღწევაც მხოლოდ მისი ნებისადმი მორჩილების გამოვლენით არის შესაძლებელი. მაცხოვარი მომავალში ახედებს მათ და მტკიცედ აცხადებს, რომ ხალხი, რომელიც უარს იტყვის უზენაესის ჩანაფიქრის აღსრულებაზე, დაკარგავს უფლებას მის წყალობაზე და სამუდამოდ დაიღუპება.ქი 117.4

    “იყო ერთი სახლის პატრონი, - დაიყწო ქრისტემ, - რომელმაც ვაზი ჩაყარა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო, მიწისმუშაკთ ჩააბარა და წავიდა”.ქი 118.1

    უფლის ამ ვენახს დიდებულად აღწერს ესაია წინასწარმეტყველი: “ვუმღერებ ჩემს შეყვარებულს ჩემი სიყვარულის სიმღერას მის ვენახზე. ვენახი ჰქონდა ჩემს შეყვარებულს ნაყოფიერ გორაკზე. და მოხნა იგი და გაასუფთავა ქვებისაგან, და ჩაყარა რჩეული ვაზი, და ააგო კოშკი მის შუაგულში, და საწნახელიც ამოკვეთა მასში, და ესავდა, რომ ყურძენს მოისხამდა” (ეს. 5:1,2).ქი 118.2

    დაუმუშავებელი, ყამირი მიწა ამოირჩია პატრონმა; შემოღობა, გაწმინდა, დაბარა, საუკეთესო ვაზი ჩაყარა და უხვი მოსავლის მიღებას დაელოდა. იმედი ჰქონდა, რომ მიწა, რომელიც ახლა ასე მკვეთრად გამოირჩეოდა ირგვლივ მყოფი უდაბნოსაგან, გამოაჩენს მისი შრომისა და მზუნველობის შედეგს და პატივსა და დიდებას მოუტანს მას. ასევე აირჩია ღმერთმა წუთისოფელში ერთი ერი, რათა ქრისტეს აღეზარდა და გაენათლებინა იგი. წინასწარმეტყველი ამბობს: “უფალ ცაბაოთის ვენახი ისრაელის სახლია, და იუდას კაცი ნერგია მისი სიამისა” (ეს. 5:7). ამ ერს უფალმა ღმერთმა უდიდესი უპირატესობანი უწყალობა, უხვად აკურთხა თავისი ძლიერი ხელით. და ელოდა, რომ ეს ხალხი განადიდებდა მის სახელს იმით, რომ ნაყოფს გამოიღებდა. მათ ღვთიური სასუფევლის პრინციპების მთელი წუთისოფლის წინაშე გამოცხადება ევალებოდათ; ამ დაცემული, ცოდვილი კაცობრიობისათვის უფლის ჭეშმარიტი ხასიათი უნდა წარედგინათ.ქი 118.3

    უფლის ვენახს წარმართთაგან სრულიად განსხვავებული ნაყოფი უნდა გამოეღო. ფფლისათვის მიუღებელ ბოროტ საქმეებს სჩადიოდნენ ეს კერპთაყვანისმცემელი, უწმიდური ხალხები. საზღვარი არ ჰქონდა ამ ხალხთა ძალადობასა და დანაშაულს, სიხარბესა და მათგან ხალხის ტანჯვას; ყველასათვის საშიში, დამღუპველი წესებით ცხოვრობდნენ ისინი. ნანკიერება, გახრწნილება და უბედურება - აი როგორი იყო ამ ველური ხის ნაყოფი. ნათგან სრულიად განსხვავებული უნდა ყოფილიყო უფლის დარგული ვაზი.ქი 118.4

    ებრაელი ხალხის უპირატესობა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ კაცობრიობისათვის ღმერთის ნამდვილი სახე და ხასიათი ეჩვენებინა, ისევე, როგორც იგი მოსეს ეჩვენა. მოსეს ლოცვაზე: “მაჩვენე მე შენი დიდება”, უფალი პასუხობს: “მე ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინაშე” (გამ. 33:18,19). “და გაიარა უფალმა მის წინაშე და წარმოთქვა: უფალი, უფალი, ღმერთი შემბრალე და მოწყალე, სულგრძელი და დიდად მოწყალე, და ჭეშმარიტი, ინახავს წყალობას ათასეულებისათვის, შეუნდობს ბრალს და დანაშაულს, და ცოდვას” (გამ. 34:6,7). იგივე ნაყოფს ელოდა უფალი ღმერთი თავისი ხალხისაგან. თავისი გულწრფელობით, წმიდა ცხოვრებით, გულმოწყალებით, სათნოებითა და თანაგრძნობით მას უნდა ეჩვენებინა, რომ “რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს” (ფსალმ. 18:8).ქი 118.5

