Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    უნდა განვიბანოთ დიად წყაროში, 13 სექტემბერი

    „მივიდა სიმონპეტრესთან. ის კი ეუბნება: უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხი?” (იოან. 13:6).ქიმ 259.1

    პეტრეს ჯერი რომ დადგა, თავი ვერ შეიკავა და განცვიფრებულმა წამოიძახა: „უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხი?”ქიმ 259.2

    იესომ მშვიდად მიუგო: „რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ ხვდები, მერე კი გაიგებ”. პეტრე მტკივნეულად განიცდიდა ღმერთის დამცირებას, უყვარდა და ეთაყვანებოდა. მან გრძნობით წამოიძახა: „უკუნისამდე არ დამბან ფეხს”.ქიმ 259.3

    იესომ საზეიმოდ მიუგო პერტეს: „თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი”. სინათლის სხივმა გაუნათა მოწაფეს გონება. მიხვდა, რომ მსახურება, რომელსაც უარყოფს, უაღრესი განწმენდის - გონებისა და გულის სულიერი განწმენდის ნიმუშია. ქრისტესთან განშორების ფიქრი მისთვის აუტანელი იყო და სიკვდილს ნიშნავდა. ამიტომ პეტრემ უთხრა: „უფალო, მარტო ფეხი კი არა, არამედ ხელიც და თავიც”.ქიმ 259.4

    „ეუბნება მას იესო: განბანილს აღარ სჭირდება დაბანა, გარდა ფეხისა, რადგან ის მთლიანად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა”...ქიმ 259.5

    აბანოდან გამოსული ადამიანი მთლიანად სუფთაა, გარდა სანდლებში წაყოფილი ფეხებისა, რომლებიც ისევ მტვრიანდება და დაბანვა სჭირდება. პეტრე და ძმანი მისნი განიწმინდნენ დიად წყაროში, რათა განებანათ ცოდვები და ჭუჭყი. ქრისტემ ისინი მიიღო. მაგრამ ცდუნებამ ჩააგდო მოწაფენი ცოდვაში და კვლავ სჭირდებოდათ ქრისტეს განმწმენდი მადლი. როდესაც ქრისტემ წელზე შემოირტყა პირსახოცი მოწაფეთა ფეხების დასაბანად, ამით სურდა მათი გულებიდან ამოერეცხა გაუცხოება, შური და ამპარტავნობა. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჭუჭყიანი ფეხების დაბანა. სულიერების დონით არც ერთი მოწაფე არ იყო მზად... ეგემა საპასექო კრავი ან მონაწილეობა მიეღო მოგონების მსახურებაში, რომლის დაწესებასაც აპირებდა ქრისტე. მათი გულები უნდა განწმენდილიყო. ამპარტავნობა და ანგარება წარმოშობს განხეთქილებასა და სიძულვილს, მაგრამ იესომ ესენი ფეხთა დაბანვით ჩამორეცხა მოწაფეებს.ქიმ 259.6

    მოწაფეთა გრძნობები შეიცვალა. ქრისტეს შეეძლო ეთქვა: „თქვენც სუფთანი ხართ”. ახლა ოთახში გამეფდა გულთა ერთობა, ურთიერთსიყვარული. მოწაფენი აღივსნენ მორჩილებითა და დარიგების მიღების სურვილით. იუდას გარდა ყველა მზად იყო სხვისთვის დაეთმო საპატიო ადგილი...ქიმ 259.7

    ქრისტეს დამტვრეული სხეულისა და დაღვრილი სისხლის მიღებამდე ძმებს უნდა დაეძლიათ ერთმანეთში არსებული ყველა უთანხმოება... ჩვენ უნდა ვეცადოთ ქრისტესთან ერთად მის სასუფეველში დავსხდეთ.ქიმ 259.8