Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სექტემბერი

    ქრისტე ჩვენი მწუხარების თანამოზიარეა, 1 სექტემბერი

    „ამბობს იესო: აიღეთ ლოდი. ეუბნება მას მიცვალებულის და, მართა: უფალო, უკვე... მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ” (იოან. 1:39).ქიმ 247.1

    მხოლოდ ქრისტეს შეეძლო ეტვირთა დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა ტანჯვა. „მის ყველა სატანჯველში თვითონაც იტანჯებოდა” (ეს. 63:9). სნეულება მის არსებას არასოდეს მიჰკარებია, მაგრამ სხეულით ატარებდა ადამიანის ყველა სისუსტესა და სნეულებას. უნაზესი თანაგრძნობით უცქერდა იგი მის გარშემო თავმოყრილ ტანჯულთ. თავადაც სულიერად იტანჯებოდა, როცა ხედავდა სატანის მოქმედებას, რამაც ადამიანები ასეთ განსაცდელში ჩააგდო და გულთან მიჰქონდა ადამიანთა გაჭირვებისა და მწუხარების ყოველი ცალკეული შემთხვევა... სიყვარულის ძალით კურნავდა სნეულთ. იგი არ გამოჰყოფდა საკუთარ ინტერესებს ტანჯული კაცობრიობის ინტერესებისაგან.ქიმ 247.2

    ქრისტე ჯანმრთელი და ძლიერი იყო და როდესაც ტანჯულნი მის სიახლოვეს იმყოფებოდნენ, სნეულება ყოველთვის უკან იხევდა. სწორედ ამიტომ არ წავიდა იგი ლაზარესთან მისი აღსასრულის დღეს. იგი ვერ შეძლებდა ეცქირა მისი ტანჯვისათვის და არაფერი ეღონა. მას არ შეეძლო ენახა სნეული ან მიცვალებული და არ შებრძოლებოდა სატანურ ძალას. ლაზარეს სიკვდილი იმ მიზნით იყო დაშვებული, რომ იუდეველებს მისი აღდგენით მიეღოთ საბოლოო და ყველაზე სარწმუნო მოწმობა, რომ იესო ღვთის ძეა.ქიმ 247.3

    ბოროტ ძალასთან მთელი ბრძოლის განმავლობაში ქრისტეს წინაშე იდგა პირქუში ჩრდილი, რომელშიც უნდა შესულიყო. მუდამ ახსოვდა, თუ რა გამოსასყიდი უნდა გადაეხადა ამ სულთა სანაცვლოდ. უცქერდა რა ამ ტანჯულ კაცობრიობას, იცოდა, რომ უნდა გადაეტანა უფრო ძლიერი ტკივილი და მოეთმინა უდიდესი დამცირება. როცა მან მკვდრეთით აღადგინა ლაზარე, იცოდა, რომ მისი სიცოცხლე უნდა გამოესყიდა გოლგოთის ჯვარზე...ქიმ 247.4

    ქრისტეს მთელი წუთისოფლის ხსნა შეეძლო. ტიროდა ლაზარეს კუბოსთან, როცა წარმოიდგენდა, რომ ვერ იხსნიდა ყველას, ვინც სატანურმა ძალამ გააცამტვერა... ამაღლებული სიწმინდის ნათელში წუთისოფლის გამომსყიდველი ხედავდა, რომ ის სნეულებანი, რომლებიც ადამიანთა მოდგმას ტანჯავს, ღვთის რჯულის დარღვევის შედეგია. მას შეეძლო დაედგინა ყოველი დაავადების ან ტანჯვის ჭეშმარიტი მიზეზი... იცოდა, რომ მხოლოდ მას ძალუძს ორმოში ჩავარდნილ უბედურთა დახსნა და სწორ გზაზე დაყენება. მხოლოდ მის სრულქმნილებას შეეძლო მათი ნაკლის გამოსწორება. მხოლოდ მას შეეძლო დაეფარა მათი სიშიშვლე სიმართლის შეუბღალავი სამოსელით...ქიმ 247.5

    ქრისტეს თავად არ გამოუცდია ცოდვა, იგი იდგა წუთისოფლის წინაშე ვითარცა ღვთის კრავი უცოდველი. როცა ტანჯულნი ზედ აწყდებოდნენ, იგი, ჯანმრთელი და ძლიერი, მათთან ერთად იტანჯებოდა. განცდები მას სჭირდებოდა კაცობრიობისადმი თავისი სრულქმნილი სიყვარულის გამოსახატად.ქიმ 247.6