Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ეკლესიები ღმერთისათვის დავანების საუკეთესო ადგილი უნდა იყოს, 28 მაისი

    „მაშინ უთხრა მეფემ [დავითმა] ნათან წინასწარმეტყველს: შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი სავანის ქვეშაა” (2 მეფ. 7:2).ქიმ 151.1

    დავითს, რომელიც მდიდრულ სასახლეში ცხოვრობდა, სინდისი ქენჯნიდა, როცა ფიქრობდა, რომ უფლის კიდობნისათვის, რომელიც ღმერთის დავანების სიმბოლოს წარმოადგენდა, ჯერ კიდევ შესაფერისი ადგილი მოძებნილი არ იყო. კიდობანი კვლავინდებურად ინახებოდა საწმიდარში, რომელიც უდაბნოში აიგო და ლევიანნი თითქმის ორმოცი წელი ატარებდნენ მას უდაბნოში მოგზაურობისას თვით იერუსალიმამდე. მაგრამ ხალხის ხეტიალი დასრულდა და იგი აღთქმულ მიწაზე დასახლდა. დავითი უცქერდა ძვირფასი კედარის შენობებს, ისრაელიანთა სახლებს ქანაანის მდიდარ მიწაზე და ფიქრობდა იმაზე, რომ საჭიროა ღმერთის დავანებისათვის უფრო ღირსეული ტაძრის აგება. შეირჩა ადგილი, სადაც ტაძრის შენობა უნდა აღმართულიყო, სოლომონს მიეცა დაწვრილებითი ინსტრუქციები, რის შედეგადაც იგი ამ დიდ საქმეს შეუდგა...ქიმ 151.2

    ტაძარს მრავალი ადამიანი აშენებდა; მათ მიერ აგებული შენობა დიდებული იყო და ზეციურმა უფალმა ღმერთმა პატივი მიაგო მათ, რადგან მათ აუგეს საწმიდარი, სადაც მის თაყვანსაცემად შეეძლოთ მოსვლა. ყველამ, ვინც ჭეშმარიტად სცემდა თაყვანს ღმერთს, მისი კურთხევა მიიღო.ქიმ 151.3

    ღმერთის მითითებით აგებული პირველი საწმიდარი მართლაც მისი კურთხევის ღირსი იყო. ამრიგად, ადამიანები ემზადებოდნენ ზეცაში არსებულ ხელთუქმნელ ტაძარში ღმერთის თაყვანისცემისათვის. სოლომონის მიერ აშენებული ტაძრის ყოველი ქვა ითლებოდა და მუშავდებოდა ქვის საბადოებში, შემდეგ კი ისინი მშენებლობაზე გადმოჰქონდათ. მათ ერთმანეთზე აწყობდნენ დამატებითი დამუშავების გარეშე. ფიცრებიც ტყეში მზადდებოდა. ტაძრის მთელი ავეჯი გამოსაყენებლად გამზადებული მოჰქონდათ ტაძარში.ქიმ 151.4

    სწორედ ასევე გამოჰყავს თავისი ხალხი დიად ქვისმთლელს წუთისოფლის ქვის საბადოებიდან და თლის იმ ადამიანებს, რომლებიც თავს უფლის შვილებს უწოდებენ, რათა ღირსეული ადგილი დაიკავონ მის ზეციურ ტაძარში. ჩვენ გვსურს, რომ ჭეშმარიტების „მთლელმა” ჩვენთვის შეასრულოს თავისი სამუშაო. ჩვენ გამოსაცდელი ვადა მოგვეცა ამ მიწაზე და უნდა გავიაროთ ღმერთის ხელის ქვეშ. აუცილებელია, გასწორდეს ყველა უსწორმასწორო კუთხე და გაპრიალდეს ზედაპირი, რათა ღვთის შენობისათვის გამოსადეგარ ქვებად გადავიქცეთ. ეკლესიაში ჩვენს ხასიათში არსებული ხინჯითA და ხარვეზით მოვდივართ, მაგრამ უფლება არა გვაქვს, შევინარჩუნოთ ისინი. უნდა აღმოიფხვრას ხარვეზი და ღვთიური ნაგებობისათვის ვარგისად ვიქცეთ. უნდა გავხდეთ „ღვთის თანამშრომელნი”, რადგან „ღვთის ყანა”, „ღვთის შენობა” ვართ. ვიცით რა ყოველივე, ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ, რათა ცოდვამ ტაძარი არ შებილწოს. უნდა ვიყოთ არა მკვდარი, არამედ ცოცხალი ქვები და ვირეკლავდეთ ქრისტეს ხატებას. მხოლოდ სულითა და ჭეშმარიტებით უნდა ვცეთ მას თაყვანი.ქიმ 151.5