Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღვთის ხელმწიფების საკითხი გადაწყდა, 8 ოქტომბერი

    „მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თავები, ასწიეთ, მარადიულნო კარნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა!” (ფსალმ. 23:7).ქიმ 284.1

    მთელი ზეცა აკვირდება ბრძოლას... აქ, დედამიწაზე, სატანა ადამიანის გონებას ჩააგონებს მტრობას, ადამიანებს აქეზებს შეეწინააღმდეგონ ხსნას, რაც ასე უსასრულოდ ძვირად იქნა მოპოვებული მათთვის. იგი (ქრისტე) იყო წუთისოფლის ნათელი და მაინც არ მოისურვა წუთისოფელმა მისი აღიარება. მაგრამ როცა მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, ქრისტე, ცის სიდიადე, იძულებული გახდა ხშირად ეცვალა ადგილსამყოფელი; ცამ აღნიშნა ეს. იგი საძულველი იყო და უარყოფილი; მას დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ; მას ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა. სატანა მაინც დევნიდა ქრისტეს მანამ, სანამ გოლგოთის მთაზე ჯვარს არ აცვეს. მთელი ცა, ღვთისგან შექმნილი სამყაროები აკვირდებოდნენ ამ ბრძოლას: შეასრულებს თუ არა ქრისტე გეგმას, რომელიც შეადგინა ცოდვის უფსკრულიდან გზააბნეული ადამიანების ამოსაყვანად?..ქიმ 284.2

    დიდი მეამბოხე ვეღარ იპყრობდა შექმნილ არსებათა გონებას, რადგან მათ იხილეს ქრისტეს აღდგომა; ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდა, რომ ღვთის რჯული ურყევია და სავალდებულოა ცისა და მიწის ბინადართათვის, შექმნილ გონიერ არსებათათვის. ქრისტემ ორმოცი დღე და ღამე დაჰყო თავის მოწაფეებთან, ხოლო შემდეგ... ცად ამაღლდა სამარხებიდან განთავისუფლებულ მრავალ ტყვესთან ერთად, ზეციური მხედრობით გარემოცული. როდესაც ისინი ღვთის სამფლობელოს მიუახლოვდნენ, თანმხლებმა ანგელოზმა თქვა: „მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თავები, ასწიეთ, მარადიულნო კარნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა”...ქიმ 284.3

    ამჟამად მაცხოვარი, ჩვენი შუამავალი, მამის წინაშე ჩვენს გამოსყიდვას ეწევა... და ძვირფასი მაცხოვარი კვლავ მოვა... მეორედ იგი არ მოვა იმისათვის, რომ ატაროს ეკლის გვირგვინი ან ძველი მოსასხამი ღვთიური სხეულით. არავინ დაიძახებს: „ჯვარს აცვი იგი! ჯვარს აცვი!” სამაგიეროდ ანგელოზთა მხედრობა და დედამიწაზე მომლოდინე ხალხი წამოიძახებს: „ღირსია, ღირსია დაკლული კრავი!” გამარჯვებული ღმერთი! ეკლის გვირგვინის ნაცვლად შუბლზე ედგმება დიდების გვირგვინი, დამამცირებელი დახეული სამეფო მოსასხამის ნაცვლად შემოსილი იქნება თოვლზე სპეტაკი სამოსელით. წვეტიანი ლურსმნებით განგმირული ხელები ოქროსავით აელვარდება...ქიმ 284.4

    მართალი მკვდრები საფლავებიდან გამოვლენ, ცოცხლად დარჩენილები კი მათთან ერთად ზეაიტაცებიან ღრუბლებში, რათა ჰაერში შეეგებონ უფალს. ისინი მოისმენენ ქრისტეს ხმას, რომელიც ოდესმე აჟღერებულ ყველაზე დიდებულ მუსიკაზე უფრო მელოდიური იქნება... „მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი”.ქიმ 284.5