Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ურწმუნოება და დრტვინვა აღამაღლებს სატანას, 30 აპრილი

    „და უთხრა უფალმა მოსეს: გააკეთე შენთვის გველი და დაამაგრე იგი დროშაზე, და ყოველი დაგესლილი, ვინც მას შეხედავს, ცოცხალი დარჩება” (რიცხ. 21:8).ქიმ 123.1

    ის გაკვეთილი, რომლის გადაცემაც ქრისტემ მოსეს უბრძანა ისრაელიანთათვის უდაბნოში, განკუთვნილია ასევე ყველასათვის, ვინც ცოდვის წყევლის ქვეშ გმინავს. ქრისტე ღრუბლიდან ელაპარაკებოდა მოსეს. მან უბრძანა სპილენძის გველის გაკეთება და გრძელ ჯოხზე დამაგრება, შემდეგ კი ესწავლებინა ყველასათვის, ვინც გველმა დაგესლა, ეცქირა გველისათვის, რათა ცოცხალი დარჩენილიყო. რა მოხდებოდა, ისრაელიანთ რომ არ დაეჯერებინათ ქრისტესი და ეთქვათ: „არ მჯერა, რომ უბრალო შეხედვამ შეიძლება რაიმე სიკეთე მომიტანოს, მე ძლიერ ვიტანჯები შხამიანი გველის კბენის გამო”. მთავარი მიზეზი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ებრაელებს მორჩილება ესწავლათ, უსიტყვო და ბრმა მორჩილება, როცა ადამიანი არ სვამს ზედმეტ კითხვებს, რატომ და როგორ...ქიმ 123.2

    თუ საკუთარ თავში ქექვას დაიწყებთ, ვერ იპოვით ნათელს, იმედსა და სიმშვიდეს. რაც უფრო ბევრს იფიქრებთ თქვენს პრობლემებზე მით უმეტეს პირქუში გახდებით და უფრო მეტად დაითრგუნებით. თქვენ ახარებთ ღმერთისა და კაცობრიობის მტერს, როცა ბნელ გამოქვაბულში რჩებით, სადაც ვერ აღწევს სიცოცხლის სინათლის სხივი...ქიმ 123.3

    რა იქნებოდა, ყველა ადამიანს რომ გაეცნობიერებინა, რომ თავისი ურწმუნოებითა და მწუხარე დრტვინვით სატანას აღამაღლებენ და ქრისტეს ართმევენ მის დიდებას, რომელიც შეიძლება იესოსი ყოფილიყო, თუ ისინი ნებას დართავდნენ მას გადაარჩინოს ყოვეგვარი ცოდვისგან ყველა ცოდვიდან სრულ გადარჩენას!.. ქრისტემ სამარხის ჯაჭვი დაამსხვრია და გამოვიდა იქიდან, რათა კვლავ მიეღო სიცოცხლე, რომელიც ჩვენთვის გაიღო. ყველა თავისი ტანჯვა ჩვენს გამო გადაიტანა... ის იქნება ჩვენი მეოხი და თავშესაფარი შეჭირვების ჟამს. ის უნდა გაცხადდეს ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში, როგორც რეალურად არსებული მხსნელი, რომელსაც ყველა ჩვენი საჭიროების დაკმაყოფილება ძალუძს.ქიმ 123.4

    მხოლოდ უცქირეთ მას და იცოცხლეთ. ჩვენ შევურაცხყოფთ ღმერთს, თუ არ გამოვდივართ ეჭვების ბნელი მიწისქვეშეთიდან იმედისა და რწმენის ზედათვალში. როდესაც სინათლე მთელი თავისი სისრულითა და სიკაშკაშით ანათებს, მოდით, ჩავჭიდოთ იესო ქრისტეს რწმენის ძლიერი ხელი. ნუღარ ეჭვიანობთ, ნუ გამოთქვამთ ეჭვს ხმამაღლა და ნუ უბინძურებთ გონებას სხვებს და, ამგვარად, ნუ ხდებით სატანის თანამზრახველნი, რომელიც ეჭვის თესლს თესავს. ილაპარაკეთ რწმენაზე, იცხოვრეთ რწმენით, განავითარეთ ღმერთისადმი სიყვარული; დაწვრილებით დაამოწმეთ წუთისოფლისათვის, თუ ვინ არის თქვენთვის იესო. განადიდეთ მისი წმინდა სახელი. მოჰყევით მის სიკეთეზე, ილაპარაკეთ მის წყალობასა და ძალაზე.ქიმ 123.5