Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ვიშრომოთ ჟამისა და მარადიულობისათვის, 4 აპრილი

    „შემუსრა მან ეგვიპტე და ჩვენი სახლები კი გადაარჩინა” (გამ. 12:27).ქიმ 97.1

    თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განსაზღვროს თავისი დამოკიდებულება მარადიული ინტერესებისადმი. ჩვენ ყველანი გამოვიცდებით. ბევრი თანამედროვე ისე იქცევა, თითქოს არ იყოს არც ეშმაკი და მაცდური, არც ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. თუ არ შეიგნებთ, რომ გაქვთ შებრძოლების მიზეზი და ობიექტი, ფეხქვეშ ნიადაგი გამოგეცლებათ. ვიღაც მოვა ჩვენს ეკლესიებში ცნობით და თქვენ ვერ გაარჩევთ ნათელს წყვდიადისაგან და ამიტომაც მიიღებთ წყვდიადს, როგორც ნათელს.ქიმ 97.2

    „გაიხსენე, როგორ მიიღე და მოისმინე. დაიცავი და მოინანიე. თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ” (გამ. 3:3).ქიმ 97.3

    ბევრი უახლოვდება წუთისოფელს და ზურგს აქცევს ნათელს, რომელიც მოგვიწოდებს, იქ მივიყვანოთ ჩვენი შვილები, სადაც მათზე ყველაზე საუკეთესო გავლენას მოახდენენ და სადაც ისინი ჭეშმარიტებას მოისმენენ. ბევრმა ყურად არ იღო უფლის დარიგება, არ წამოიყვანეს თავისი შვილები სახელმწიფო სკოლებიდან და არ მიიყვანეს იმ სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებებს გადასცემენ წესებისა და მცნებების მიხედვით. მათი სწავლება მიზნად ისახავს მათი განათლების გაგრძელებას უმაღლეს, ზეციურ სკოლაში.ქიმ 97.4

    როდესაც უფლის მსჯავრი მზად იყო თავს დასტეხოდა ეგვიპტის მიწას, ქრისტემ, მოსეს მეშვეობით, უბრძანა ისრაელის შვილთ, მოეხმოთ შვილებისათვის, რათა თავისი სახლების ჭერქვეშ ეპოვათ თავშესაფარი და დაეცვათ ისინი საფრთხისაგან. ამ დროს ვინმე ეგვიპტელის სახლში რომ დარჩენილიყო, ვერ გადაურჩებოდა წყლულებს. შეძლებისდაგვარად გვერდიდან ნუ მოიშორებთ თქვენს შვილებს, რათა შორს იყონ წუთისოფლის ბოროტი გავლენისაგან. უფალს სურს, მოამზადოთ თქვენი შვილები მომავალი უკვდავებისათვის. თუ მოვადუნეთ სიფხიზლე, ჩვენი შვილები იგივე ურწმუნოებით გაიჟღინთებიან, როგორიც გამოავლინეს ძველმა ისრაელიანებმა და რის გამოც ღმერთმა ვერ შეიყვანა ისინი აღთქმულ მიწაზე.ქიმ 97.5

    მოდით, უფლის რწმენით შევიარაღდეთ და მოვიქცეთ ისე, როგორც ადამიანები, რომლებიც ზეცის ღრუბლებზე თავისი მაცხოვრის გამოჩენას ელიან. თუკი ასე მოიქცევით, ხალხი მოიქცევა. თქვენი ეკლესიის მსახურნი აღარ იშრომებენ ფუჭად თვიდან თვემდე, როცა ჭეშმარიტებასთან ვერავინ მოჰყავთ. ჩვენ კაცთა მებადურები უნდა გავხდეთ და მოვინადიროთ მათი სულები. ზოგჯერ კარგი ნადავლი გექნებათ, ზოგჯერ კი - არც ერთი სული. მაგრამ მაინც დიდი გულმოდგინებით უნდა შევასრულოთ ღმერთის საქმე, უნდა ვიცოდეთ, რომ მან მოგვანდო ურწმუნოთათვის ცნობა უფლის შესახებ და იგი იპოვის გზას მრავალი გულისაკენ.ქიმ 97.6