Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სატანა მოგვიწოდებს: გვქონდეს საკუთარი თავის იმედი, 16 იანვარი

    „რადგან უწყის ღმერთმა, რომელ დღესაც შეჭამთ მაგ ნაყოფს, აგეხილებათ თქვენ თვალები და იქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი” (დაბ. 3:5).ქიმ 18.1

    დაუჯერეს რა მაცდურს, ჩვენმა პირველმა წინაპრებმა თავისი მშვენიერი სახლი დაკარგეს ედემში. სატანამ შეამჩნია, რომ ევა მზადაა, აჰყვეს ცდუნებას და იმასაც მიხვდა, რომ მას შეუძლია, არ ენდოს უფლის სიტყვას...ქიმ 18.2

    ეშმაკმა ისე გააკეთა, რომ ადამიანებს დანაშაული ნამდვილ კურთხევად მოჩვენებოდათ და გადაწყვიტეს, რომ აკრძალული ხის ნაყოფის ჭამის აკრძალვით, ღმერთმა მათ დაუმალა ყველაზე დიდი სიკეთე. თუ შეჭამთ აგეხილებათ თვალები და იქნებით ღმერთებივით. თვით ღმერთს გაუტოლდებით ცოდნითა და ძალით...ქიმ 18.3

    მაინც რა შესაძლებლობები იშლებოდა მათ წინ! „შეიქმნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი”. დაპირებული მიიღეს, მაგრამ რა ცოდნა იყო ეს! ცოდვის წყევლა - აი, რა შეიძინეს ადამმა და ევამ. ევამ ინდომა ის, რაც აკრძალული იყო ღმერთის მიერ. მან ღმერთისა და მისი წყალობის მიმართ უნდობლობა გამოავლინა, დამოუკიდებლობის სურვილი გამოთქვა და სურდა ის ეკეთებინა, რაც უკეთესად ეჩვენებოდა. ევამ ნაყოფი ადამს შესთავაზა და მისი მაცდუნებელი გახდა. ის ღმერთი გახდება და თავად განსაზღვრავს სათავისო კანონებს. ის აღარ აღიარებს არანაირ შეზღუდვებს. მაგრამ, ერთი შეხედვით ამ უწყინარმა ცოდვამ, იგი უფლის კანონის დამრღვევად აქცია...ქიმ 18.4

    უფალი იესო მოვიდა ჩვენს წუთისოფელში და იგივე მტერი ცდილობდა მის ცდუნებას. მან იგივე ადგილები გაიარა, სადაც ადამი ცდუნდა, მაგრამ სიმტკიცე და ღმერთის ერთგულება გამოიჩინა. ის წინ აღუდგა ეშმაკს და ადამიანთა მოდგმის სახელით გამარჯვება მოიპოვა. სამყარო ზეიმობდა. სატანა ქრისტეს მიუდგა თავისი დახვეწილი ცდუნებებით, რათა ებიძგა მისთვის ღმერთის გეგმასა და სიტყვაში ეჭვის შეტანისაკენ, დამოუკიდებელი პოზიციის დაკავებისაკენ. მაგრამ ქრისტემ ჩიხში მოამწყვდია მაცდური - მან არ მიმართა სატანასთან პოლემიკას, არამედ უფლის მტერს შეხვდა უფლისსავე სიტყვებით: „დაწერილია”.ქიმ 18.5

    „ანდა, ნუთუ არ იცით, რომ... თქვენს თავს არ ეკუთვნით? ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი” (1 კორ. 6:19, 20). და როგორი იყო ეს ფასი? ეს იყო ქრისტეს მსხვერპლი დასაღუპავად განწირული წუთისოფლის გადასარჩენად... ყველა, ვინც ქრისტეს შეუერთდება, გამოვლენ და წუთისოფელს გამოეყოფიან. ისინი არ შევლენ წუთისოფელში თავისი არჩევნის მიხედვით. ისინი თავს არ გამოცდიან ცდუნებით და არ აირჩევენ არაკეთილსაიმედო თანამეგობრობას. ისინი საერო განათლებას არ მიიღებენ, არჩევენ ქრისტეს სკოლაში სიარულს და უდიდეს მასწავლებელთან სწავლას. ის ყველას უხმობს: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ” (მათ. 11:28).ქიმ 18.6