Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ხასიათი ვლინდება გაჭირვების ჟამს, 21 მაისი

    „და უთხრა დავითმა თავის მსახურთ და ყველას, ვინც კი თან ახლდა იერუსალიმში: ადექით და გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს” (2 მეფ. 15:14).ქიმ 144.1

    არასოდეს ყოფილა დავითი აღფრთოვანების ღირსი ისე, როგორც გაჭირვების ჟამს. არასოდეს იყო იგი ისეთი დიდებული, როგორც ქარიშხალთან შებრძოლების ჟამს... გულდათუთქული, ცრემლმორეული, მაგრამ არც ერთი ჩივილით ბაგეზე, ის ზურგს აქცევს თავისი დიდების და თავისი დანაშაულის ადგილებს და გაქცევით შველის თავის თავს.ქიმ 144.2

    გამოვიდა მის შესახვედრად შიმყი თავს დაატეხა წყევლაკრულვა და ქვების სროლა დაუწყო. ერთმა დავითის ერთგულმა კაცმა უთხრა მეფეს: „წავალ და თავს წავაცლი!” დავითი მორჩილად პასუხობს: „იწყევლებოდეს, უფალს ასე უბრძანებია მისთვის”...ქიმ 144.3

    როდესაც მღვდლები ცადოკი და აბიათარი, ასევე ლევიანნი, რომლებსაც უფლის კიდობანი მიჰქონდათ, როგორც ღვთის დავანების სიმბოლო, აჩერებენ მსვლელობას, დავითი ხედავს შავ ღრუბლებს შორის იმედის ვარსკვლავს, რადგან იცის: თუ მასთან იქნება ეს ძვირფასი სიმბოლო, მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება...ქიმ 144.4

    და მაინც რა უანგარო და კეთილშობილი კაცი იყო დავითი! დიდი გასაჭირისა და გლოვის მიუხედავად, დავითი მტკიცე გადაწყვეტილებას იღებს: ლიბანის ნაძვის მსგავსად ზეცისკენ მიისწრაფვის. და აი, ისმის მეფური ბრძანება: „დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი”... უფლის სიწმინდისადმი მოწიწებამ და პატივისცემამ არ დართო ნება დავითს, დათანხმებოდა იმას, რომ ღვთის კიდობანს საფრთხე შექმნოდა ნაჩქარევი გაქცევის დროს...ქიმ 144.5

    მეფეს არ შეეძლო ქალაქის ამ სიმბოლოს გარეშე დატოვება, რომელსაც მათ „წმიდა მთა” უწოდეს. დავითს ეგოისტური ზრახვებით რომ ემოქმედა, ან თავის თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონოდა, ის სიხარულით წაიღებდა თან ყველაფერს, რაც მის მდგომარეობას შეამსუბუქებდა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. მან გააგზავნა მღვდლები წმინდა კიდობნით ქალაქში და გზის გაგრძელებაზე უარი თქვა მანამ, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ მღვდლებმა წმინდა ტვირთი სიონის საწმიდარში დაასვენეს...ქიმ 144.6

    სინდისის ხმა, რომელიც უფრო საშიში იყო, ვიდრე შიმყისა, დავითს მის ცოდვებს შეახსენებდა. მუდამ თავლწინ ედგა ურია. მისი უდიდესი ცოდვა მრუშობა იყო... თუმცა თავად არ მოუკლავს ურია, მაგრამ იცოდა, რომ მას მიუძღოდა ბრალი მის სიკვდილში...ქიმ 144.7

    დავითს გაახსენდა, რა ხშირად იღწვოდა ღმერთი მის დასახმარებლად და გაიფიქრა: „თუ ის ჩემს მონანიებას მიიღებს, შეიძლება მიბოძოს თავისი კურთხევა და ჩემი მწუხარება სიხარულად მიქციოს. მეორე მხრივ, თუ სასურველი არ ვარ მისთვის, თუ დამივიწყა, თუ განწირული ვარ დევნის ან დაღუპვისათვის, არ ვიქნები მდრტვინავი, მე ვიმსახურებ მის სასჯელს და ვემორჩილები ყოველივეს, რაც მელის”.ქიმ 144.8