    უფლის მიზანი იყო, ებრაელი ერის მეშვეობით თავისი უხვი მადლი და კურთხევა სხვა ერებზეც გაევრცელებინა; თავისი წმიდა, ზეციური ნათელი მთელი კაცობრიობისათვის მოეფინა. მანკიერ ვნებებსა და ჩვეულებებს აყოლილმა ადამიანებმა დაკარგეს უფლის შეცნობის უნარი. მიუხედავად ამისა, ღმერთმა შეიწყალა ისინი და არ მოსპო სამუდამოდ, არამედ შესაძლებლობა მისცა, კვლავ შეეცნოთ უზენაესი მისი ეკლესიის მეშვეობით. უფალს სურდა, მისი ერის მეშვეობით გამოცხადებული ღვთიური პრინციპები ადამიანებს საკუთარ თავში ღვთიური ზნეობისა და ხატების აღდგენაში დახმარებოდა.ქი 118.6

    სწორედ ამ მიზნის მისაღწევად მოაშორა უფალმა აბრაამი იმ კერპთაყვანისმცემელ ხალხს, რომელთა შორისაც ცხოვრობდა და ქანაანის ქვეყანაში გაგზავნა. “და გაქცევ დიდ ერად, - აღუთქვა მან, - და გაკურთხებ, და განვადიდებ შენს სახელს და იქნები კურთხეული” (დაბ. 12:2).ქი 118.7

    ეგვიპტეში მიიყვანა უფალმა აბრაამის შთამომავალნი ამ მრავალრიცხოვანი და ურწმუნო ხალხისათვის ღვთიური სასუფევლის პრინციპების გამოსაცხადებლად. იოსების გულწრფელობა და ის საოცარი საქმეები, რომლებიც მან მთელი ეგვიპტის მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად აღასრულა, ქრისტეს ბუნებისა და ხასიათის სილამაზის გამოვლინება იყო. უფლის ერთგული მოწმენი იყვნენ აგრეთვე მოსე და ებრაელი ერის ბევრი სხვა წარმომადგენელიც.ქი 118.8

    ეგვიპტიდან ისრაელის გამოყვანისას უფალი კვლავ ავლენს თავის ძალასა და მოწყალებას. საოცარი საქმეები, რომლებიც უფალმა ეგვიპტის ტყვეობიდან ებრაელთა დასახსნელად აღასრულა და მათ მიმართ უდაბნოში გამოვლენილი მზრუნველობა უფლის მხოლოდ ამ ერთადერთი ერისადმი კეთილგანწყობას არ ნიშნავდა. ეს თვალსაჩინო გაკვეთილები იყო ირგვლივ მყოფი ყველა ხალხისათვის. თავისი საქმეებით უფალი ხალხებსა და ერებს ევლინებოდა როგორც ღმერთი, რომელიც ნებისმიერ ადამიანურ ხელმწიფებასა და დიდებულებაზე უფრო მაღალია. ნიშნებითა და სასწაულებით, რომლებსაც იგი თავისი ხალხის კეთილდღეობისათვის ახდენდა, იგი ამტკიცებდა, რომ თავადაა ბუნებისა და იმ ადამიანთა მბრძანებელი, რომლებიც ამ ბუნებას აღმერთებდნენ და თაყვანს სცემდნენ. უფალმა ისევე გაიარა ამაყ ეგვიპტელთა ქვეყანა, როგორც გაივლის მთელ დედამიწას უკანასკნელ დღეებში. ცეცხლითა და გრიგალით, მიწისძვრებითა და სიკვდილით გამოისყიდა თავისი ხალხი მან, ვინც ბრძანა: “მე ვარ”; მონობის ქვეყნიდან გაათავისუფლა, “გაატარა დიდსა და საშინელ უდაბნოში, სადაც გესლიანი გველები, მორიელები და ხრიოკებია, სადაც არ იყო წყალი” (რჯლ. 8:15). “გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ, და ციური პური მისცა მათ” (ფსალმ. 77:24). “რადგან უფლის წილი მისი ხალხია, - თქვა მოსემ, - იაკობი სამემკვიდრო ხვედრია მისი. მან იპოვა იგი უდაბურ ქვეყანაში. უსახურობაში და უდაბნოს ყმუილში. თავს ევლებოდა იგი, თავისი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა მას. როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, დაჰბრუნავს თავის მართვეებს, შლის თავის ფრთებს, იყვანს და ატარებს მათ თავისი ფრთებით, უფალი მარტო დაატარებდა მას და გვერდში არ ჰყოლია მას უცხო ღმერთი” (რჯლ. 32:9-12). ასე მიიყვანა უფალმა ისინი თავისთან, ყოვლისშემძლის ფრთებქვეშ დასავანებლად.ქი 119.1

