Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთი იცავს თავის ხალხს მტრისაგან, 8 აპრილი

    „და ხვეტავდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით მთელ იმ ღამეს, და აქცია ზღვა ხმელეთად. და განიპნენ წყალნი. და შევიდნენ ისრაელის ძენი შუაგულ ზღვაში ხმელეთზე (გამ. 14:21, 22).ქიმ 101.1

    იარეთ წინ, - ბრძანა მოსემ და მისი ბრძანება ჯაჭვურად გადაეცა მთელ ბანაკს. ბრძანებას დამორჩილებულმა ისრაელიანთა მხედრობამ ფეხი შედგა ბილიკზე, რომელიც ასე საოცრად იყო მათთვის მომზადებული. ღვთიური ცეცხლოვანი სვეტის შუქი ანათებდა აქაფებულ ტალღებს და უნათებდა მათ გზას, რომელიც გადებული იყო ზღვის წყლებზე.ქიმ 101.2

    როდესაც ღრუბელი ნელნელა დაიძრა ადგილიდან, ეგვიპტელმა გუშაგებმა აღმოაჩინეს, რომ ისრაელიანნი ზღვისკენ გაეშურნენ. მათი ძლევამოსილი ჯარი უმალ მოემზადა შეტევისათვის. ეგვიპტელებს ესმოდათ ებრაელთა გადაადგილების ხმაური, მაგრამ ვერაფერს ხედავდნენ, რადგან ებრაელთათვის მანათობელი ღრუბელი, მათთვის ბნელ კედელს წარმოადგენდა. სიბნელეში ხმაურს მიყვებოდნენ იმ საოცარი ბილიკით, რომელიც ღმერთმა თავის ხალხს დაუფინა. მთელი ღამე მიდიოდნენ, მაგრამ ძალიან ნელა, რადგან მათ ეტლებს ქვიშაში გადაადგილება უჭირდა. და მაინც წინ მიიწევდნენ ეგვიპტელები იმ იმედით, რომ სულ მალე შეძლებდნენ ღრუბლის გარღვევას და გაქცეულთა შეპყრობას.ქიმ 101.3

    ბოლოს ღამისეული ჩირაღდნები გაფერმკრთალდა, დადგა განთიადი და ზღვაში შორს შესული მდევართა ჯარი თითქმის წამოეწია დევნილ ებრაელებს... განცვიფრებულ ეგვიპტელთა თვალწინ იდუმალი ღრუბელი ცეცხლოვან სვეტად გადაიქცა, რომელიც დედამიწიდან ზეცას სწვდებოდა. ჭექაქუხილი მძვინვარებდა. „გადმოღვარეს წყლები ღრუბლებმა, ხმა მოსცეს ცათა, შენი ისრებიც გაფრინდნენ. შენი გრგვინვის ხმა ცის თაღზე - გაანათეს ელვებმა სამყარო, შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა”.ქიმ 101.4

    ეგვიპტელები გაოგნდნენ. გამძვინვარებულ სტიქიაშიც კი ისმოდა განრისხებული ღმერთის ხმა და ისინი შეეცადნენ, გაქცეულიყვნენ ნაპირისაკენ. მაგრამ მოსემ აღმართა კვერთხი და კედლად აღმართული წყალი ქუხილით დაეშვა ეგვიპტელთა ჯარს და შთანთქა იგი კუნაპეტ ზვირთებში.ქიმ 101.5

    განთიადისას ისრაელიანებმა იხილეს ყველაფერი, რაც დარჩა ძლევამოსილი მტრისაგან: მხოლოდ ნაპირზე გამორიყული აბჯარასხმული გვამები. ყველაზე დიდი საფრთხე დიად გათავისუფლებად ექცათ ამ ერთ ღამეში... მხოლოდ ღმერთს შეეძლო ებრაელთა გადარჩენა იმ ღამეს და სწორედ მას მიუძღვნეს ისრაელიანებმა თავისი გულები - მადლიერებითა და რწმენით. თავისი გრძნობები კი სახოტბო ჰიმნებში გამოხატეს.ქიმ 101.6