Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    აღზრდის ღვთიური მეთოდები განსხვავდება ადამიანთა მეთოდებისაგან, 2 აპრილი

    „გაიქცა მოსე ფარაონისაგან და გაჩერდა მიდიანის ქვეყენაში” (გამ. 2:15).ქიმ 95.1

    ორმოცი წელი მწყემსავდა მოსე ფარას, ცდილობდა უკეთ ჩაწვდომოდა საკუთარ სულს და ამგვარად, მორჩილების გზით განწმენდილიყო, რათა უფალს შეძლებოდა მისი მეშვეობით საკუთარი ნების აღსრულება. უფალი თავის სამსახურში არ იღებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც მექანიკურად აზროვნებენ და შეიგრძნობენ გარემოს. აზრებიც და გრძნობებიც ფრიად მნიშვნელოვანია მისი საქმის საკეთებლად, მაგრამ ადამიანის ხასიათის ეს ელემენტები უნდა განიწმინდოს ნაკლოვანებებისაგან არა ლაპარაკით ღვთის ნების შესახებ, არამედ მისი ნების აღსრულების გზით. ვისაც მისი ნების შესრულება სურს, ის ეუფლება მას. მოსემ ღვთის სკოლა გაიარა. მან გაუძლო გონებრივი მომზადების ხანგრძლივ პროცესს, რათა ისრაელის მხედრობის ღირსეული ბელადი გამხდარიყო.ქიმ 95.2

    შთაგონება ეწვევათ უფლის რჩეულთ, მაგრამ არა იმათ, ვისაც თავისი გონებრივი უპირატესობისა სჯერა, ყველას, ვისაც ღმერთი თავისი ნების გამტარებლებად აირჩევს, უნდა ჰქონდეს მოკრძალებული შეხედულება საკუთარ თავზე, აგრეთვე დაჟინებითა და გულმოდგინებით უნდა ეძიებდეს სინათლეს. ღმერთი სულაც არ ითხოვს, რომ ადამიანმა საკუთარი ნებით იმდენად დაიმციროს თავი, რომ სულ უფრო მეტად გამოუსადეგარი გახდეს სერიოზული საქმეებისათვის. ღმერთი მოუწოდებს თითოეულს, ვისთანაც თანამშრომლობს, მიმართონ თავისი ძალები ფიქრისა და ლოცვისაკენ, რათა არ დაკარგონ რწმენა და იმედი.ქიმ 95.3

    ბევრს, მოსეს მსგავსად, უხდება აუცილებელი გაკვეთილების ხელახლა შესწავლა. მოსეს გააჩნდა ყველაზე მკაცრი გონებრივი და ზნეობრივი თვითდისციპლინის მოთხოვნილება და ღმერთიც მუშაობდა მასზე, რათა ის გონებითა და გულით სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო სხვათა სწავლებისათვის. მოსემ ეგვიპტის მეფის კარზე მიიღო განათლება. მას მხედართმთავრობისათვის ამზადებდნენ და ასწავლიდნენ მეცნიერების სხვადასხვა დარგებს, რადგან ყველა მათგანი შეიძლება გამოდგომოდა. ეგვიპტელ კერპთაყვანისმცემელთა ცრუ თეორიები ღრმად შეიჭრა მის გონებაში და არც თუ ისე ადვილი იყო მისი გამოსწორება, გათავისუფლება გარემოს გავლენისაგან და, საერთოდ, ყველაფრისაგან, რასაც ის ასე დიდხანს ხედავდა.ქიმ 95.4

    სწორედ ასეა საქმე ბევრის მიმართაც, ვინც ცრუ განათლება მიიღო რომელიმე დარგში. საჭირო იყო მოსეს გონებიდან წვეთწვეთობით ამოძირკვულიყო წარმართთა ცოდნის, მრწამსის და ტრადიციების მთელი ნაგავი. ითრო დაეხმარა მას ჭეშმარიტ რწმენასთან მისვლაში იმდენად, რამდენადაც თავად ესმოდა იგი. მოსემ მთელი თავისი ძალისხმევა მიმართა ნათელთან მისასვლელად, რათა წრფელი გულით ეხილა ღმერთი. და ისიც ეცხადებოდა. ეგვიპტეში, აგრეთვე მწყემსობაში, სუფთა ჰაერზე, მთაში მიღებული საფუძვლიანი გონებრივი მომზადების წყალობით იგი გახდა ღრმა მოაზროვნე და უფლის სიტყვის მტკიცე მიმდევარი.ქიმ 95.5