Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქადაგება მთაზე, 21 აგვისტო

    „დაინახა ხალხი და ავიდა მათაზე. როცა დაჯდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები” (მათ. 5:1).ქიმ 236.1

    ქრისტეს ქადაგება, წარმოთქმული მთაზე, უნდა დამკვიდრდეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. მცნებები იმდენად ვრცელია, რომ ისინი მუდმივ კავშირში არიან ჩვენს შინაგან ზრახვებთან, მაგრამ მცირეა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც იზიარებს ჩვენი მხსნელის სიტყვებს! აი რატომ გვიხდება წინააღმდეგობასთან შეჯახება. ზოგიერთს გააჩნია პრეტენზია, რომ სულიწმიდა ატარებს და ამ მიზეზით უარყოფენ ღვთის კანონს. ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ პრეტენზია ჭეშმარიტებას მოკლებულ დიდ სინათლეზე, არიან საშიშნი, მაგრამ მათი გამოაშკარავება სირთულეს არ წარმოადგენს: „რჯულსა და მოწმობას ვფიცავ, რომ იტყვიან ისინი ისეთ სიტყვას, რომელსაც არა აქვს განთიადი” (ეს. 8:20)...ქიმ 236.2

    ჩვენ უნდა ველოდოთ ბნელეთის ძალების მხრიდან შემოტევას, მაგრამ თუ წარმატებულად გავუწევთ წინააღმდეგობას, ზეცაში გამეფდება სიხარული. ზეციური მხედრობა დიდად აფასებს ადამიანებს... ჩვენ უნდა ვიდგეთ ქრისტეს დროშების და არა რომელიმე სხვა დროშების ქვეშ.ქიმ 236.3

    არც ერთი ადამიანი არ ლაპარაკობდა ისე, როგორც ქრისტე. ბევრი მათგანი, რომელიც ისმენდა ქრისტეს ქადაგებას მთაზე, მის გაკვეთილებს ილუსტრირებული მათთვის ცნობილი მაგალითებით, იაზრებს და ღებულობს უფლის კანონს მისი ცოცხალი, შეუდარებელი პრინციპებით. რამდენიმე ათასეულ ადამიანთა შორის, მას შემდეგ როცა ქრისტე აღდგა და ზეცად ამაღლდა, იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც იწამეს ქრისტეს მიერ მაშინ წარმოთქმული სიტყვები.ქიმ 236.4

    როცა განკაცებული ქრისტე ხალხთან იდგა, მას სწყუროდა თავისი მოწაფეებისათვის ხსნის საიდუმლო გეგმის ახსნა, მაგრამ იგი იძულებული გახდა სინანულით ეღიარებინა: „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ”. მიწიერი და მატერიალური მათ გონებაში ისე მჭიდროდ გადაიხლართა, რომ მათ ვერ შეძლეს წმინდა, ზეციური ჭეშმარიტების მკაფიოდ და ნათლად გაგება...ქიმ 236.5

    თუ ჩვენ გვსურს მთელი აზრით ჩავწვდეთ ღვთის სიღრმეებს, მაშინ ჩვენი სული უნდა შეივსოს დიადი მასწავლებლის სულით. ჭეშმარიტება გაამდიდრებს და განამტკიცებს ჩვენს გონებას. მისი სილამაზე, სიწმინდე, სისპეტაკე და მხნეობის ძალა შთააგონებს მათ, ვინც მას ღებულობს და ადამიანებს არ მოუნდებათ მხოლოდ თავისი მუშაობით შემოფარგვლა. ქანცგაწყვეტილი გული შეჰღაღადებს ცოცხალ ღმერთს: მაჩვენე შენი დიდება.ქიმ 236.6