Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთისაგან მიტევებული გამართლებულია, 23 მაისი

    „ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა. ნეტარია კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის, და ვის სულშიც არ არის სიყალბე” (ფსალმ. 31:1, 2).ქიმ 146.1

    ბევრი ცდება, როცა ცდილობს იპოვოს განსხვავება გამართლებასა და განწმენდას შორის. უფრო ხშიარად ისინი ხაზს უსვამენ საკუთარ აზრსა და ვარაუდებს ამ ორი ცნების განსაზღვრებისას. რა საჭიროა ყოველი პუნქტის დაწვრილებით აღწერა, თოთქოს სულის გადასარჩენად აუცილებელი იყოს მოცემული საკითხის სწორედ ისე გაგება, როგორც თქვენ გესმით? ყველას როდი აქვს თქვენეული ხედვა. თქვენ გემუქრებათ საფრთხე, გადააქციოთ ატომი მთელ სამყაროდ ან დაიყვანოთ სამყარო ატომის სიმცირემდე.ქიმ 146.2

    როდესაც მომნანიებელი ცოდვილები თავის დანაშაულს აღიარებენ ღმერთის წინაშე, აცნობიერებენ გამოსყიდვას, რომელიც მისთვის ქრისტემ მოახდინა და იღებენ ამ გამოსყიდვას, როგორც თავის ერთადერთ იმედს ამ და მომავალ ცხოვრებაში, მაშინ მიეტევებათ თავისი ცოდვები. სწორედ ესაა გამართლება რწმენით. ყოველმა მორწმუნემ თავისი ნება ღმერთის ნებას უნდა დაუქვემდებაროს და დარჩეს მონანიების მდგომარეობაში, ირწმუნოს მხსნელის გამომსყიდველი დამსახურებები და გადაინაცვლოს ძალიდან ძალაში, დიდებიდან დიდებაში. მიტევება და გამართლება - ეს ერთი და იგივეა...ქიმ 146.3

    გამართლება არის განსჯის საპირისპირო. ღმერთი უსაზღვროდ მოწყალეა მათ მიმართ, ვინც ამას სრულებით არ იმსახურებს. ის პატიობს დანაშაულსა და ცოდვებს ქრისტეს გამო, რომელმაც მსხვერპლი ჩვენი ცოდვებისათვის გაიღო. ქრისტესადმი რწმენის მეშვეობით კანონის დამრღვევ დამნაშავეს ღმერთის მიტევება, და აგრეთვე მარადიული სიცოცხლის იმედი ეძლევა...ქიმ 146.4

    დავითს მიეტევა დანაშაული, რადგან მან მორჩილი გული უჩვენა ღმერთს ღრმა სულიერი მონანიებით და ირწმუნა ღმერთის აღთქმა მიტევების შესახებ. მან აღიარა თავისი ცოდვა, მოინანია და კვლავ მოიქცა. მიტევებაში რწმენის განმტკიცებამ აღაფრთოვანა დავითი და მან წამოიძახა: „ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა. ნეტარია კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის, და ვის სულშიც არ არის სიყალბე”. კურთხევა მიტევების შედეგად მოდის, ხოლო მიტევებას ვიღებთ იმის რწმენით, რომ ცოდვის თავის თავზე ამღებმა აიღო მონანიებული ცოდვაც, რომელიც ცოდვილმა აღიარა. ამრიგად, ყველა ჩვენი კურთხევა ქრისტესგან მოდის. მისი სიკვდილი - ეს გამომსყიდველი მსხვერპლია ჩვენი ცოდვების გამო. ქრისტე დიადი შუამავალია, რომლის მეშვეობითაც უფლის წყალობასა და კეთილგანწყობას ვიღებთ. აქედან გამომდინარე, ის არის ჭეშმარიტად ფუძემდებელი, ავტორი და აღმსრულებელი ჩვენი რწმენისა.ქიმ 146.5