Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ანგელოზი გამოცხადების წიგნის მეათე თავიდან ახცადებს ღვთის ბოლო უწყებას, 29 ნოემბერი

    „მარჯვენა ფეხი ზღვას დააბიჯა, ხოლო მარცხენა - მიწას” (გამოცხ. 10:2).ქიმ 336.1

    გამოცხ. 14-ის უწყება ღვთის სამსჯავროს შესახებ უკვე ცხადდება. გამოცხ.10-ში ვხედავთ ანგელოზს, რომელიც ცალი ფეხით ზღვაზე დგას და ცალით - მიწაზე და ამით ვიგებთ, რომ უწყება მივა შორეულ ქვეყნებამდე, გადალახავს ოკეანეს და კუნძულზე მცხოვრებნი მიიღებენ წუთისოფლის გაფრთხილების უკანასკნელ უწყებას...ქიმ 336.2

    „დრო აღარ იქნება”. ეს უწყება გვამცნობს წინასწარმეტყველურ პერიოდთა დასრულებას. მათი იმედგაცრუება, ვისაც 1944 წელს უფლის ხილვა უნდოდა, მართლაც მწარე იყო, რადგან ძლიერ სურდათ მისი მოსვლა. ღმერთმა გაითვალისწინა ეს იმედგაცრუება, რათა მრავალთა გულისნადები გამომჟღავნებულიყო.ქიმ 336.3

    ღვთის სურვილის გარეშე ღრუბელიც არ ჩამოვიდოდა ეკლესიაზე, მისგან გაუთვალისწინებელი ვერც ერთი ძალა ვერ შეეწინააღმდეგებოდა ღვთის საქმეს. ყოველივე ისე ხდებოდა, როგორც იწინასწარმეტყველა წინასწარმეტყველთა საშუალებით. უფალმა თავისი ეკლესია ბნელში არ მიატოვა და წინასწარმეტყველთა საშუალებით გააცხადა მოსახდენი. ღმერთის განგება, რომელიც მსოფლიო ისტორიის განსაზღვრულ დროში მოქმედებდა, განახორციელებდა იმას, რასაც სულიწმიდით შთაგონებული წინასწარმეტყველები აცხადებდნენ. ყველა მისი სურვილი შესრულდება და დამკვიდრდება. მისი რჯული მის ტახტს უკავშირდება და სატანური და ადამიანური ძალების კავშირი ვერ გაანადგურებს.ქიმ 336.4

    ჭეშმარიტებას შთააგონებს და იცავს ღმერთი, იგი გადარჩება და წარმატებაც ექნება, თუმც დროდადრო შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მას ჩრდილი მიადგა. ქრისტეს სახარება არის რჯულის გამომზეურება ხასიათში. რჯულის წინააღმდეგ მიმართული სიცრუე, ტყუილის გამმართლებელი ყოველი ხრიკი, სატანური ძალებით გამოწვეული ყოველგვარი ცდომილება დამარცხდება სამარადისოდ და ჭეშმარიტება გაბრწყინდება შუადღის მზის დარად. შიმართლის მზე იბრწყინებს და განკურნებას მოიტანს მისი სხივები და დედამიწა აღივსება მისი დიდებით.ქიმ 336.5

    ყოველივე, რისი ასრულებაც ჩაიფიქრა ღმერთმა წინა საუკუნეებში, ასრულდა, ყოველივე, რაც ღვთის ჩანაფიქრით უნდა მოხდეს, აუცილებლად მოხდება. ღვთის წინასწარმეტყველ დანიელს და მოციქულ იოანეს კუთვნილი ადგილები უკავიათ. გამოცხადების წიგნში ლომმა იუდას ტომიდან გაუხსნა წინასწარმეტყველებათა მკვლევარებს დანიელის წიგნი, სწორედ ამიტომ უკავია მას თავისი კანონიერი ადგილი. დანიელი გვამცნობს უფლის მიერ ხილვაში გამოცხადებულ მოწმობას იმ დიადი და საზეიმო მოვლენების შესახებ, რათა ვიცოდეთ, რომ მათი შესრულების ზღურბლზე ვდგავართ.ქიმ 336.6