Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    დევნა პირველ საუკუნეებში, 8 ნოემბერი

    „ზოგმა დაითმინა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები” (ებრ. 11:36).ქიმ 315.1

    როდესაც იესომ გამოუცხადა თავის მოწაფეებს იერუსალიმის მომავალი და ის ცალკეული მოვლენები, რომელიც მის მეორედ მოსვლას შეეხებოდა, წინასწარ განჭვრიტა ის განსაცდელიც, რომელიც უფლის ხალხს უნდა გადაეტანა მისი ცად ამაღლების შემდეგ მის მეორედ დიდებით მოსვლამდე დედამიწაზე. ზეთისხილის მთის ფერდობიდან მაცხოვარი ჭვრეტდა საშიშროებას, რომელიც მალე თავს დაატყდებოდა მოციქულთა ეკლესიას. იგი საუკუნეთა სიღრმეების მიღმა ხედავდა საშინელ გამანადგურებელ ქარიშხალს, რომელიც თავს დაატყდება მის მიმდევრებს ბნელ და დევნის საუკუნეებში...ქიმ 315.2

    პირვანდელი ეკლესიის ისტორია მოწმობს, რომ მაცხოვრის სიტყვები ზუსტად აღსრულდა. მიწიერი ხელმწიფებანი და ჯოჯოხეთის ძალები გაერთიანდნენ ქრისტეს წინააღმდეგ, როდესაც გაილაშქრეს მის მიმდევრებზე... ქრისტიანებს ართმევდნენ მამულებს, სახლებიდან აძევებდნენ... მრავალმა ქრისტიანმა საკუთარი რწმენა სისხლით დაამოწმა...ქიმ 315.3

    ყველაზე სასტიკი დევნის დროს იესოს მოწმეებმა წმინდად შეინახეს თავიანთი რწმენა... რწმენის, მოთმინებისა და იმედის სიტყვებით ამხნევებდნენ ერთმანეთს, ვაჟკაცურად გადაეტანათ გაჭირვება და უბედურება. ყოველგვარ მიწიურ წყალობათა დაკარგვამაც ვერ აიძულა ისინი, უარეყოთ ქრისტეს რწმენა. განსაცდელი და დევნა იყო მხოლოდ ნაბიჯები, რომლებითაც ისინი უახლოვდებოდნენ თავიანთი სიმშვიდისა და ბედნიერების დღეს...ქიმ 315.4

    ამაო იყო სატანის ყველა მცდელობა თავისი ძალებით ქრისტეს ეკლესიის განადგურებისა. დიადი ბრძოლა, რომელშიც ქრისტეს მოწაფეები თავიანთ სიცოცხლეს სწირავდნენ, მაშინაც კი არ მთავრდებოდა, როდესაც უფლის ეს ერთგული მედროშენი თავიანთ საგუშაგოებზე კვდებოდნენ. მათი სიკვდილი მათივე გამარჯვებად იქცა. ღვთის მსახურებს ხოცავდნენ, მაგრამ უფლის სამუშაო განუწყვეტლად მიიწევდა წინ. სახარება ვრცელდებოდა და მიმდევართა რიცხვი იზრდებოდა... აი, რა თქვა ერთმა ქრისტიანმა ეკლესიის მდევნელ წარმართ მმართველებთან კამათში: „თქვენ შეგიძლიათ გვაწამოთ და გვტანჯოთ. თქვენი უკეთურება გამოცდის ჩვენს უძლურებას, მაგრამ თქვენი სისასტიკე უაზრობაა. იგი კიდევ უფრო მეტად გვიბიძგებს, რომ ჩვენი რწმენისაკენ მოვაქციოთ სხვა ადამიანები. რაც უფრო მეტად გაგვანადგურებთ, მით უფრო მრავალრიცხოვანი გავხდებით. ქრისტიანთა სისხლი - ეს თესლია”ქიმ 315.5

    ათასობით ქრისტიანი ჩაყარეს დილეგში ან სიცოცხლეს გამოასალმეს, მაგრამ მათ ადგილს სხვები იკავებდნენ. ქრისტესთვის მოწამებრივი სიკვდილით დახოცილი ადამიანები შეუერთდნენ მას საუკუნოდ და ითვლებოდნენ გამარჯვებულებად. მათ კეთილი სულისკვეთება ამოძრავებდათ და ქრისტეს მოსვლის დღეს დიდების გვირგვინი ელით. განსაცდელი სულ უფრო აახლოებდა ქრისტიანებს ერთმანეთთან და მაცხოვართან.ქიმ 315.6