Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ზეციურ მეთვალყურეებს ყოველი ნათქვამი სიტყვა ესმით, 21 აპრილი

    „და თქვეს: ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენ არ გველაპარაკა? და ისმინა ეს უფალმა” (რიცხ. 12:2).ქიმ 114.1

    აარონი და მირიამი არ უწონებდნენ მოსეს მეუღლის არჩევას... მათ ეჩვენებოდათ, რომ მოსე თავის უპირატესობაში იყო დარწმუნებული და მათ კი სამუდამოდ მეორე როლი უნდა შეესრულებინათ. სატანას სწორედ ამგვარი გრძნობების გაღვივება სურდა მათ გულებში, ვინაიდან ზეცაში დაწყებული საქმის გაგრძელებას აპირებდა... სატანას არ შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა აარონისა და მირიამის გონებრივ შესაძლებლობებსა და შინაგან ხედვაზე, მაგრამ მას შეეძლო წარმოედგინა მათთვის ზოგიერთი საგანი იმ შუქში, როგორც მას სურდა ცდუნების ცბიერი ხელოვნების მიხედვით... აარონი და მირიამი თანამოაზრენი გახდნენ. მათ ერთმანეთს აზრი გაუზიარეს და გადაწყვიტეს: „ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენ არ გველაპარაკა?” მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რა არის ნათქვამი ბოლოს: „და ისმინა ეს უფალმა”.ქიმ 114.2

    უფალს ბევრი რამ ესმის იქიდან, რასაც ხალხი ამბობს და ხვდება, რომ დღეს ბოროტება ბობოქარი ნიაღვარივით ფარავს ჩვენს წუთისოფელს იდუმალად ნათქვამი სიტყვების გამო. ადამიანებს ყოველთვის რომ ახსოვდეს მათ გვერდით დიდი მოწმობის არსებობის შესახებ, რომელსაც ესმის ყოველი მათი სიტყვა, საიდუმლო ოთახებში ნათქვამიც კი, ისინი აღარ იქნებოდნენ უდიდესი მატყუარას რუპორი. მათი საიდუმლო საუბრები არ გახდებოდა ის ბოროტი საფუარი, რომელიც მაცდური აზრების შეგონებას ემსახურება...ქიმ 114.3

    არსებობდა ღმერთი, ვინც მოსეს გაამართლებდა. ყური უგდეთ მის მოწმობას; ამ სიტყვებმა ჩვენამდე საუკუნეების შემდეგ მოაღწია და მოწმობდა იმას, რომ ღმერთი არ ეთანხმება გაუნათლებელი ადამიანების აზრს: „მოსე იყო კაცი ძალზე თავმდაბალი, დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ყველა ადამიანთაგან... და ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტით, და დადგა კარვის შესასვლელში, და დაუძახა აარონს და მირიამს, და გავიდნენ ორივე.ქიმ 114.4

    და უთხრა: ისმინეთ ჩემი სიტყვები: თუ არის ვინმე თქვენგანი წინასწარმეტყველი, მე უფალი, ჩვენებაში ვეცხადები მას, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან. ასე არაა ჩემს მსახურ მოსესთან, მთელ ჩემს სახლში ის არის ერთგული. პირისპირ ვლაპარაკობ მასთან... და ღრუბელი გაშორდა კარავს. და აჰა, მირიამი თოვლივით დაფარა კეთრმა”...ქიმ 114.5

    ვინაიდან აარონსა და მირიამს გამოუცხადა ნდობა უფლის საქმეში მონაწილეობისათვის, მათ გადაწყვიტეს, რომ მოსეს ტოლი იყვნენ და ამ საქმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ. მათ ეგონათ, რომ არა მარტო მოსე, არამედ ისინიც იმსახურებენ განსაკუთრებულ პატივისცემას. ყველას უნდა ახსოვდეს: სადაც არ უნდა დააყენოს ისინი ღმერთმა, მათ სრული ნდობა უნდა გამოავლინონ უფლისადმი.ქიმ 114.6