Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთის დამცავი ღრუბელი უდაბნოში, 7 აპრილი

    „ნუთუ არ იყო სამარხები ეგვიპტეში, დასახოცად უდაბნოში რომ წამოგვიყვანე? ეს რა გვიყავი ჩვენი გამოყვანით ეგვიპტიდან!” (გამ. 14:11).ქიმ 100.1

    ისრაელის ძეთა გამოცდილება, როდესაც ისინი ეგვიპტიდან გამოდიოდნენ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მილიონზე მეტი ადამიანი სწორ გზას აცდა, როგორც ეს მათ ეჩვენებოდათ და აღმოჩნდა კლდეებს შორის უდაბნოში. მათ წინ მეწამული ზღვა გადაშლილიყო, ხოლო უკან ესესაა ფარაონის მხედრობა გამოჩნდებოდა.ქიმ 100.2

    თავისი მოგზაურობის დასაწყისშივე ისრაელიანნი ღრუბელს მიჰყვებოდნენ. ბნელი და გაუნათლებელი ადამიანები, რომლებიც დიდხანს ცხოვრობდნენ ცრუმორწმუნეთა მონობაში, განცვიფრებულები უცქერდნენ ამ ღრუბელს. ზოგს ეშინოდა მისი, ზოგიც სიკეთის მომასწავებლად თვლიდა მას. ის იყო, ებრაელები ზღვასთან ბანაკად განლაგდნენ, დაინახეს, რომ მათ ეგვიპტელთა მხედრობა წამოეწია. შიშმა მოიცვა ისრაელიანთა გულები. ღმერთს მოუხმობდნენ საშველად, მაგრამ მათმა უმრავლესობამ მოსეს მიაშურეს ჩივილით...ქიმ 100.3

    მოსეს დიდად აღელვებდა თავისი ხალხის მცირე რწმენა, მიუხედავად იმისა, რომ ებრაელები მუდმივად ხედავდნენ ღმერთის ძალის გამოვლინებას მათ დასაცავად... მართლაც, გადარჩენის არც ერთი შანსი არ ჰქონდათ. მხოლოდ ღმერთის ზებუნებრივ ჩარევას შეეძლო ამ ხაფანგიდან ებრაელთა დახსნა. თუმცა მოსეს არ ეშინოდა შედეგებისა, რადგან იცოდა, რომ ამ ადგილზე ღმერთის მითითებით აღმოჩნდა. მან მშვიდად და მტკიცედ უპასუხა ხალხს: „ნუ გეშინიათ, დადექით და იხილავთ უფლის ხსნას”...ქიმ 100.4

    ადვილი არ იყო ისრაელის ხალხის დამორჩილება ღმერთის წინაშე მოლოდინისას. უდისციპლინო და თავშეუკავებელი ხალხი უმართავი გახდა და დაკარგა ჯანსაღი აზრი... ებრაელები მიჰყვებოდნენ ღრუბლის სვეტს, რომლის მეშვეობითაც წინ ღმერთი მიუძღვებოდათ, მაგრამ ახლა ეჭვი გაუჩნდათ: ხომ არ მოასწავებს ეს სვეტი რაიმე უბედურებას? განა მან არ შეიყვანა ისინი ჩიხში, იმის ნაცვლად, რომ მთების მეორე მხარეს გადასულიყვნენ?..ქიმ 100.5

    მაგრამ ბანაკთან ეგვიპტელთა მხედრობის მოახლოებისას ღრუბლის სვეტი დიდებულად ამაღლდა, გადაევლო თავს ისრაელიანთ და დაეშვა მთასა და ეგვიპტელებს შორის, რომელთაც იოლი წარმატების იმედი ჰქონდათ. მდევართა და მათ შესაძლო მსხვერპლთ შორის წყვდიადის კედელი აღიმართა. ეგვიპტელები ვეღარ ხედავდნენ ებრაელთა ბანაკს და იძულებული გახდნენ, გაჩერებულიყვნენ. როდესაც ჩამოწვა ღამის წყვდიადი, ღრუბლის კედელმა დღის შუქით გაანათა მთელი მათი ბანაკი. ის, რაც ასე აშინებდა ხალხს, ახლა მათი მფარველი გახდა.ქიმ 100.6