Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    უფრო მეტად ზეციური, ნაკლებად - საკუთარი, 28 თებერვალი

    „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები. გაირეცხეს თავიანთი სამოსელი და გაათეთრეს ისინი კრავის სისხლით” (გამოცხ. 7:14).ქიმ 61.1

    ო, რარიგ მსურს ფიქრებში გადაგიყვანოთ მომავალ დიდებაში და აღვბეჭდო ყველა გონებაში ის დიადი მსხვერპლი, რომელიც საჭირო გახდა კაცთა მოდგმის გამოსასყიდად! თქვენზეა დამოკიდებული, დატკბებით თუ არა ამ დიდებით.ქიმ 61.2

    ყოველ ადამიანს ღმერთმა სხვადასხვა ნიჭი უძღვნა და თუ არ ვზრუნავთ მისი განვითარებისათვის, დავმარცხდებით და საუკუნო სიცოცხლეს დავკარგავთ. ზეცამ ყველაფერი გააკეთა ჩვენი ამაღლებისათვის და თუ ჩვენ, ჩვენივე მხრიდან მარცხს ვიგემებთ, ღმერთის მსხვერპლი ვერავითარ სიკეთეს ვერ მოგვიტანს. ნუთუ ავიწონებით და ძალზე მსუბუქი აღმოვჩნდებით? თუ მათ შორის ვიქნებით დიდებით, ვინც სპეტაკი სამოსით შეიმოსება? ეს ჩვენს ქმედებებზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ ვშრომობთ ღმერთის სახელოსნოში, ის დახვეწავს ჩვენს ხასიათს და გაალამაზებს მას, რათა ზეციურ სავანეებში ცხოვრებისათვის გამოსადეგი გავხდეთ.ქიმ 61.3

    ო, რა შეუდარებელია ჩვენი საყვარელი მხსნელის მომხიბვლელობა! არაფერია ფასეული მიწიერ საგანძურებში - საკმარისია მზერა ვესროლოთ გოლგოთას. მსურს, ყველამ მიიღოს შემოთავაზებული ხსნა. ყველას მოუწევს რაღაცის გაკეთება და თუკი ყველა გაიმარჯვებს, მათი ბაგეებიდან მოწყდება შეძახილი: „ღირსია, ღირსია კრავი, ჩვენთვის დაკლული!”ქიმ 61.4

    გსურთ თუ არა ფლობდეთ საუკუნო სიცოცხლეს? თუ გსურთ, მაშინ აუცილებლად უნდა აქციოთ ზურგი მიწიერ სიამოვნებებს. ჩვენი საუკუნის უკეთურება ისევე დიდია, როგორც ნოეს დღეებში. მაგრამ მაინც მოიძებნა ერთი კაცი, რომელიც დადიოდა ღმერთთან იმ ცრუ და გარყვნილ მოდგმაშიც კი. ხანოქმა თავისი მზერა ღმერთს მიაპყრო და ღმერთმაც არ დატოვა იგი, არამედ ბოლოს და ბოლოს წაიყვანა ცოდვილი წუთისოფლიდან. ხანოქი განასახიერებს მათ, ვისაც ქრისტე, მეორედ მოსვლისას, ზეცაში აიყვანს, რათა იქ შეკრიბოს თავისი ხალხი. მზადა ვართ ქრისტეს მოსვლისათვის? ვეძებთ თუ არა ღმერთთან მუდმივად და ყოველდღიურად იმ ძალას, რომელიც დაგვიცავს მტრის შემოტევისაგან? გავირეცხეთ თუ არა ჩვენი სამოსი და გავასპეტაკეთ კი კრავის სისხლით?ქიმ 61.5

    ღმერთს ჩვენთან სერიოზული ურთიერთობის დამყარება სურს და თავის უფლებებს გვიცხადებს ყველა ჩვენს ძალასა და ნიჭზე. ჩვენ გვჭირდება დიდი დასტაქარი განკურნებისათვის. უნდა გვქონდეს მეტი ზეციური, საკუთარი კი - ნაკლები. უნდა ვიყოთ ღვთიური ბუნების თანაზიარნი. რაოდენ დიდი სიყვარული გამოგვეცხადა! ღვთის ძემ დატოვა ზეციური ტახტი და თავი გაწირა ჩვენთვის. ის გაღატაკდა ჩვენს გამო, თავისი ღვთიურობა ადამიანური ბუნებით შემოსა. მზადა ხართ მას უპასუხოთ თავდადებითა და გაჰყვეთ თქვენს მაცხოვარს? ფუჭად ნუ გაფლანგავთ დარჩენილ მცირე დროს მიწიერი პატივის ძიებაში და ამის გამო უარს ნუ იტყვით მარადიული სიცოცხლის უძვირფასეს ძღვენზე!ქიმ 61.6