    ქრისტე მიუძღოდა წინ ისრაელიანთა შვილებს უდაბნოში მოგზაურობისას, დღისით ღრუბლის და ღამით ცეცხლის სვეტში დაფარული. უდაბნოში ხიფათისაგან იფარავდა; აღთქმულ მიწაზე მიიყვანა და ურწმუნო, უღვთო ადამიანების თვალთა წინაშე დაამყარა ისრაელი, როგორც თავისი რჩეული ერი, თავისი სამფლობელო, უფლის რჩეული ვენახი.ქი 119.2

    ღვთაებრივი გამოცხადება მიეცა ამ ხალხს. უფლის რჯული, მისი ჭეშმარიტების მარადიული პრინციპები, სიმართლე და სიწმიდე იყო ღობე უფლის ამ ვენახისა. ამ პრინციპების შესრულებას უნდა დაეცვა ისინი ცოდვის საქმეებისა და თვითგანადგურებისაგან. და ვენახის შიგნით აგებული კოშკის მსგავსად, უფალმა ამ აღთქმულ მიწაზე თავისი წმიდა ტაძარი მოათავსა.ქი 119.3

    უდაბნოშიც და შემდგომაც ქრისტე კვლავ რჩებოდა ისრაელის მასწავლებლად და ხელმძღვანელად. კარავშიც და ტაძარშიც მისი დიდება მუდამ ივანებდა წმიდათა წმიდაში, აღთქმის კიდობნის თავზე. თავისი უდიდესი მოთმინებისა და სიყვარულის საგანძურით ასაჩუქრებდა იგი თავის რჩეულ ერს.ქი 119.4

    თავისი ხალხის დიდების სიმაღლეებზე აყვანა სურდა ღმერთს. ამიტომ მიეცა ამ ხალხს ყველა სულიერი უპირატესობანი. არაფერი დაუკლია მისთვის; ყველაფერი მისცა მათში ისეთი ხასიათის ჩამოყალიბებისათვის, რომელიც ხალხთა წინაშე ღმერთს წარმოაჩენდა.ქი 119.5

    უფლის რჯულისადმი მორჩილების გამოვლენით ამ ხალხს შეეძლო, უდიდესი განვითარებისა და წარმატებისათვის მიეღწია მთელი სამყაროს წინაშე. მას, ვინც მათ თავდაპირველად ასეთი დიდი სიბრძნე და გამჭრიახობა უბოძა, შეეძლო, შემდგომაც მათ მოძღვრად დარჩენილიყო, რათა უფრო მეტად განედიდებინა და გაენათლებინა ისინი თავისი რჯულის დაცვის მეშვეობით. და მართლაც, მორჩილების შემთხვევაში თავიდან აიცილებდნენ მრავალ სნეულებას, რომელმაც სხვა ხალხებს მუსრი გაავლო. და უფრო მეტ კურთხევას - უდიდეს ინტელექტუალურ ძალას შეიძენდნენ. მათს წარმატებას უფლის დიდება, ძალა და ძლიერება უნდა გამოევლინა. და ეს ხალხი მღვდელთა და მთავართა ერად გადაიქცეოდა. უფალმა ყველაფერი მისცა მას, რათა მთელ დედამიწაზე განდიდებულიყო.ქი 119.6

    მოსეს მეშვეობით მეტად გასაგებად და ნათლად დაუსახა ქრისტემ ისრაელს უფლის მიზანი და მიუთითა წარმატების პირობებზე. “წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისათვის, შენი ღმერთისათვის, - ამბობს იგი, - შენ ამოგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ იყოთ მისთვის უნჯ ხალხად ყველა ხალხთაგან, რომელნიც დედამიწის ზურგზე არსებობენ... იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი მტკიცე, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე... დაიცავი მცნებები, წესები და სამართალნი, რომელთაც მე გამცნებ დღეს შესასრულებლად. და თუ შეისმენთ ამ სამართალს და დაიცავთ და შეასრულებთ მას, უფალი, შენი ღმერთი, შეგინახავს აღთქმას და წყალობას, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს. და შეგიყვარებს, და გაკურთხებს, და გაგამრავლებს, და გიკურთხებს მუცლის ნაყოფს და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს და ღვინოს, და ზეთს; მსხვილფეხა პირუტყვის მონაგებს და წვრილფეხა პირუტყვის მონაგებს ქვეყანაზე, რომელიც თქვენთვის მისაცემად შეჰფიცა თქვენს მამებს. კურთხეული იქნები ყველა ხალხზე მეტად... და აგაშორებს უფალი ყოველგვარ სენს. არ შეგყრის ეგვიპტელთა ყოველ მავნე სატკივარს, რომელიც იცი” (რჯლ. 7:6-15).ქი 120.1

