Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მთავარი ისაა, რომ „ცოდვა ურჯულოებაა”, 9 ოქტომბერი

    „რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე” (იოან. 3:16).ქიმ 285.1

    ღვთის რჯულის წინააღმდეგ ამბოხი დაიწყო სატანამ ცაში. ამ ამბოხმა წარმოშვა ცოდვა... ეშმაკი ირწმუნებოდა, რომ ღმერთი უსამართლოდ მოექცა. აკრიტიკებდა მმართველობის ღვთიურ გეგმას. მან განაცხადა, რომ ღვთის რჯული თვითნებური დადგენილებაა, იგი ზიანს აყენებს ზეციურ სამყაროს და ცვლილებები ესაჭიროება.ქიმ 285.2

    სატანა შეეხო ღვთის შექმნილი სამყაროების ძირეულ ინტერესებს. ნუთუ ეს მოჩვენებითი ნაკლოვანებები იმდენად თვალსაჩინო გახდება, რომ ზეციური სამყაროს მცხოვრებთ ცვლილებათა შეტანის მოთხოვნის საფუძვლიანი მიზეზი ექნებათ? ნუთუ მაცდური შეძლებს მათ რჯულისადმი ნდობა დააკარგვინოს?ქიმ 285.3

    ღმერთმა გამოიჩინა სიბრძნე და სატანის ამბოხის ჩასახშობად იძულებითი ზომები არ გამოიყენა. მათი გატარება აღძრავდა სატანისადმი თანაგრძნობას, მხოლოდ გააძლიერებდა ამბოხს და ვერ შეცვლიდა მის პრინციპებს. ღმერთს რომ მაშინვე დაესაჯა სატანა, ბევრი განუცხადებდა თანაგრძნობას, ვით უსამართლოდ დასჯილს და იგი მეტ გონიერ არსებას ჩააგონებდა განდგომას.ქიმ 285.4

    სატანას დრო უნდა მისცემოდა პრინციპების განსავითარებლად. მას ყველა საშუალება ჰქონდა საკითხის მისეული გაგების გადმოსაცემად და ეს გარემოება მან ძალზე ოსტატურად გამოიყენა. როცა მის მტკიცებებს ჭეშმარიტების ნათელი აქარწყლებდა, იგი მაშინვე სხვა მხრიდან უვლიდა საკითხს. ცრუ ბრალდებების წამოყენებით, მიზნისა და თვით ღვთის ნების გაუკუღმართებული განმარტებით მან გაიჩინა თანამგრძნობნი.ქიმ 285.5

    ადამი და ევა გამოიცადნენ და ვერ გაუძლეს გამოცდას... მაცდურმა აცდუნა ევა და მან ღვთის მცნება დაარღვია. წმინდა წყვილმა ვერ გაუძლო ცდუნებას და სატანის კლანჭებში აღმოჩნდა. მტერმა გაიმარჯვა ადამიანზე და ამით დაუმორჩილებლობის სასჯელი - სიკვდილი შემოიტანა.ქიმ 285.6

    იესომ განაცხადა, რომ იტვირთავს სასჯელს ცოდვისათვის და დაამარცხებს სატანას, როდესაც წუთისოფელში მოვა და მტერს მის ტერიტორიაზე შეხვდება.ქიმ 285.7

    როცა ქრისტემ დაიწყო ბრძოლა, ეშმაკი დახვდა მას და ეცილებოდა მიწის ყოველ მტკაველს, ყოველ ღონეს ხმარობდა ქრისტეს დასამარცხებლად. ბევრი რამ წყდებოდა ამ ბრძოლით... საჭირო იყო პასუხის გაცემა კითხვებზე: მართლა არ არის სრულყოფილი ღვთის რჯული და ნამდვილად ესაჭიროება ცვლილებების შეტანა? თუ ურყევია იგი? მყარია ღმერთის მმართველობა თუ ცვლილებები ესაჭიროება? ამ კითხვებზე პასუხი უნდა მიეღოთ არა მარტო ღვთის ქალაქის მცხოვრებთ, არამედ მთელი ზეციური სამყაროს ბინადართ.ქიმ 285.8