Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მიისწრაფოდეთ ზეციური მემკვიდრეობისაკენ, 14 მარტი

    „სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალნი, შენში რომ მოხდა, იგი ამ დღემდე იდგებოდა” (მათ. 11:23).ქიმ 76.1

    ღმერთი შეპირდა აბრაამს და მის თესლს, რომ მათ ექნებათ მამულები და მიწები, ამასთან, აბრაამი და მისი შვილები მხოლოდ და მხოლოდ მომთაბარენი და უცხონი იყვნენ. მემკვიდრეობა და მიწები, რომლებიც მხოლოდ აბრაამს კი არა, მის შვილებსაც ეკუთვნოდათ, არ მიეცემათ მათ, ვიდრე დედამიწა არ განიწმინდება. მაშინ აბრაამი მიიღებს უფლებას თავის წილზე, თავის მამულზე, ხოლო აბრაამის ძენი - თავის მამულებზე. ყოველ ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ ეს მიწა არაა ჩვენი სამკვიდრო, არამედ მემკვიდრეობა მოგვეცემა აღთქმულ მიწაზე. სოდომისა და გომორას დაღუპვა გვიჩვენებს, როგორი ხერხით განადგურდება წუთისოფელი. ჩვენთვის არაა უსაფრთხო იმედების დამყარება ამ ცხოვრებაზე. უპირველესად უნდა ვეძებოთ ღვთიური სასუფეველი და მისი სიმართლე...ქიმ 76.2

    სოდომი და გომორა ედემის მსგავსი იყო. უფალმა უხვად აკურთხა დედამიწის ეს ნაწილი. ლამაზმა და მომხიბვლელმა სამოთხემ არ უბიძგა იქ მცხოვრებთ, პატივი მიეგოთ ყველა ამ სიკეთის შემოქმედისათვის. როდესაც უფალმა ცეცხლისა და გოგირდის წვიმა მოავლინა ამ ქალაქების დასაღუპავად, რა გამანადგურებელი იყო ეს ყოველივე! რაოდენ იოლად, ერთი დარტყმით გადააქცია ღმერთმა ეს სამოთხის მსგავსი ადგილი საზარელ ფერფლად!ქიმ 76.3

    სოდომის განადგურება გაკვეთილია მათთვის, ვინც ქრისტეს დღეებში ცხოვრობდა და ეს კიდევ უფრო აქტუალურია დღეს. წაიკითხეთ მათ. 11:20-24. ვხედავთ, რომ სოდომელთა ბრალეულობა იზომება ნათლის იმ ზომით, რომელიც მიეცა მათ. და ესაა გაკვეთილი ყველასათვის, ვისაც ღმერთმა უბოძა ჭეშმარიტების უძვირფასესი ნათელი...ქიმ 76.4

    შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ თქვენ მიიღეთ და შეიმეცნეთ ჭეშმარიტება და ახლა შეგიძლიათ, შეჩერდეთ და აღარ იაროთ წინ. ერთია ჭეშმარიტების აღიარება და მეორე - ჭეშმარიტების ფლობა ისე, როგორც ეს იესოშია. როდესაც საქმით ხართ დაკავებული, როდესაც თქვენი ხელები და გონება დაკავებულია სასარგებლო საქმით, აუცილებლად უნდა იფიქროთ და გულმოდგინედ ილოცოთ. საჭიროა, რომ ზეციდან მოფენილმა ნათელმა გარკვეული სამუშაო შეასრულოს თქვენში. თქვენ გჭირდებათ რწმენა, რომელიც წარმოდგენილია ოქროს სიმბოლოთი. თქვენ უნდა აღმოაცენოთ იესოს სიყვარული საკუთარ გულში და უნდა გახსოვდეთ, რომ ის ანგელოზები, რომლებიც აბრაამსა და ლოტს გამოეცხადნენ, ჩვენს გვერდითაც შეიძლება იყვნენ, თუმცა უხილავად.ქიმ 76.5