    თუკი უფლის მცნებებს დაიცავდნენ, ღმერთი მათ საუკეთესო ხორბალს მისცემდა, მათთვის კლდიდან თაფლს ამოიღებდა, ხანგრძლივ სიცოცხლეს დაულოცავდა და მისმიერ ხსნასაც აჩვენებდა.ქი 120.2

    ღვთისადმი თავიანთი დაუმორჩილებლობის გამო დაკარგეს სამოთხის ბაღი ადამმა და ევამ; მათი დანაშაულის გამო კი მთელი ქვეყნიერება დაიწყევლა. მაგრამ უფლის ხალხი რომ ქრისტეს გზას გაჰყოლოდა, შემოქმედი აღადგენდა დედამიწას მთელი თავისი ნაყოფიერებითა და სილამაზით. უფალმა თავად ასწავლა ადამიანებს მიწის დამუშავება; ერთადერთი, რაც მათ უნდა გაეკეთებინა, იყო ის, რომ უფალთან უნდა ეთანამშრომლათ მისი აღდგენის საქმეში. მაშინ უფლის მმართველობის ქვეშ მყოფი დედამიწა სულიერი ჭეშმარიტების თვალსაჩინო გაკვეთილად გადაიქცეოდა. როგორც მიწა გამოიღებდა ნაყოფს ბუნების ღვთიური კანონებისადმი მორჩილებით, ასევე უზენაესის ზნეობრივი კანონების მორჩილ ადამიანთა გული აირეკლავდა მაცხოვრის ხასიათს. თვით წარმართნიც კი აღიარებდნენ მათს უპირატესობას, ვინც ცოცხალ ღმერთს სცემს თაყვანს და ემსახურება.ქი 120.3

    “შეხედეთ, - ამბობს მოსე, - გასწავლეთ თქვენ წესები და სამართალნი, როგორც მიბრძანა მე უფალმა, ჩემმა ღმერთმა, აღსასრულებლად იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ მიდიხართ დასამკვიდრებლად. დაიცავით და აღასრულეთ, რადგან ესაა თქვენი სიბრძნე და თქვენი გონიერება, სხვადასხვა ხალხების თვალწინ, რომელნიც ყურს მოკრავენ ამ წესებს და იტყვიან: “მხოლოდ ეს ხალხია ბრძენი და გონიერი, დიდი ერია ეს”. რადგან რომელი დიდი ერია, რომელთანაც ისე ახლოს იყვნენ (მისი) ღმერთები, როგორც ახლოსაა ჩვენთან უფალი, ჩვენი ღმერთია ჩვენთან როცა კი ვუხმობთ მას? და რომელი დიდი ერია, რომელსაც ჰქონდეს ისეთი სამართლიანი წესები და სამართალნი, როგორც მთელი ეს რჯულია, რომელსაც მე გაძლევთ თქვენ დღეს?” (რჯლ. 4:5-8).ქი 120.4

    ისრაელიანთა შვილები უფლის მიერ მათთვის განსაზღვრულ მთელ ტერიტორიაზე უნდა გავრცელებულიყვნენ და გამრავლებულიყვნენ; ეს მიწები ისრაელს იმ ხალხებისგან უნდა რგებოდა, რომლებმაც უარი თქვეს ცოცხალი ღვთის თაყვანისცემასა და მსახურებაზე. თუმცა უფლის მიზანი იყო, ისრაელიანთა მეშვეობით თავისი ბუნება და ხასიათი სხვა ხალხებისათვის გაეცნო და გაეცხადებინა. უფლის ჭეშმარიტი სიტყვა მთელი წუთისოფლისაკენ იყო მიმართული. მსხვერპლშეწირვის მსახურებაში გაცხადებული მოძღვრებებით ქრისტე მთელი მსოფლიოს ხალხთა წინაშე უნდა განდიდებულიყო, რათა ყოველ მის მორწმუნეს ეცოცხლა. ქანაანელი რახაბისა და მოაბელი რუთის მსგავსად, რომელთაც კერპთაყვანისმცემლობა უარყვეს და ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნეს, ისინიც უფლის რჩეულ ხალხს უნდა შეერთებოდნენ. ისრაელიანთა რიცხობრივად ზრდასთან ერთად მისი საზღვრებიც უნდა გაფართოებულიყო, სანამ მათი სამეფო მთელ დედამიწაზე არ გავრცელდებოდა.ქი 120.5

