Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტე „ივსებოდა სიბრძნით”, როცა თავისი მამის საქმეს აკეთებდა, 4 აგვისტო

    „ნუთუ არ იცით, რომ მამის სახლში უნდა ვიყო?” (ლუკ. 2:49).ქიმ 219.1

    იოსები და მარიამი ყოველწლიურად ქალაქ იერუსალიმში ჩადიოდნენ პასექის დღესასწაულზე. და თორმეტი წლის იესოც მათთან ერთად გაემგზავრა ქალაქში. როდესაც დღესასწაული დასრულდა, მშობლები შინ გაეშურნენ ნათესავებთან ერთად. იესო არ იყო მათთან და ჩათვალეს, რომ იგი ამხანაგებთან ერთად წავიდა სახლისაკენ. მთელი დღის სიარულის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ის მათთან ერთად არ იყო. შეშინებული იოსები და მარიამი ქალაქში დაბრუნდნენ და იმაზე ფიქრობდნენ, თუ რა შეიძლება შემთხვეოდა პატარა იესოს...ქიმ 219.2

    იესომ იცოდა, რომ ღმერთმა დააჯილდოვა შესაძლებლობით, სიბნელეში მყოფთათვის სინათლე ექადაგა და ყველაფერი ეკეთებინა, რისი ძალაც შესწევდა, რათა რაბინთა და მასწავლებელთათვის ჭეშმარიტება გაეხსნა. მან უბიძგა მათ, ელაპარაკათ სხვა მუხლების შესახებ წმინდა წერილიდან, სადაც მოთხრობილია მესიის შესახებ, ვის მოსვლასაც ისინი ელოდნენ. მათ ეჩვენებოდათ, რომ ქრისტე მალე უნდა მოსულიყო დედამიწაზე დიდებით და ებრაელი ხალხი მსოფლიოში ყველაზე დიდებულ ხალხად ექცია. მაგრამ იესო შეეკითხა მათ, რას გულისხმობს ის მუხლები, სადაც ლაპარაკია უფლის ძის მორჩილ ცხოვრებაზე, მის ვნებასა და მწუხარებაზე, იმაზე რომ უარყოფენ და სასიკვდილოდ გასცემენ. თუმცა ქრისტე ჰგავდა ბავშვს, რომელიც დახმარებას ეძებს მათთან, ვინც მასზე ბევრად დიდია, ყოველი თავისი სიტყვით ის მათ ანათლებდა...ქიმ 219.3

    ასწავლიდა რა სხვებს, ქრისტე თავადაც იღებდა შემეცნების ნათელს თავისი შრომისა და მისიის შესახებ ამ წუთისოფელში, რადგან წერილში ნათქვამია, რომ ქრისტე „ივსებოდა სიბრძნით”. რა ბევრს ასწავლის ეს სიტყვები ჩვენი დროის ახალგაზრდობას! მას შეუძლია ქრისტესთან დაახლოება და უფლის სიტყვის შესწავლითა და სულიწმიდის ნათლის მიღებით, სხვებსაც ასწავლოს...ქიმ 219.4

    ბრძენნი გააკვირვა ყმაწვილი იესოს შეკითხვებმა... შესვენებისას მარიამმა უთხრა მას: „ეს რა გვიყავი შვილო? აჰა, მამაშენი და მე შეწუხებულნი დაგეძებთ.” მაშინ იესოს სახე ღვთიური ნათელით განათდა. მარცხენა ხელი ასწია და თქვა: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცით, რომ მამის სახლში უნდა ვიყო?”.. ისინი ვერ მიხვდნენ, რა ჰქონდა მას მხედველობაში, მაგრამ იცოდნენ, რომ ის ერთგული შვილია, ყოველთვის მშობლების დამჯერი. იყო რა უფლის ძე, მაინც დაბრუნდა ნაზარეთში და თავისი მშობლების მორჩილი დარჩა.ქიმ 219.5