Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ზეცა ისმენს ჩვენს ქებისა და მადლიერების სიტყვებს ღმერთისადმი, 29 ივნისი

    „როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლისმოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის” (მალ. 3:16).ქიმ 183.1

    მალაქია წინასწარმეტყველი გვიხატავს მოწმეთა ორ სახეობას. პირველი კატეგორიის შესახებ დაწერილია: „მძლავრობენ ჩემზე თქვენი სიტყვები”, - ამბობს უფალი... თქვენ ამბობთ: „ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მწუხარედ სიარული ცაბაოთ უფლის წინაშე?” აქ ლაპარაკია იმ ადამიანებზე, ვისაც უკეთ უნდა წარმოეჩინა ძვირფასი ჭეშმარიტება და სამაგალითო უნდა ყოფილიყო მათთვის, ვინც ახლახან ირწმუნა. უფალმა ყველა თავისი მიმდევრისათვის მდიდარი ნადიმი მოამზადა ზეციური ჭეშმარიტებებით. მან დაადგინა, რომ ადამიანებმა არ უნდა იარონ სიბნელეში, არამედ ჰქონდეთ ცხოვრების ნათელი... უფალი არ მოუწოდებს თავის ერთგულ, მორჩილ მიმდევართ, ცრემლებით მორწყან სამსხვერპლო, არამედ სთხოვს მათ, იარონ ბედნიერებმა და ხალისიანებმა...ქიმ 183.2

    მალაქია ზურგს აქცევს მწუხარე სურათს, რომელსაც სატანა იესო ქრისტეს მიმდევართ სთავაზობს, რადგან იგი ღმერთის მამობრივი ხასიათის დისკრედიტაციას წარმოადგენს, სატანამ ეს სურათი ჩარჩოში ჩასვა და საწყალ და მწუხარე ურწმუნოთ მისი ცქერა შესთავაზა. მათ კი ეს სურათი თავისი მეხსიერების შესასვლელში დაკიდეს, რათა მუდამ ეცქირათ მისთვის. უფალი კი ყველა მორწმუნეს სულ სხვა სურათს სთავაზობს: „როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი...”ქიმ 183.3

    ხშირად უმზერენ თვით ცაბაოთ უფლის ხელით დახატულ სურათს მორწმუნენი, რომლებიც თავის პატარა, მოკრძალებულ ეკლესიებში ან კერძო სახლებში იკრიბებიან?.. რა იმედს უღვივებს მათ ეს სურათი? უფალი ხომ აღბეჭდილია მასზე, როგორც თავდახრილი და ყურადღებიანი მსმენელი იმ მოწმობისა, რომელსაც მას მოწმეები ამცნობენ! როგორი შთაგონებით უნდა აღგვავსოს იმ ფაქტმა, რომ მთელი ზეციური სამყარო კმაყოფილებით ისმენს დედამიწის მოკვდავ მცხოვრებთა სიტყვებს, სადაც განდიდებულია ღვთის სახელი...ქიმ 183.4

    ღმერთი და ანგელოზები აღფრთოვანებით ისმენენ მადლიერების სიტყვებს წუთისოფლისათვის დიდი ძღვენის - უფლის მხოლოდშობილი ძის - გამო. ზეციურ წიგნებში იწერება ქებისა და მადლიერების ყოველი სიტყვა ბოძებული ჭეშმარიტების კურთხეული ნათელისათვის, რაც მოცემულია გამაფრთხილებელ ცნობებში, რომლებიც სიცრუის წყვდიადს ფანტავენ.ქიმ 183.5