    უფალს სურდა, წუთისოფლის ყველა მკვიდრს მიეღო მისი მოწყალე მმართველობა; სურდა, რომ მთელ დედამიწაზე სიხარული და მშვიდობა დამკვიდრებულიყო. მან ადამიანები ბედნიერებისათვის შექმნა და ამიტომ ცდილობს, ზეციური სიმშვიდით აღავსოს მათი გული. უფლის სურვილია, ადამიანთა ოჯახები აქ, დედამიწაზე, უდიდესი ზეციური ოჯახის სიმბოლოდ იქცეს.ქი 121.1

    მაგრამ ისრაელმა ვერ განახორციელა უფლის მიზნები. უფალი ამბობს: “მე კი დაგრგე, როგორც რჩეული ვაზი, როგორც ჭეშმარიტი თესლი, და როგორ გადამექეცი ველურ, უცხო რტოდ!” (იერ. 2:21). “რქაკეთილი ვენახია ისრაელი, ნაყოფსაც თავის მსგავსს იძლევა” (ოს. 10:1). “და ახლა, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას კაცნო, გთხოვთ განმსაჯოთ მე: რა უნდა გამეკეთებინა მეტი ჩემი ვენახისათვის და არ გავუკეთე მას? რატომ ვესავდი, რომ ყურძენს მოისხამდა იგი, მაგრამ ველური ნაყოფი მოისხა? და ახლა კი გაუწყებთ თქვენ, თუ რას გავუკეთებ ჩემს ვენახს: შემოვაცლი მას კაწანს და იქნება საძოვრად, შემოვაცლი მას ღობეს და იქნება გასათელად. და უკაცრიელად ვაქცევ მას, და არ გაისხლება და არ გაიმარგლება; და გაიზრდება ის ნარეკლად და ღრუბლებს ვუბრძანებ არ აწვიმონ მასზე წვიმა. რადგან უფალ ცაბაოთის ვენახი ისრაელის სახლია, და იუდას კაცი ნერგია მისი სიამისა; და ესავდა ის სამართალს და აჰა - ძალადობა! ესავდა სიმართლეს და აჰა - ღაღადი!” (ეს. 5:3-7).ქი 121.2

    უფალმა ღმერთმა მოსეს მეშვეობით თავის ხალხს განდგომილებისა და ღალატის შედეგზე მიუთითა. უზენაესის აღთქმის უარყოფით სიცოცხლის ღვთიური წყაროსაგან მოჰკვეთდა იგი საკუთარ თავს და უფლის კურთხევაც ვერ მისწვდებოდა. “და გაფრთხილდი, - მოუწოდებდა მოსე მათ, - რათა არ დაივიწყო უფალი ღმერთი, და აღარ დაიცვა მისი მცნებები, მისი სამართალნი, და მისი წესები, რომელთაც მე დღეს გიბრძანებ. როცა ჭამთ და გაძღებით, და აიშენებთ მშვენიერ სახლებს და მათში იცხოვრებთ, და გამრავლდება თქვენი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, ვერცხლი და ოქრო გექნებათ ბევრი, და ყოველივე, რაც გაბადიათ გაგიმრავლდებათ, - არ გადიდგულდე და არ დაივიწყო, უფალი, შენი ღმერთი… და რომ არ თქვა შენს გულში: ჩემმა ძალამ და ჩემი ხელის სიმტკიცემ შემძინა მე ეს ქონება!.. და თუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, და გაჰყვები უცხო ღმერთების კვალს და ემსახურები, და თაყვანს სცემ მათ, მაშინ ვმოწმობ შენზე დღეს, რომ დაიღუპები; იმ ხალხებივით, რომელთაც უფალი ღუპავს თქვენს წინაშე, ასევე დაიღუპებით, თუ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, ხმას” (რჯლ. 8:11-20).ქი 121.3

