Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    შეეცადეთ, დაიკავოთ ყოველთვის ხელსაყრელი პოზიცია, 12 თებერვალი

    „განუწყვეტლივ ვიხსენებთ თქვენი რწმენის საქმეს და სიყვარულის შრომას და ჩვენი უფლის იესო ქრისტესადმი, ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე, თქვენს იმედიან მოთმინებას” (1 თეს. 1:3).ქიმ 45.1

    ძველსა და ახალ აღთქმაში მოცემულ დარიგებებში ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთს სურს, გვასწავლოს, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ჩვენ და ჩვენმა ახლობლებმა იმ ხალხთან კონტაქტი, რომლებიც გარყვნილი აზროვნებით, მეტყველებითა და ქცევით გამოირჩევიან. არსებობს იმის საფრთხე, რომ ამგვარ ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობისას და მათი ცქერისას, გამოუცდელი მსახურები მიიღებენ ისეთივე სახეს, ხოლო სიწმინდისა და ჭეშმარიტების ნორმები დაკნინდება. იმის საშიშროებაც არსებობს, რომ გარყვნილება აღარ მოეჩვენება საშინელებად და ცოდვად იმ მოღვაწეებს, ვინც ცდილობს განახორციელოს რეფორმა, ხოლო ჭეშმარიტებას შეერევა ყოველდღიურობა და სიმდაბლე.ქიმ 45.2

    განსხვავება კარგსა და უღირს ადამიანს შორის ყოველთვის არ აიხსნება ბუნებრივი, თანდაყოლილი სიკეთით ან მანკიერებით. სიკეთე - ეს ღვთიური წყალობის ნაყოფია, რომელიც ადამიანურ ბუნებას გარდასახავს. ქრისტეში რწმენით, დაცემული მოდგმა კაცობრიობისა, გამოსყიდული მის მიერ, შეძლებს სწორედ იმ რწმენის შეძენას, რომელიც სიყვარულით მოქმედებს და ყოველგვარი მანკიერებისაგან სწმენდს ადამიანის სულს. მხოლოდ მაშინ გამოავლენს ადამიანი ქრისტეს თვისებებს, რადგან, მხოლოდ მაშინ, როცა უცქერენ ქრისტეს, ადამიანები გარდაისახებიან იგივე ხატად.ქიმ 45.3

    როდესაც ადამიანები მათგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო აშკარა და ამაზრზენი უწმინდურობის გარემოცვაში აღმოჩნდებიან, უნდა ახსოვდეთ, რომ ღმერთი და მისი ანგელოზები მათ გვერდით არიან. ისინი უსაფრთხოდ მხოლოდ მაშინ იგრძნობენ თავს, თუ შეჰყურებენ ქრისტეს, მათი რწმენის მეთაურსა და აღმსრულებელს. მათი დედა, მამა, ძმები და დები შეიძლება მოხვდნენ მტრის მხარეზე, მაგრამ ისინი დარწმუნებული არიან იმაში, რომ უფალი იცავს მათ. ჭეშმარიტების დაცვა მათ შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს, მაგრამ ისინი გადარჩებიან, მაშინ როცა უწმიდურთ დაღუპვა ელით.ქიმ 45.4

    ხანოქი თავის კარავს უწმინდურთა გვერდით არ შლიდა. ის არ დასახლებულა სოდომში იმ მიზნით, რომ შეძლებდა სოდომის გადარჩენას. ის თავის ოჯახთან ერთად ისეთ ადგილას ცხოვრობდა, სადაც ზნეობრივი ატმოსფერო მაქსიმალურად სუფთა იყო. მაგრამ დროდადრო იგი მოდიოდა ამ ქვეყნის მაცხოვრებლებთან, რათა მათთვის ღმერთის შესახებ ემცნო. ყოველთვის, როცა ამას აკეთებდა, გული ტკიოდა იმისაგან, რასაც იქ ხედავდა. ის ხედავდა ცოდვის კეთრს და გასაგები იყო მისი ბუნება. თავისი ხარების შემდეგ ხანოქს თან მიჰყავდა თავის განცალკევებულ ადგილას ისინი, ვინც მის გაფრთხილებას ყურად იღებდა. ამ ადამიანებმა დაამარცხეს ცოდვა და მოკვდნენ წარღვნამდე. მაგრამ ზოგიერთი ისე დიდხანს იმყოფებოდა ცოდვის ზეგავლენის ქვეშ, რომ სიმართლე მისთვის აუტანელი იყო. მათ ვერ დაიცვეს თავისი რწმენა სიწმინდეში და მიუბრუნდნენ თავის უწინდელ ჩვევებსა და საქმიანობას.ქიმ 45.5