Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    არასოდეს უღალატოთ პატიოსნებას და არ თქვათ უარი პირმშოობის უფლებაზე, 19 მარტი

    „და უთხრა ესავმა იაკობს: მაჭამე ეგ წითელი შეჭამადი, რადგან დაღლილი ვარ... და უთხრა იაკობმა: მომყიდე დღეს შენი პირმშოობა... მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოობა” (დაბ. 25:30-33).ქიმ 81.1

    თქვენ გახსოვთ ესავის ცხოვრება. ისე, რომ თავადაც ვერ ხვდებოდა, მან განიცადა კრიზისი თავის ცხოვრებაში. საქციელმა, რომელსაც მან თითქმის ყურადღება არც კი მიაქცია, მისი ხასიათის უმთავრესი თვისებები გამოავლინა. ამ საქციელმა მისი არჩევანი და ისიც გვიჩვენა, თუ როგორ აფასებდა იგი თავის წმინდა საკუთრებას, რომელიც ძალიან ძვირფასი უნდა ყოფილიყო მისთვის. ესავმა გაყიდა პირმშოობის უფლება წამიერი სურვილის დაკმაყოფილების ფასად, რამაც განაპირობა მისი შემდგომი ცხოვრება. გემრიელი კერძი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ესავისათვის, ვიდრე ღმერთის მსახურება.ქიმ 81.2

    რა იქნებოდა, ღვთის შვილები რომ დაფიქრებულიყვნენ იმაზე, რომ მათი მხრიდან ერთ არასწორ საქციელს შეუძლია ისეთი ლაქა დააჩნიოს მათ ცხოვრებას, რომლის ჩამორეცხვაც არაფრით არ შეიძლება, გარდა ქრისტეს წმინდა სისხლისა. საჭიროა ყოველმხრივ აიწონოს თითოეული ქმედება, რადგან მისგან, როგორც ღია წყაროდან, წუთისოფელში მოედინება ან კურთხევის ნაკადები, ან ბოროტების ნაკადები. მათ, ვინც კარგად იცის ბიბლია, უნდა იცხოვრონ ისე, როგორც ქრისტე ცხოვრობდა. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ისინი ასრულებენ იმ სამუშაოს, რომელსაც მარადიული შედეგი ექნება...ქიმ 81.3

    ვერავინ ჩაიდენს ეგოისტურ საქციელს და ამავე დროს არ დადგება თავისი პირმშოობის შეჭამადში გაცვლის საფრთხის წინაშე. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ესავს პირადი სურვილი ამოძრავებდა; ეს კაცი საკუთარი მადის და ხორციელი ვნებების ტყვეობაში იმყოფებოდა და სული იმისათვის გაყიდა, რომ თავისი მადა დაეკმაყოფილებინა. სწორედ ასე არ იქცევიან ისინი, ვინც იცნობს ჭეშმარიტებას ახლანდელი ჟამისათვის?..ქიმ 81.4

    ადამიანთა შორის, ვისი სახელებიც საეკლესიო წიგნშია შეტანილი, ბევრია ისეთი, ვინც მზადაა ანგარებას შესწიროს პატიოსნება და საფრთხეში ჩააგდოს საკუთარი მომავალი. ხორციელ სურვილთა დასაკმაყოფილებლად ისინი დაუფიქრებლად იხლართებიან სატანის მიერ დაგებულ მახეში. თავისი ანგარებითი ინტერესების გამო ყიდიან საკუთარ სულსა და შინაგან სამყაროს.ქიმ 81.5

    წუთიერი სურვილის დაკმაყოფილების შემდეგ ესავმა მწარედ ინანა თავისი საქციელის გამო. „თქვენ ხომ იცით, რომ ამის შემდეგ იგი უკუგდებული იყო, როცა მოისურვა, მემკვიდრეობით მიეღო კურთხევა. ვერ მონახა მონანიების ადგილი, თუმცა ცრემლებით კი ითხოვდა ამას”.ქიმ 81.6

    დაე, მიეცეს ღმერთისაგან ყოველს, ვინც ქრისტეს სახელს ატარებს, ყოველგვარი უწმინდურებისაგან დახსნის ძალა!ქიმ 81.7