    ყურად არ იღო ისრაელმა უფლის ეს სიტყვები; მაინც დაივიწყა უფალი ღმერთი და დაკარგა ამ წუთისოფელში მისი წარმომადგენლობის უდიდესი უპირატესობა. მათთვის მიცემული ღვთიური კურთხევანი არ იქცა მთელი წუთისოფლის კურთხევად. ყველა ეს უპირატესობა მხოლოდ თვითგანდიდებისათვის გამოიყენეს. და აღმოჩნდა, რომ იუდეველები ატყუებდნენ როგორც ღმერთს, რომელიც მათგან სიყვარულით მსახურებას ითხოვდა, ასევე მოყვასსაც წუთისოფელში, რადგან ვერ გაუწიეს რელიგიური ხელმძღვანელობა და ვერც სიწმიდის მაგალითი უჩვენეს. წარღვნამდელ ადამიანთა მსგავსად ისინიც მხოლოდ საკუთარ ბოროტ სურვილთა დაკმაყოფილებისათვის იღვწოდნენ; წმიდა რიტუალებს აყალბებდნენ და ამბობდნენ: “უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია ეს!” (იერ. 7:4), მაგრამ იმავე დროს ღვთის სიტყვას ამახინჯებდნენ და უფლის წმიდა სახელსა და მის საწმიდარს შეურაცხყოფდნენ.ქი 121.4

    მევენახეებმა, რომელთაც უფალმა თავისი ვენახის მოვლა დაავალა, ვერ გაამართლეს უზენაესის ნდობა. ისრაელიანთა მღვდელმსახურნი და მოძღვარნი ვერ გახდნენ ერის ჭეშმარიტი მასწავლებლები; ვერ უჩვენეს ხალხს უფლის ჭეშმარიტი სახე, მისი სათნო ხასიათი და გულმოწყალება; ვერც ის გააგებინეს, რომ უფალი მათგან სიყვარულსა და ერთგულ მსახურებას ითხოვდა. ისინი მხოლოდ თვითგანდიდებისაკენ ისწრაფოდნენ. ფაქტობრივად, ვენახში მოწეული ნაყოფის მითვისება განიზრახეს და ხალხისაგან ყურადღებისა და პატივისცემის დამსახურებას შეეცადნენ.ქი 121.5

    ისრაელის წინამძღოლთა დანაშაული არ ჰგავდა ჩვეულებრივი ცოდვილის დანაშაულს. მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ ღვთის წინაშე. მათ ერის მასწავლებლობა ითავეს, რათა ესწავლებინათ: “ასე ამბობს უფალი” და თავიანთი ყოველდღიური ცხოვრებით მორჩილების მაგალითი ეჩვენებინათ. მაგრამ ამის სანაცვლოდ ღვთის წმიდა წერილები დაამახინჯეს; ადამიანებს უსარგებლო ცერემონიების მძიმე ტვირთი აჰკიდეს, რაც მათ ცხოვრების ყველ წამს უწამლავდა. ადამიანებს მუდმივი შფოთვა და მოუსვენრობა სტანჯავდა იმის გამო, რომ არ შეეძლოთ რაბინთა ყველა მოთხოვნისა და დავალების შესრულება. და, რადგან მათთვის შეუძლებელი შეიქნა ადამიანის დადგენილებათა აღსრულება, უფლის მცნებების შესრულებაზეც აიღეს ხელი.ქი 122.1

    შემოქმედი ასწავლიდა თავის ხალხს, რომ ის იყო ვენახის პატრონი და ყველაფერი, რაც მათ გააჩნდათ, წარმოადგენდა უფლის საკუთრებას, რომელიც მისდამი მსახურებისათვის მიეცათ. მაგრამ ებრაელმა მღვდლებმა და მთავრებმა ეს წმიდა დავალება დანიშნულებისამებრ ვერ გამოიყენეს. ისინი სისტემატურად ძარცვავდნენ და ატყუებდნენ ღმერთს, ვინაიდან თვითნებურად ითვისებდნენ უფლის ამ უდიდეს საბოძვარს: წყალობასა და შესაძლებლობებს, რომელიც მისი საქმის აღსასრულებლად მიანდეს. მათი სიძუნწე და სიხარბე თვით წარმართთა შორისაც კი ზიზღს იწვევდა. ყოველივე ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ წარმართულ სამყაროს ცრუ წარმოდგენა შეექმნა ცოცხალ, ჭეშმარიტ ღმერთზე და მისი სასუფევლის კანონებზე.ქი 122.2

