Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ყოველთვის მიაგეთ ღმერთს მისი კუთვნილი იმ აზრებისათვის, რომელსაც გვიგზავნის, 18 ივნისი

    „დანიელს ღამის ხილვაში გაეხსნა საიდუმლო და აკურთხა დანიელმა ზეციერი ღმერთი” (დან. 2:19).ქიმ 172.1

    დანიელმა შესაკითხად უფალს მიმართა, როდესაც გამოვიდა ბრძანება ბაბილონის სამეფოს ყველა ბრძენის განადგურების შესახებ, რადგან მათ ვერ შეძლეს მეფის მიერ დავიწყებული სიზმრის ახსნა და განმარტება. მეფემ ბრძანა არა მარტო სიზმრის ახსნა, არამედ მისი შინაარსის შეხსენებაც...ქიმ 172.2

    ჯადოსნები შიშით ძრწოდნენ. მათ განაცხადეს, რომ მეფე უგნური თხოვნით მიმართავდა მათ, რადგან არც ერთ მბრძანებელს მსგავსი არაფერი მოუთხოვია თავისი ქვეშევრდომებისათვის. მეფე განრისხდა და ისე მოიქცა, როგორც განუსაზღვრელი ხელისუფლებისა და მოუთოკავი ვნებების მქონე ყველა მონარქი. მან გადაწყვიტა ყველა ბრძენის სიკვდილით დასჯა, და ვინაიდან დანიელი და მისი მეგობრები მათ რიცხვს მიეკუთვნებოდნენ, მათაც ეს ხვედრი უნდა გაეზიარებინათ...ქიმ 172.3

    დანიელი მეფესთან გამოცხადდა და სთხოვა, მიეცა მისთვის დრო, რათა ეს საქმე წარედგინა სამყაროს უზენაესი სასამართლოს წინაშე, რომლის გადაწყვეტილებაც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. როცა მისი თხოვნა დაკმაყოფილდა, დანიელმა ყველაფერი მეგობრებს უამბო და ერთად სცეს თაყვანი ჭეშმარიტ ღმერთს. როცა ყველაფერი აწონდაწონეს, მუხლი მოიყარეს და თხოვდნენ ღმერთს, მიეცა მათთვის სიბრძნე და ძალა, რადგან მხოლოდ მათ შეეძლო განსაცდელიდან მათი დახსნა... მხურვალე მონანიებაში წარუდგინეს ყმაწვილებმა თავისი საქმე სამყაროს დიად მსაჯულს. ეს იყო ყველაფერი, რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ.ქიმ 172.4

    დანიელი ლოცულობდა: „ჩემი მამაპაპის ღმერთო, გმადლობ და გაქებ. შენ მომეცი სიბრძნე და ძალა, შენ გამომიმჟღავნე ის, რასაც გევედრებოდით; რადგან შენ გაგვიმჟღავნე მეფის ამბავი”...ქიმ 172.5

    იესო ქრისტეს სული იყო დანიელზე და ითხოვდა იგი, რათა ბაბილონის ბრძენკაცები არ დაღუპულიყვნენ. ქრისტეს მიმდევართ სატანის თვისებები არ გააჩნიათ, რომელსაც სიამოვნებას ანიჭებს უფლის ქმნილებათა დამწუხრება და დათრგუნვა, მათში მათივე მასწავლებლის სული ცოცხლობს, რომელმაც თქვა, რომ „მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად”...ქიმ 172.6

    მაშინ არიოქმა დაუყოვნებლივ მიჰგვარა დანიელი მეფეს და ასე უთხრა: „აჰა, ვნახე კაცი გადმოსახლებულ იუდეველთა შორის, რომელსაც შეუძლია აუხსნას მეფეს სიზმარი”. მაშინ იგი [დანიელი] აღიარებს მორჩილი გონებით, რომ მისი როდია ეს სიბრძნე, არამედ ეს სიბრძნეა ზეციერი ღმერთისა და რომ ხილვაც მიეცა ღვთის მორჩილთა გამო, რადგან იცოდეს მეფემ თავისი გულის ზრახვები.ქიმ 172.7