Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მაღალი მდგომარეობა არ გამორიცხავს ლოცვის მოთხოვნილებას, 24 ივნისი

    „შენი ყური სმენად იყოს შენი მსახურის ლოცვის მიმართ და შენს მსახურთა ლოცვის მიმართ, რომელთაც სწადიათ შენი სახელის მოშიშება და ახლა გემუდარები, ხელი მოუმართე შენს მსახურს და წყალობა აპოვნინე ამ კაცის წინაშე!” (ნეემ. 1:11).ქიმ 178.1

    ებრაელ ტყვეს ნეემიას გავლენიანი და საპატიო მდგომარეობა ეკავა სპარსეთის მეფის კარზე. ვინაიდან მეფის ღვინისმწდე იყო, უფლება ჰქონდა მეფის საძინებელში შესულიყო და მეფესთან ასეთი სიახლოვის, უზადო ნიჭისა და ერთგულების წყალობით, ნეემია მონარქის მრჩეველი გახდა. ის ამაღლებული პრინციპების, უმწიკვლო და შორსმჭვრეტელი ადამიანი იყო.ქიმ 178.2

    წარმართებს შორის, მეფურ ფუფუნებასა და დიდებულებაში ცხოვრებამ არ დაავიწყა ნეემიას თავისი მამაპაპისა და ხალხის ღმერთი. ხალხისა, რომელსაც ღმერთმა წმინდა სიტყვა მიანდო. მაღალმა მდგომარეობამ არ დააკარგვინა მას ღვთისმოსაობა და თანამოძმეთა სიყვარული. მას არ რცხვენოდა მათთან და ჭეშმარიტებასთან ნათესაობისა. მას ესმოდა, რომ ჭეშმარიტება ყველგან უნდა გახსოვდეს. ის არ მალავდა, რომ მისი აღმსარებლობა განსხვავდებოდა სპარსეთის მეფის სხვა დიდებულების აღმსარებლობისა და რწმენისაგან...ქიმ 178.3

    რჩეულ ქალაქს განსაკუთრებული გამოცდისა და მწუხრის ჟამი დაუდგა. იუდეველმა მაცნეებმა მოახსენეს ნეემიას, თუ რა მდგომარეობაშია ქალაქი. მეორე ტაძარი აღიმართა, ქალაქის კედლის ზოგიერთი უბანიც აშენდა, მაგრამ ქალაქის განვითარება არ დაწყებულა, ტაძრებში მსახურება სათანადოდ არ სრულდებოდა. ხალხი მუდმივ შიშში ცხოვრობდა იმის გამო, რომ კედლები კვლავაც ნანგრევებშია, ხოლო დამწვარი ჭიშკრები ჯერაც არ აღდგენილა. იუდას დედაქალაქი უკაცრიელდებოდა და მათ, ვინც კიდევ შემორჩა ქალაქს, სულს უმწარებდა წარმართ მოწინააღმდეგეთა სიტყვები: „სადღაა თქვენი ღმერთი?”ქიმ 178.4

    ებრაელი პატრიოტის გული შეძრა მოსმენილმა. იმდენად ღრმა იყო მისი მწუხარება, რომ არც ჭამდა, არც სვამდა. „დავჯექი და ავტირდი და რამდენიმე დღე ვგლოვობდი; ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე”. მაგრამ როცა პირველი ელდა მინელდა, ნეემიამ თავის მწუხარებაში მიმართა თავის ერთგულ მრჩეველს. მატიანეში ნათქვამია: „ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე”. ჩამოეხსნა სულს ტვირთი, როცა ღმერთს ყველაფერი უამბო. ნეემიამ იცოდა, რომ ისრაელის მწუხრი ხალხის ურჯულოების შედეგი იყო და დიდი მორჩილებით წარსდგა ღმერთის წინაშე ლოცვითა და მუდარით, რათა მიეტევებინა ისრაელისათვის და დაებრუნებინა მისთვის თავისი ღვთიური კეთილგანწყობა. მან გულწრფელად მოინანია თავისი ცოდვები და ცოდვები თავისი ხალხისა.ქიმ 178.5

    რწმენით ჩაეჭიდა ნეემია ღვთიურ აღთქმას და ზეციური კურთხევის სათავეებთან მოუთხრო ღმერთს იმის შესახებ, რომ დაეცვა მას თავისი მომნანიებელი ხალხი, დაებრუნებინა მისთვის უწინდელი ძალა და აღედგინა გაუდაბურებული ადგილები.ქიმ 178.6