    მამაშვილური მოთმინებით ექცეოდა უფალი თავის ხალხს; სურდა, ზეგავლენა მოეხდინა მათს გულზე თავისი წყალობის მიცემითა თუ წართმევით. დაჟინებით მიუთითებდა მათს ცოდვებზე და მოთმინებით ელოდა, როდის შეიცნობდნენ და მოინანიებდნენ თავიანთ დანაშაულს; უგზავნიდა თავის წინასწარმეტყველთ და მაცნეთ, რომლებიც დაჟინებით ახსენებდნენ მათ, როგორც მევენახეებს, უფლის მოთხოვნების შესახებ, მაგრამ ვერ შეასმინეს. პირიქით, მათ მტრულად ხვდებოდნენ, დევნიდნენ და ხოცავდნენ. უფალი ახლა სხვებს უგზავნიდა, მაგრამ მათაც ისევე ექცეოდნენ, როგორც პირველთ, ოღონდ კიდევ უფრო მეტი სიძულვილით.ქი 122.3

    ბოლოს და ბოლოს, უფალმა უკანასკნელ საშუალებას მიმართა: თავისი ძე გაუგზავნა მათ, რადგან იფიქრა: “ჩემი ძისა მოერიდებათო”. მაგრამ ადრინდელმა ურჩობამ გული ისე გაუსასტიკათ, რომ ერთმანეთს უთხრეს: “ეს მემკვიდრეა, მოდი, მოვკლათ იგი და დავისაკუთროთ მისი სამკვიდრებელი!” მათ ვენახის დასაკუთრება და მისი ნაყოფის საკუთარი სურვილისამებრ გამოყენება გადაწყვიტეს.ქი 122.4

    არ უყვარდათ უფალი ღმერთი იუდეველთ. ამიტომ განუდგნენ მას და უარყვეს ყველა მისი მცდელობა, აღედგინა თავისი სამართლიანი მოთხოვნები თავის საკუთრებაზე. ქრისტე, ღვთის საყვარელი ძე, მოვიდა როგორც ვენახის უფლებამოსილი მეპატრონე, მაგრამ მევენახეები აშკარა სიძულვილით შეხვდნენ მას და თქვეს: ჩვენ არ გვსურს, რომ ეს კაცი ჩვენი ბატონი იყოს. შეშურდათ მათ ქრისტეს ხასიათის სილამაზე. მაცხოვრის სწავლების ამაღლებული მეთოდი არსებითად განსხვავდებოდა მათი სწავლებისაგან და არ სურდათ მისი წარმატება. იგი ასწავლიდა და მიტევებას სთავაზობდა მათ, ამხილებდა მათს პირმოთნეობასა და მათი საქმეების რეალურ შედეგს. ეს კი მათს რისხვას იწვევდა. მათთვის აუტანელი იყო მხილება, რომელსაც ვერაფრით უარყოფდნენ. მათ სძულდათ ქრისტეს საოცრად წმიდა და მართალი ხასიათი, რომელიც მის ყოველ სიტყვასა და საქმეში ვლინდებოდა. იმასაც კარგად ხედავდნენ, რომ მაცხოვრის სიტყვას სააშკარაოზე გამოჰქონდა მათი ფარული ეგოიზმი და მისი მოკვლა გადაწყვიტეს. მათ სძულდათ ქრისტეს უდიდესი სიმართლე, ღვთისმოსაობა და უზენაესი სულიერება, ყველა მის მოქმედებასა თუ სიტყვაში ასე აშკარად რომ მოჩანდა. მათი თავმოყვარეობა შელახულ იქნა ქრისტეს წმიდა ცხოვრებით. და, როცა დადგა ჟამი უკანასკნელი გამოცდისა, როცა მათ საბოლოო არჩევანი უნდა გაეკეთებინათ მორჩილებასა და დაუმორჩილებლობას - საუკუნო სიცოცხლისა და სამუდამო სიკვდილისაკენ მიმავალ გზებს შორის, - მათ უარყვეს ისრაელის წმიდა. სოდესაც მათ შესთავაზეს არჩევანი ქრისტესა და ბარაბას შორის, ისინი ყვიროდნენ: “გაგვითავისუფლე ბარაბა” (ლუკ. 23:18). როდესაც პილატემ იკითხა: “იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?” - ისინი კიდევ უფრო მეტად აყვირდნენ: “ჯვარს ეცვას!” (მათ. 27:22). პილატემ უთხრა მათ: “თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს?” - და მღვდელმთავრებისა და უხუცესებისაგან მიიღო პასუხი: “ჩვენ არ გვყავს მეფე, გარდა კეისრისა!” (იოან. 19:15). როდესაც პილატემ ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: “უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისაგან”, მღვდელმთავრებმა უმეცარ ბრბოსთან ერთად მტკიცედ განაცხადეს: “ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი” (მათ. 27:24,25).ქი 122.5

