Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    უწმიდური სურვილები ზოგჯერ დაკმაყოფილდება, 14 მაისი

    „უთხრა უფალმა სამუელს: გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეტყვიან, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ” (1 მეფ. 8:7).ქიმ 137.1

    ჩვენ გვყავს ცოცხალი წინამძღოლი და ყველა ადამიანი, ვისაც ეკისრება წმინდა მოვალეობის შესრულება, ყოველ ნაბიჯზე უნდა სვავდეს კითხვას: „არის კი ეს უფლის გზა?” ყველასათვის აუცილებელია, მუდმივად ელოდეს იესოსაგან სახელმძღვანელო მითითებებს და ყველანაირად უნდა დაიცვას პრინციპები. ამას ვერ გააკეთებენ მოკვდავნი, მაგრამ ღმერთი გააკეთებს ამგვარად მორჩილი, უანგარო და განწმენდილი მოკვდავი ადამიანების მეშვეობით, რომლებიც სწავლებას ექვემდებარებიან. ჩვენ ვერ ვენდობით ადამიანთა შესაძლებლობებს, თუ მხოლოდ ღვთიური ძალა არ ითანამშრომლებს ადამიანებთან...ქიმ 137.2

    ღმერთმა მხოლოდ განსაზღვრული გამოსაცდელი ვადით გადასცა მოკვდავთ ნიჭი და გონებრივი შესაძლებლობები ნდობით მმართველობისათვის, რათა გამოეცადა ისინი და ენახა, იშრომებენ თუ არა ისინი მისთვის, შეასრულებენ თუ არა მის ნებას და ექნებათ თუ არა მათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი...ქიმ 137.3

    როდესაც ისრაელმა მეფე მოითხოვა, რათა „განგვსჯიდეს, როგორც სხვა ხალხებშია”, არ მოეწონა ეს საქმე სამუელს, როცა თქვეს მეფე მოგვეციო მსაჯულად, მაშინ ილოცა სამუელმა უფლის მიმართ. უთხრა უფალმა სამუელს: „გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეტყვიან, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ”... ისრაელიანებს მობეზრდათ ღვთისმოსავი მმართველები, რომლებიც ღმერთის მითითებით მუდამ ახსენებდნენ მათ უფლის გეგმების, უფლის ნებისა და უფლის ღირსების შესახებ. მათ რელიგიის რეფორმირება სურდათ, რათა გარეგნული, ცრუ კეთილდღეობის წყალობით მომიჯნავე ხალხების თვალში უფრო ძლიერნი გამოჩენილიყვნენ. როგორც ოდესღაც უდაბნოში მათ მოისურვეს ეგვიპტური ხახვი და ნიორი და განაცხადეს მონობაში დაბრუნების სურვილის შესახებ, რათა თავისი სურვილები დაეკმაყოფილებინათ, ახლაც მათ შეურაცხყვეს ღმერთი პირისპირ, უარყვეს მისი ბრძნული მმართველობა. იუდეველებმა გამდიდრება ისურვეს იმ ხალხის მსგავსად, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა...ქიმ 137.4

    სატანური განწყობილებით გაიჟღინთა ისრაელიანთა გულები და ისინი სატანურ შთაგონებებს მისდევდნენ. ეშმაკმა მოაჯადოვა ისინი და თავისი ზრახვების შესრულება აიძულა, მიუხედავად მოხუცი წინასწარმეტყველის პროტესტისა, რომლის პატივისცემის სრული საფუძველი ჰქონდათ მათ. ეჭვგარეშეა, რომ ის ებრაელებს იმ სატყვებს ეუბნებოდა, რომელთა გადაცემაც მას თვით ღმერთმა უბრძანა...ქიმ 137.5