Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    უფლის სიტყვა ხასიათის ჩამოყალიბების საძირკველია, 16 ივნისი

    „მოდი, ათი დღის მანძილზე გამოსცადე შენი მსახურნი: საჭმელად მწვანილი მოგვცენ და სასმელად წყალი. მერე კი... როგორც გენებოს, ისე მოგვექეცი შენს მსახურთ” (დან. 1:12,13).ქიმ 170.1

    დანიელმა ღმერთთან მართებული ურთიერთობები დაამყარა, გამოიყენა ყველა შესაძლებლობა და კარგად ერკვეოდა ნებისმიერ სიტუაციაში. იგი ტყვედ წაიყვანეს ბაბილონში. და სხვა ყმაწვილებთან ერთად მან ბაბილონის სასწავლო დაწესებულებებში გაიარა მომზადება, რათა შემდეგ მეფის კარზე საპასუხისმგებლო თანამდებობა დაეკავებინა. მას გამოუყვეს საჭმელსასმელი მეფის სუფრიდან, მაგრამ ჩვენ ვკითხულობთ, რომ დანიელმა მტკიცედ გადაწყვიტა, არ გაუწმინდურებულიყო სამეფო ულუფითა და ღვინით.ქიმ 170.2

    დანიელის ეს ნაბიჯი სავსებით მოფიქრებული იყო და არ წარმოადგენდა წუთიერი გრძნობების გამოძახილს... მან უთხრა მწდეს, რომელსაც მასზე და მის ამხანაგებზე ზედამხედველობა ევალებოდა: „მოდი, ათი დღის მანძილზე გამოსცადე შენი მსახურნი... ათი დღე რომ გავიდა, აღმოჩნდა, რომ ისინი შესახედაობით უფრო ლამაზები და ჯანიანები იყვნენ, ვიდრე ის ყმაწვილები, სამეფო ულუფაზე რომ იყვნენ”...ქიმ 170.3

    ამის შემდეგ დანიელმა და მისმა მეგობრებმა უარი თქვეს, მეგობრებად გაეხადათ ბნელეთის მთავრის მოციქულნი და წასულიყვნენ უმრავლესობასთან ერთად ბოროტ საქმეებზე. მაგრამ ისინი დაუმეგობრდნენ მწდეს და მასთან არანაირ გაუგებრობას არ ჰქონია ადგილი. ისინი მიმართავდნენ მას რჩევის მისაღებად და ამავე დროს თავისი ბრძნული საქციელითა და უზადო მანერებით მას კარგ გაკვეთილს აძლევდნენ.ქიმ 170.4

    უფლის ჩანაფიქრის მიხედვით ეს ახალგაზრდები ბაბილონში სინათლის გამტარებლები უნდა გამხდარიყვნენ. სატანა ამ გეგმის ჩაშლას აპირებდა. მან იმ ახალგაზრდების გონებაზე ზემოქმედებით, რომლებმაც ზურგი აქციეს ღმერთს, შთააგონა დანიელისა და მისი მეგობრების მიმართ შური. სატანის წაქეზებით მათ შეადგინეს გეგმები, რომელთა დახმარებითაც უნდა გამოეაშკარავებინათ ისინი, ვინც მტკიცედ და სწრაფად იზრდებოდა შემეცნებაში...ქიმ 170.5

    სატანა ცდილობდა მათ დაღუპვას... მაგრამ ყმაწვილები კეთილსინდისიერად იკვლევდნენ ღვთის სიტყვას, რათა ღვთის ნება შეემეცნათ. მათ მტკიცედ სწამდათ, რომ ის, ვისაც ისინი ემსახურებიან, ამცნობს მათ თავის ნებას და მათი რწმენის საპასუხოდ თავის სიტყვას აზიარებს... უფლის სიტყვა მათ თავის სახელმძღვანელოდ აქციეს და აღიქვამდნენ მას როგორც საძირკველს, რომელზედაც თავისი ხასიათი უნდა აეგოთ. მათ მხოლოდ ძველი აღთქმა ჰქონდათ...ქიმ 170.6

    სატანის ჩრდილი ხშირად ეცემოდა მათი ცხოვრების გზაზე, რათა ყმაწვილებისაგან ღვთიური ნათელი დაეჩრდილა, დაებნელებინა მათი რწმენა და შეესუსტებინა ღმერთისადმი მათ სასოება. მაგრამ ისინი არ დანებდნენ, და უფალმა მისცა მათ სიბრძნე და ძალა, რათა მისი დახმარებით ლოცვაში დაეძლიათ სირთულეები.ქიმ 170.7