Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იესო ჩვენს გვერდითაა ცხოვრების ქარიშხლიან დღეებში, 23 აგვისტო

    „მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!” (მათ. 14:27).ქიმ 238.1

    დღეს მე მომეცა შესაძლებლობა, დავწერო იმის შესახებ, თუ როგორ დადიოდა ქრისტე ზღვაზე და ამშვიდებდა ქარიშხალს... მე წარმოვიდგინე მოწაფეები ნავში, რომელსაც ყველა მხრიდან ტალღები არწევდა. ღამე ბნელი და მშფოთვარე იყო. მოძღვარი არ გახლდათ იქ. ზღვა ღელავდა, ქარი ბობოქრობდა. მეთევზეებთან რომ ყოფილიყო მათი მხსნელი იესო, ისინი თავს იგრძნობდნენ მშვიდად. ხანგრძლივი და დამღლელი ღამის განმავლობაში ისინი ეჭიდებოდნენ ნიჩბებს და მთელი ძალით ცდილობდნენ ქარისა და ტალღების მოგერიებას; შიშით შეპყრობილნი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ეს იყვნენ ძლიერი, გულადი მამაკაცები, რომლებიც უძლებდნენ ყოველგვარ სიძნელეს. არც თუ ისე ადვილი იყო მათი დაშინება!ქიმ 238.2

    მხსნელი ნავში უნდა აეყვანათ დანიშნული ადგილიდან, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ მიეღწიათ ამ ადგილამდე მისი დახმარების გარეშე? ერთი შეხედვით მათი გარჯა ამაო იყო, ვინაიდან უბერავდა ძლიერი შემხვედრი ქარი. მენიჩბეებმა დაკარგეს იმედი, უმოწყალო შტორმი არ ცხრებოდა, ის გამძვინვარებული ისროდა ტალღებს ნავისაკენ და ცდილობდა მათ ჩაძირვას. მათ, ძალაგამოცლილებს, სწყუროდათ იესოს ნახვა! როდესაც მეთევზეები დანებდნენ ტალღებს, მაშინ ღამის მეოთხე გუშაგობისას მივიდა მათთან იესო პირდაპირ ზღვაზე სვლით. მას ახსოვდა თავისი მოწაფეები, მისი მოსიყვარულე, ფხიზელი მზერა მიმართული იყო მათკენ მთელი ამ ქარიშხლის განმავლობაში. როდესაც მათ უჭირდათ და თავს მიტოვებულად გრძნობდნენ და გაუქრათ გადარჩენის იმედი, იესო იყო მათ გვერდით...ქიმ 238.3

    გამომსყიდველი ადევნებდა მათ თავალყურს ისე, როგორც მოსიყვარულე დედა უმზერდა დამწუხრებულ შვილს. ეს იყო უსაზღვრო სიყვარული. შეშინებულმა მეთევზეებმა გამძვინვარებული სტიქიის ღრიალში გაიგეს სიტყვები: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!” მათ გაუჩნდათ იმედი. „იესოა, ეს იესოა! - ეუბნებოდნენ ისინი ერთმანეთს. - Nნუ გეშინიათ, ეს მოძღვარი იესოა”.ქიმ 238.4

    იესომ ქარსა და აღელვებულ წყლებს უთხრა: „დადუმდი, ჩადექ!” ვაი, რომ ჩვენს ცხოვრებაში ხშირად გვიგვრძვნია თავი ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც აღმოჩნდნენ მეთევზეები. რა ხშირად გვეცხადებოდა იესო და ნაღველს უმალვე სიხარულად გვიქცევდა! ო, ყოვლისშემძლე გამომსყიდველი, კეთილი და მოწყალე მხსნელი, რომელსაც ძალუძს თავისი უშრეტი ძალით დაამშვიდოს ქარიშხალი და ააღორძინოს ყოველი გული! იგი ჩვენი გამომსყიდველია და ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ მას როგორც ქარიშხლიან, ასევე მზიან დღეებშიც.ქიმ 238.5