Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    წუთისოფელში, მაგრამ არა წუთისოფლისა, 25 თებერვალი

    „ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით, ამბობს უფალი, უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ” (2 კორ. 6:17).ქიმ 58.1

    ურჯულოების მომრავლების გამო ბევრს უნელდება სიყვარული, მაგრამ ამ მიზეზით უნდა დავფაროთ თუ არა ჩვენი სინათლე? როდესაც ურჯულოება ვრცელდება და მრავლდება, ღვთის ხალხი კიდევ უფრო გულმოდგინებით უნდა ემსახუროს ღმერთს. როდესაც ხედავთ, რომ ბევრს გაუნელდა სიყვარული, საჭიროა ინტენსიური შრომა იმისათვის, რომ გამოუცხადო ქრისტე წუთისოფელს.ქიმ 58.2

    კანონი და სახარება ისე მჭიდროდაა გადახლართული, როგორც ქსოვილის სიგრძივი და განივი ძაფები. წყალობა და ჭეშმარიტება ერთმანეთს ხვდება, სიმართლე და მშვიდობა ერთმანეთს ეამბორება. აუცილებლად ღვთიური ეტალონის შესატყვისი უნდა ვიყოთ. მას აქვს გონიერ არსებათა სამართავი კანონი და თუ გვსურს, ვიყოთ ბედნიერი, უნდა დავიცვათ იგი. შევიყვაროთ ღმერთი. სიყვარული, რომელსაც დაუმორჩილებლობისკენ მივყავართ, - ესაა ეშმაკისეული შთაგონება; სიყვარული, რომელსაც მორჩილებისკენ მივყავართ, - ესაა ზეციური შთაგონება.ქიმ 58.3

    „გამოდით მათგან და გამოეყავით” - ამბობს უფალი. და კიდევ: „განიწმიდეთ”. მაგრამ როგორ გავიგოთ, რომ უწმინდურნი ვართ? ამას გვიჩვენებს ღმერთის კანონი. პირველი ოთხი მცნება ღმერთის წინაშე ჩვენს მოვალეობაზე მიუთითებს; შემდეგი ექვსი არ გვაძლევს ადამიანებისადმი ეგოისტური დამოკიდებულების უფლებას. როდესაც ვმარცხდები, მივაშურებ მაცხოვარს, რადგან ვიცი, რომ ის მომიტევებს უმეცრების ცოდვებს. იესო - ეს ჩემი მხსნელია, ცოდვათა მიმტევებელი. მან დაიცვა თავისი ზეციური მამის მცნებები და გვეუბნება, რომ ნეტარნი არიან მცნებათა დამცველნი, რადგან ქალაქის კარიბჭეებში შევლენ.ქიმ 58.4

    თუ ღმერთის მორჩილი ვართ, ბედნიერია ჩვენი ოჯახი. ასწავლეთ შვილებს, რომ ღმერთის მცნებები სამარადჟამოდაა მოცემული. ეს ძალზე მნიშვნელოვანი იყო ძველი ისრაელის ეპოქაში და ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია ამჟამადაც. თუკი მხოლოდ სიტყვებით იცავთ მცნებებს, ვერ შეხვალთ ქალაქში. შემოისარტყლეთ მცნებებით თქვენი გული და განახორციელეთ ისინი თქვენი ყველა საქციელით...ქიმ 58.5

    განა დღეიდან არ შეეცდებით, წარუდგინოთ წუთისოფელს ქრისტე? თქვენ თავშესაფარი გამოგიჩნდებათ და ნათლით გასხივოსნებული ქრისტიანები გახდებით. საკმაოდ დიდხანს ვიყავით თავჩაქინდრული და გაუხარებელი. განა უკეთესი არ იქნება, რომ გამოვიდეთ გამოქვაბულიდან და ღმერთის გვერდით დავდგეთ? მაშინ ქრისტე ჩვენს გვერდით ივლის და შევძლებთ ისევე ვისაუბროთ გამოსყიდვის შესახებ, როგორც მოწაფეები, როცა ისინი ქრისტესთან იყვნენ და სწავლობდნენ მისგან. მიუტანეთ იესოს ნათელი ახლობლებს!ქიმ 58.6

    თუკი ქრისტეს ჩვენს გულებში ადგილს მივუჩენთ, შევიყვარებთ ერთმანეთს და მაშინ გაიხსნება ყველაზე გასასტიკებული გულებიც კი... თუკი მორჩილებაში მყოფნი, ყოველ წამს მივიღებთ მის გარდამქმნელ ძალას, მაშინ მისი სიმართლე ჩვენი საფარველი გახდება.ქიმ 58.7