Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First
    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents

    „სრული იყავ შენს გზებზე”, 3 იანვარი

    „უნაკლო იყავი შენს გზაზე შენი შექმნის დღიდან, სანამ არ აღმოჩნდა შენში უსამართლობა” (ეზეკ. 28:15).ქიმ 5.1

    სანამ უფლის მიერ შექმნილი არსებები აღიარებდნენ სიყვარულის კანონის სამართლიანობას, მთელ სამყაროში სრული ჰარმონია სუფევდა. შემოქმედის ნების აღსრულება დიდ სიხარულს გვრიდა ზეციურ მხედრობას. მისი დიდების ნათელში ყოფნა და მისი სახელის დიდება უდიდეს ბედნიერებას და კმაყოფილებას ანიჭებდა მას. და რადგან უფლის სიყვარული მათთვის უმთავრესი იყო, ერთმანეთის მიმართაც გულწრფელი და უანგარო გრძნობებით იყვნენ გამსჭვალულნი. არც ერთი ყალბი ბგერა არ არღვევდა ზეციურ ჰარმონიას. მაგრამ ამ ბედნიერ სამყაროში რაღაც შეიცვალა. გამოჩნდა ვიღაც, ვინაც ბოროტად გამოიყენა უფლის მიერ ყოველი წმინდა არსებისადმი ბოძებული თავისუფლება. ცოდვა იშვა მასში, ვინც ყველაზე მეტად იყო ღვთისაგან განდიდებული ქრისტეს შემდეგ, ვისაც უმაღლესი ძლიერება და დიდება ებოძა ზეცის სხვა ბინადართა შორის. ლუციფერი, „განთიადის ძე”, „წმიდა და უნაკლო”, პირველი იყო ნათელ ქერუბიმთა შორის. იგი ყოველთვის შემოქმედის გვერდით იყო და მარადცოცხალი ღმერთის სახიდან არეკლილი მარადიული დიდების სხივი მოსავდა...ქიმ 5.2

    თანდათანობით გაიზარდა ლუციფერში თვითგანდიდებისაკენ სწრაფვა... მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველა ზეციურ მკვიდრზე უფრო მეტად იყო აღზევებული, გაბედა სწრაფვა იმ დიდებისაკენ, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნოდა. ზეციურ მკვიდრთა ყურადღების, სიყვარულისა და ერთგულების უზენაესისაკენ მიმართვის ნაცვლად იგი აიძულებდა მათ, ერთგული სამსახური გაეწიათ მისთვის, ლუციფერისათვის. მოისურვა რა დიდება, რომლითაც მარადიულმა ღმერთმა შემოსა თავისი ძე, ეს მთავარი ანგელოზი შეეცადა ხელში ჩაეგდო ძალაუფლება, რომელიც მხოლოდ ქრისტეს ეკუთვნოდა...ქიმ 5.3

    ანგელოზთა მთავარმა მიზნად დაისახა კამათის საგნად ექცია უფლის ძის უზენაესი ხელისუფლება, რათა ამით ანგელოზებში დაეთესა ეჭვი ღვთის სიბრძნისა და სიყვარულის მიმართ. ამ გეგმის განსახორციელებლად საჭირო იყო მისი სრულქმნილი გონების დაძაბვა, რითაც მას, ქრისტეს შემდეგ, პირველი ადგილი ეჭირა ზეციურ ანგელოზთა შორის, მაგრამ უფალმა ღმერთმა, ვინც თავის მიერ შექმნილ ყოველ არსებას თავისუფალი ნება მისცა, არ დატოვა დახმარების გარეშე არც ერთი სული, მოხვედრილი ამ მოჩვენებითი სამართლიანობის ბადეში, რომლითაც მეამბოხე თავის გამართლებას ლამობდა. დიადი ბრძოლის დაწყებამდე ყველას ნათლად უნდა წარმოედგინა ნება უფლისა, ვისი სიბრძნეცა და სიკეთეც მათი სიხარულის უშრეტი წყარო იყო.ქიმ 5.4

    Larger font
    Smaller font
    Copy
    Print
    Contents