Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ზოგიერთი ყველაფერზე მიდის, რათა დაშორდეს ღმერთს, 3 მარტი

    „მოდით, ავაშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თავიც ზეცას მისწვდება. და ასე შევიქმნათ სახელი, ვიდრე გავიფანტებით მთელი ქვეყნის პირზე” (დაბ. 11:4).ქიმ 65.1

    ნოეს შთამომავალთა ნაწილი მალე ღმერთისაგან განდგომის გზას დაადგა... ისინი მოშორებით, დიდ ველზე დასახლდნენ... იქ ააშენეს ქალაქი, შემდეგ კი ჩაიფიქრეს მაღალი, თვით ღრუბლებამდე აზიდული გოდოლის (კოშკის) აგება, რათა ერთად ეცხოვრათ ამ ქალაქში და გოდოლში და არ გაფანტულიყვნენ მთელს დედამიწაზე. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მაღალი გოდოლი იხსნიდა მათ კიდევ ერთი წარღვნის შემთხვევაში, რადგან იგი იმაზე მაღალი იქნებოდა, რა სიმაღლეზეც წარღვნის დროს აიწია წყლის დონემ და მთელი მსოფლიო განადიდებდა მათ... გოდოლის მშენებლობისას ადამიანები უკვე ცხოვრობდნენ მასში. უზარმაზარი, მდიდრულად მოწყობილი დარბაზები მათი კერპების პატივსაცემად იგებოდა...ქიმ 65.2

    მაგრამ ბაბილონის მცხოვრებთა შორისაც აღმოჩნდნენ ღვთისმოშიში ადამიანები, რომლებიც აცდუნეს უღმერთოებმა და თავის ინტრიგებში გახლართეს. ისინი შეთქმულებაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, თუ ეცოდინებოდათ, რომ იგი ღმერთის წინააღმდეგ იყო მიმართული. ისინი არ მოუტყუებია საოცარ ხატებსა და დიდებულ გარეგნულ სახეს. ამ ერთგულთა გამო უფალმა გადადო თავისი სამსჯავრო და ხალხს თავისი ნამდვილი ხასიათის გამოვლენის დრო მისცა...ქიმ 65.3

    ეს შეთქმულება ღმერთის წინააღმდეგ ამბოხის შედეგი იყო. შინყარის ველის მცხოვრებლებმა სამეფო შექმნეს თავისი თავის, და არა ღმერთის განსადიდებლად. პირველი მეამბოხის მეთაურობით აღტკინებული, მტკიცედ შემართული ადამიანები, რომლებიც კვლავაც მისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, არ დაუშვებდნენ მათ გეგმებში ჩარევას და არ შედრკებოდნენ თავის ცოდვილ გზებზე სიარულისას. ღვთიურ მითითებათა ნაცვლად ისინი მიიღებდნენ მათი ეგოისტური გულების სურვილთა საპასუხო კანონებს, რათა თავისი გულისწადილი აღესრულებინათ.ქიმ 65.4

    მაგრამ ღმერთი არასოდეს ტოვებს ქვეყანას თავის მოწმეთა გარეშე. ღმერთის მოშიშნი და მოყვარულნი წარღვნის შემდგომი პირველივე განდგომილების პერიოდში ავლენდნენ ღმერთისადმი მორჩილებას და შეჰღაღადებდნენ მას. „ო, ღმერთო, - ევედრებოდნენ ისინი, - დაიცავი შენი საქმე და ჩაშალე ამ ხალხთა ჩანაფიქრი და გეგმები”. „და ჩამოვიდა უფალი, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენებდნენ ადამიანების ძეები”...ქიმ 65.5

    ღმერთი დიდხანს ითმენს ადამიანთა უკეთურობასა და სიკერპეს, აძლევს რა მათ მონანიების ყველა შესაძლებლობას, მაგრამ ის ყველა იმ ხრიკს ამჩნევს, რომელთა მეშვეობითაც ისინი ღვთის სამართლიანი და წმინდა კანონის ავტორიტეტს ეწინააღმდეგებიან. იმისათვის, რომ ეჩვენებინა თავისი უკმაყოფილება გოდოლის მშენებლობის გამო, უფალმა აურია მშენებელთა ენები ისე, რომ ვერავის ერთმანეთის ვერაფერი გაეგო.ქიმ 65.6