Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სათნოებაა ჭეშმარიტი სიდიადე, 28 მარტი

    „და დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან... და ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში, და ემსახურებოდა მას. და დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი ხელთ ჩააბარა” (დაბ. 39:3, 4).ქიმ 90.1

    ღმერთს შეუძლია ქრისტეს ყველაზე მოკრძალებული მიმდევრებიც კი წმინდა ოქროზე ძვირფასი გახადოს, თუკი ისინი მის გარდამქმნელ მოქმედებებს დაემორჩილებიან. ქრისტიანებმა მტკიცედ უნდა გადაწყვიტონ მთელი თავისი ნიჭისა და უნარის კეთილშობილი სახით გამოყენება. მათ უნდა გამოიკვლიონ უფლის სიტყვა და მისი დახმარებით განსაზღვრონ, რა არის საუკეთესო, რომელია ყველაზე ამაღლებული გზა ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაში. მათ ღრმა ინტერესით უნდა შეისწავლონ სახარებაში გაცხადებული სპეტაკი ხასიათი, სრულყოფილების ნიმუში. ძალზე მნიშვნელოვანია, ყველას ახსოვდეს, რომ მხოლოდ სათნოებაა ჭეშმარიტი სიდიადე.ქიმ 90.2

    თუკი თქვენ საკუთარი თავისა და სიბრძნის იმედი გაქვთ, აუცილებლად მარცხი გელით. ღმერთი ითხოვს სრულ და ყოვლისმომცველ მიძღვნას და არ კმაყოფილდება უფრო მცირედით. რაც უფრო საპასუხისმგებლოა თქვენი თანამდებობა, მით უფრო გჭირდებათ იესო. ღმერთისადმი სიყვარულმა და ღვთის შიშმა შეუნარჩუნა იოსებს სიწმინდე მეფის კარზე.ქიმ 90.3

    როდესაც ადამიანი თავბრუდამხვევ სიმაღლებს აღწევს, მას აუცილებლად ემუქრება საფრთხე. ქარიშხალი არ აზიანებს პატარა, მოკრძალებულ მინდვრის ყვავილებს, მაგრამ ძირფესვიანად გლეჯს უზარმაზარ ხეებს მთის მწვერვალზე. ბევრი ადამიანია ქვეყვანაზე, რომელთა გამოყენებაც მათ სიღარიბეში ღმერთს შეეძლო თავისი მსახურების სარბიელზე, რასაც საბოლოოდ მათი დიდებით დააგვირგვინებდა. მაგრამ მატერიალურმა სიკეთემ დაღუპა ისინი. მან ისინი უფსკრულში ჩახერგა, რადგან დაავიწყდათ, რომ მორჩილი უნადა იყვნენ, რომ ღმერთია მათი ძალა და დამოუკიდებელნი და თავდაჯერებულნი გახდნენ.ქიმ 90.4

    ძნელბედობის ჟამს იოსებმა გაუძლო თავისი ხასიათის გამოცდას და ამ ოქრომ ბრწყინვალება არ დაკარგა არასასურველ გარემოებებში. ის ავლენდა ერთსა და იმავე პატივისცემასა და მორჩილებას ღვთის ნებისადმი: მაშინ, როცა ტახტის გვერდით იდგა და მაშინაც, როცა ნესტიანი საპყრობილეს ტუსაღი იყო. იოსები არანაირ ვითარებაში არ განუდგა თავის რწმენას და სწორედ ამაში იყო მისი ურყევი ერთგულების საიდუმლო. როგორც ქრისტეს წარმომადგენელნი, უნდა გამოვირჩეოდეთ ღვთისმოსაობით. შენ უნდა შეაფარო თავი იესოს. შენ საფრთხე გემუქრება, თუ ქრისტეს არ ჩასჭიდე ხელი.ქიმ 90.5