    ისრაელის წინამძღოლებმა გააკეთეს თავიანთი არჩევანი. მათი გადაწყვეტილება ჩაწერილი იყო წიგნში, რომელიც იოანემ ტახტზე მჯდომარის ხელში იხილა და რომლის გადაშლაც ადამიანთაგან არავის შეეძლო. მათი ეს არჩევანი მთელი თავისი სისასტიკით წარდგება მათ წინაშე იმ საშინელ დღეს, როცა წიგნს გადაშლის ლომი იუდას ტომიდან.ქი 123.1

    ისრაელი ვერ ელეოდა იმ აზრს, რომ იგი ზეცის საყვარელი ერია; რომ იგი, როგორც ღვთის ეკლესია, მუდამ განდიდებული უნდა იყოს. ამაყობდნენ რა იმით, რომ აბრაამის შვილები არიან, საკუთარი კეთილდღეობის საფუძველს იმდენად მტკიცედ თვლიდნენ, რომ ეგონათ: ვერც ცა და ვერც დედამიწა ვერ შეარყევდა მათს უდიდეს უპირატესობებს. მაგრამ თავიანთი უწმიდური ცხოვრებით თავად ამზადებდნენ საკუთარ თავს ზეციური განკითხვისა და ღვთისაგან განდგომისათვის.ქი 123.2

    იგავში ბოროტ მიწისმუშაკებზე მაცხოვარმა ნათლად დაანახა მღვდელმსახურთ მათი საბოლოო ბოროტი გადაწყვეტილება და ბოლოს ასეთი კითხვა დაუსვა: “აბა, როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს ამ მიწისმუშაკთ?” ისინი ისეთი დიდი ინტერესითა და გატაცებით უსმენდნენ ნაამბობს, რომ სრულებით ვერ დაუკავშირეს იგი საკუთარ თავს და სხვა მსმენელთან ერთად უპასუხეს: “ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს გადასცემს სხვა მიწისმუშაკთ, რომლებიც ნაყოფს თავის დროზე მისცემენ”.ქი 123.3

    უნებლიედ, არც კი დაფიქრებულან, ისე გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი. იესომ გამომცდელი მზერა მიაპყრო მათ, რითაც მიახვედრა, რომ მისთვის ცნობილი იყო მათი გულის საიდუმლო ზრახვანი. უცბად მევენახეებში საკუთარი თავი ამოიცნეს და აღმოხდათ: “ღმერთო, დაგვიფარე!”ქი 123.4

    ღრმა მწუხარებითა და დანანებით უთხრა მათ იესომ: “ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წერილებში: ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში? ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს თავის ნაყოფს. ის, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაილეწება, ხოლო ვისაც დაეცემა, გასრესს”.ქი 123.5

    მაცხოვარი თავიდან ააცილებდა ებრაელ ერს ამ განაჩენს, მას რომ იგი მესიად მიეღო. მაგრამ შურმა და ეჭვმა შეურიგებელი და ულმობელი გახადა ეს ხალხი. და იესო ნაზარეველი ჭეშმარიტ ღვთის ძედ არ აღიარეს. უარყვეს წუთისოფლის ნათელი და ამიტომ უკუნმა წყვდიადმა მოიცვა ისინი. აღსრულდა მათთვის გამოტანილი განაჩენი; საკუთარმა მოუთოკავმა ბოროტებამ დაღუპა ეს ერი. ბრმა მძვინვარებით ანადგურებდნენ ერთმანეთს. მათმა მოუდრეკელმა ამპარტავნობამ და დაუმორჩილებლობის სულმა რომაელ დამპყრობთა რისხვა გამოიწვია. სრულად განადგურდა იერუსალიმი, ტაძარი ნანგრევებად იქცა; ადგილი კი, სადაც ის იდგა, მოხნულ მინდორს დაემსგავსა. საშინელი სიკვდილით იხოცებოდნენ იუდეველნი. მილიონობით ებრაელი ტყვედ იქნა გაყიდული წარმართთა ქვეყნებში.ქი 123.6

    ვერ შეასრულა ებრაელმა ერმა უფლის ჩანაფიქრი, ამიტომ წაერთვათ ვენახი. ფპირატესობანი, რომელიც მათ ასე ბოროტად გამოიყენეს, მსახურება, რომელიც მათ არ ისურვეს - ყველაფერი სხვებს დაევალათ.ქი 124.1

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents