Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჩვენი მზერა იესოსკენ უნდა იყოს მიმართული, 8 მაისი

    „ვილტვი მიზნისაკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისაკენ ქრისტე იესოში” (ფილიპ. 3:14).ქიმ 131.1

    მთელი ცხოვრების მანძილზე მრავალჯერ შევეჯახებით ბნელეთის ძალებს და ძვირფას გამარჯვებასაც მივაღწევთ. ჩვენ მზერა უნდა მივმართოთ ჯილდოსაკენ, როდესაც იესო ნავეს ძემ იორდანე დატოვა, რათა იერიხონისკენ აეღო გეზი, შეხვდა დიდებულ არსებას და უმალ გამოიწვია: „ჩვენი ხარ, თუ ჩვენი მტრებისა?” მან შემდეგი პასუხი მიიღო: „არა, მე უფლის მხედრობის თავი ვარ. ახლა მოვედი მე... გაიძრე ფეხზე შენი ფეხსამოსი, რადგან ადგილი, რომელზეც შენ დგახარ, წმიდაა”. არა იესო ნავეს ძემ, ისრაელის მხედრობის ბელადმა, არამედ თვით ქრისტემ დასცა იერიხონი.ქიმ 131.2

    ისრაელიანთა ძენი მუდამ სწავლობდნენ უფლის გაკვეთილებს. ებრაელთა ყურადღება ქრისტემ ზეციერი ღმერთისაკენ მიაპყრო და ასწავლა მათ, არ მიესაკუთრებინათ დიდება. როდესაც გვეჩვენება, რომ რაღაცას წარმოვადგენთ, მოდით, გავიხსენოთ, რომ სხვებთან არაფერი გვაქვს პრინციპულად განსხვავებული ან უკეთესი, გარდა იმისა, რაც ღმერთმა მოგვცა.ქიმ 131.3

    როდესაც გაგვიჭირდება, ნუ დავივიწყებთ ისრაელიანთა გამოცდილებას. შთაგონებული კალამი ნათლად აღწერს ებრაელთა ისტორიას. ჩვენ არ უნდა მივბაძოთ მათ მაგალითს დრტვინვისა და უკმაყოფილების გამოხატვაში. ღმერთმა არ ჩადო მოსეს ბაგეებში არც ერთი სიტყვა განკითხვისა. ამ აზრით ისრაელიანები ყველა სხვა ხალხისაგან განსხვავებული იყვნენ.ქიმ 131.4

    ჩანს, რომ ბევრნი, ვინც იესო ქრისტეს რელიგია მიიღო, თვლიან, თითქოს ისინი ქვემოთ დგამენ ნაბიჯს. ასეთებმა უარი უნდა თქვან თვითდაჯერებულობაზე საკუთარ სიმართლეში, აგრათვე ღმერთის წინაშე მორჩილება გამოიჩინონ. ვინც კავშირს ამყარებს ცოცხალ ღმერთთან, როგორც მისი ვაჟები და ქალები, ისინი მართლაც მაღლა დგამენ ნაბიჯს...ქიმ 131.5

    ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვილაპარაკოთ ზეციერისა და მარადიულის შესახებ და დავრჩეთ უფლის წინაშე მორჩილ მთხოვნელთა მდგომარეობაში. არაა ჩვენთვის უსაფრთხო, ჩავთვალოთ, თითქოს ფეხი არასოდეს დაგვიცდება, არამედ უნდა გვახსოვდეს, რომ მიწა, რომელზეც ვდგავართ, წმინდა მიწაა. გაწმინდეთ სულის ტაძარი ყოველგვარი სიბინძურისაგან, რათა ქრისტემ შეძლოს შიგ შესვლა და გამეფება, როგორც უზენაესმა მბრძანებელმა. ვუცქერთ რა იესო ქრისტეს, ვიცვლებით და მას ვემსგავსებით. რაც უფრო მჭიდროა კავშირი მასთან, მით უფრო ვხედავთ საკუთარ არასრულყოფილებას... იმისათვის, რომ ჭეშმარიტი ღვთისმოსაობის ძალა შევიცნოთ, იესოში უნდა ვიპოვოთ თავშესაფარი და სრულად მიუძღვნეთ მას თავი... მთელი სისრულით მიუძღვენით ღმერთს საკუთარი ძალა, გონება, ნიჭი. რა ადგილიც არ უნდა მიგიჩინოთ ღმერთმა, რა მოკრძალებულიც არ უნდა მოგეჩვენოთ თქვენი თანამდებობა, კეთილსინდისიერად შეასრულეთ თქვენზე მინდობილი საქმე.ქიმ 131.6