Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მორჩილების გზა სიწმინდის გზაა, 18 დეკემბერი

    „მრავალი გასუფთავდება, განსპეტაკდება და გამოიწრთობა. ხოლო უკეთურნი იუკეთურებენ და ვერც ერთი უკეთური ვერ მიხვდება, ხოლო განბრძნობილნი მიხვდებიან” (დან. 12:10).ქიმ 355.1

    წუთისოფელი თეატრია, მსახიობები - წუთისოფლის მცხოვრებნი. ისინი მზად არიან თავიანთი როლი შეასრულონ უკანასკნელ დიად დრამაში. მათ ღმერთი არ ჰყავთ მხედველობაში. ხალხს მიზნის ერთიანობა არ გააჩნია, გარდა იმისა, როცა ერთიანდებიან წუთიერი მიზნების მისაღწევად. ღმერთი ამას ხედავს. მისი განზრახვა მეამბოხეთა მიმართ სრულდება. უფალს წუთისოფელი ადამიანთა ხელში არ ჩაუგდია, თუმცა დაუშვა მცირე ხნით ქაოსი და არეულობა. ძალა ქვესკნელიდან... ყოველგვარი უწმიდური ცდუნებით მოქმედებს მათში, ვინც ერთიანდება საიდუმლო საზოგადოებაში. კავშირთა შექმნის ვნებას დამორჩილებული ადამიანები ახორციელებენ მტრის გეგმებს. მიზეზი უცილობლად წარმოშობს შედეგს.ქიმ 355.2

    დანაშაულმა თითქმის უმაღლეს ზღვარს მიაღწია. წუთისოფელში არეულობაა და მალე ადამიანებს შეიპყრობს ძლიერი შიში. დასასრული ძალიან ახლოსაა. ჩვენ, ჭეშმარიტების მცოდნენი, უნდა ვემზადოთ ამგვარი მოვლენისთვის, რომელიც მალე გამაოგნებელი სიურპრიზი იქნება მთელი წუთისოფლისთვის...ქიმ 355.3

    უწმინდურებმა სატანა აირჩიეს წინამძღოლად. მის ძალაუფლებაში მყოფნი იყენებენ შესანიშნავ გონებრივ შესაძლებლობებს დასაღუპ საშუალებათა გამოსაგონებლად. ღმერთმა გონებას ძლიერება მიანიჭა, იგი ასრულებინებს ადამიანს დიად სამუშაოს სიმართლის მტერთა წინააღმდეგ. ღვთიური ძალით უნდა ვაჩვენოთ, რა გამარჯვებები ხელგვეწიფება ბოროტებასთან ბრძოლაში...ქიმ 355.4

    მაგრამ თუ ხალხი, რომელსაც ღმერთმა უბოძა ნიჭი და უნარი, მტერს უვარდება ხელში, იგი დამღუპველ ძალად იქცევა; თუ ადამიანები არ აღიარებენ, რომ ღმერთი პირველიცაა, უკანასკნელიც და საუკეთესოც, თუ არ მიუძღვნიან საკუთარ თავს მას და არ შეასრულებენ მის მოთხოვნებს, სატანა მოვა და მიითვისებს მათ გონებას, რომელიც ღვთის სამსახურში დიდ სარგებლობას მოიტანდა. ეშმაკის ხელმძღვანელობით ისინი ბოროტებას სჩადიან დიდი ოსტატობითა და ძალით. ღვთის ჩანაფიქრით მათ უნდა შეასრულონ ამაღლებული სამუშაო, ჩაწვდნენ მის გონს და ამგვარად შეიძინონ ცოდნა წმინდა საქმეების გასაკეთებლად. მაგრამ მათ არაფერი იციან ამის შესახებ. ისინი უმწეონი არიან. მათი შესაძლებლობები ვერ გაიყვანს მათ სწორ გზაზე, რადგან ასეთი ხალხი მტრის ხელშია.ქიმ 355.5

    სიწმინდისკენ და მარადისობისკენ მიმავალი გზა მორჩილებაა. „რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რადგან არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე”.ქიმ 355.6