Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მხოლოდ ქრისტეს შეეძლო ცოდვის გამოსყიდვა, 24 იანვარი

    „რაკი იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი... არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა” (1 პეტრ. 1:18, 19).ქიმ 26.1

    ადამიანის დაცემით ზეცა უდიდესმა მწუხარებამ მოიცვა. უფლის მიერ შექმნილი სამყარო ცოდვით შეიბღალა. მასში თანდათან მრავლდებოდნენ ადამიანები, რომელთაც ცოდვის გამო ტანჯვით ცხოვრება და სიკვდილი მიესაჯათ. და თითქოს აღარ არსებობდა ცოდვებისაგან მათი ხსნის გზა. შეწყდა ანგელოზთა სახოტბო საგალობლები. ზეციური სავანეები ცოდვის დამანგრეველი შედეგის გამო ღრმა მწუხარებამ მოიცვა.ქიმ 26.2

    უფლის ძე, სამყაროს დიდებული მბრძანებელი, უდიდესი თანაგრძნობით განიმსჭვალა დაცემული კაცობრიობის მიმართ. უსაზღვრო სიბრალულმა შეიპყრო იგი ცოდვილი წუთისოფლის ვაების გამო, რომელიც ცას სწვდებოდა. მაგრამ უსასრულოდ ღვთიურმა სიყვარულმა თავიდანვე იზრუნა ადამიანის ხსნაზე და დაგეგმა მისი გამოსყიდვა. უფლის დარღვეული კანონი ცოდვილის სიცოცხლეს ითხოვდა... და მთელს უსასრულო სამყაროში არსებობდა ერთადერთი, უფალი, რომელსაც ადამიანის გულისათვის კანონის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება შეეძლო. ვინაიდან უფლის კანონი ისეთივე წმინდაა, როგორც თავად ღმერთი, ამიტომ მხოლოდ ღვთის ტოლსა და სწორს შეეძლო მომხდარი დანაშაულის გამოსყიდვა. ქრისტეს გარდა ვერავინ შეძლებდა დაცემული ადამიანის კანონის წყევლისაგან დახსნას და ზეცასთან მის შემორიგებას. ქრისტეს უნდა ეტვირთა დანაშაული და ცოდვის საშინელება, რაც იმდენად შეურაცხყოფს წმინდა და მართალ ღმერთს, რომ მას მამა და მისი ძე განშორებამდე უნდა მიეყვანა.ქიმ 26.3

    მთელი ზეციური მხედრობა ენით გამოუთქმელი მღელვარებით ელოდა მამისა და ძის თათბირზე მიღებულ გადაწყვეტილებას იმ დროს, როდესაც ძე ცოდვილთათვის შუამდგომლად წარსდგა მამის წინაშე. დიდხანს გაგრძელდა ეს საიდუმლო თათბირი - „თანხმობა... ამ ორთა შორის” (ზაქ. 6:13), რომელზედაც დედამიწის ცოდვილ შვილთა ბედი წყდებოდა. გადარჩენის გეგმა ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე არსებობდა, ვინაიდან ქრისტეა „წუთისოფლის დასაბამიდან დაკლული კრავი” (გამოცხ. 13:8). თუმცა სამყაროს მბრძანებელი უდიდესი სულიერი ბრძოლის შედეგად დათანხმდა სასიკვდილოდ გაეწირა თავისი ერთადერთი ძე დაცემული კაცობრიობისათვის... ო, რა დიდია გამოსყიდვის საიდუმლო! როგორ უყვარდა ღმერთს წუთისოფელი, რომელმაც უარყო იგი! ვინ ჩასწვდება ამ სიყვარულის სიბრძნეს, ის ხომ ყოველგვარ „გონიერებას აღემატება”?ქიმ 26.4

    უფალი ღმერთი ქრისტეში უნდა გამოცხადებოდა წუთისოფელს და ამგვარად შემოერიგებინა იგი (იხ. 2 კორ. 5:19). ადამიანი იმდენად გააუწმინდურა ცოდვამ, რომ თავად ვერასოდეს შეძლებდა შერიგებას იმასთან, ვინც ასე წმინდა და კეთილია. მაგრამ ქრისტემ, რომელმაც კაცობრიობა ცოდვის მსჯავრისაგან გაათავისუფლა, თავისი ღვთიური ძალა ადამიანის უძლურებას დაუკავშირა, რის შედეგადაც ღვთის წინაშე მანანიებითა და ქრისტეში რწმენით ადამის დაცემულ შვილებს მიეცათ შესაძლებლობა, კვლავაც „ღვთის შვილებად” იწოდებოდნენ (1 იოან. 3:2).ქიმ 26.5