Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მორწმუნენი პირადად უნდა იცნობდნენ ქრისტეს, 8 სექტემბერი

    „ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღვთის შვილნი. სოფელი იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ, რომ არ შეიცნო იგი” (1 იოან. 3:1).ქიმ 254.1

    რამდენი ადამიანი სცნობს წუთისოფლის მხსნელ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ სახეს? ცოტანი! ცოტა რამ იციან მამის შესახებ! ვინც იცნობს ქრისტეს, მამასაც იცნობს. ქრისტეს ხილვა უდიდესი მადლია დაცემული კაცობრიობისათვის. ძვირფასი მაცხოვარი! იცნობდე მას! ბევრ ადამიანს არასრული წარმოდგენა აქვს მასზე! რამდენი აღიარებს წუთისოფლის გამომსყიდველად, მაგრამ არ ცნობს პირად მხსნელად, ხოლო ძალზე მნიშვნელოვანია ხედავდე იესო ქრისტეში ღმერთს და შეიცნო იგი...ქიმ 254.2

    „ყოველი, ვისაც ეს იმედი აქვს მისი, განწმედს საკუთარ თავს, როგორც ის არის წმიდა”. რა იმედია ეს? იცნობდე იესოს ჭეშმარიტ სახეს. ცოცხალი რწმენით ჩავჭიდოთ ხელი დაუსაბამო ღმერთს, ცოცხალი რწმენით მივიღოთ ქრისტე პირად მხსნელად. ვინ იცნობს მას სწორედ ამ კუთხით? მთელი თქვენი ზედაპირული წარმოდგენები ერთ სულსაც ვერ იხსნის. იცნობთ მას პირადად? უერთდებით თუ არა მას ცოცხალი რწმენით?..ქიმ 254.3

    იგი დედამიწაზე მოვიდა საკვირველი სამუშაოს შესასრულებლად. სატანამ კი ყველაფერი თავისი სურვილისამებრ მოაწყო. მზაკვარმა უფლებები მოითხოვა დედამიწაზე, გამოაცხადა თავი ამ წუთისოფლის მთავრად. ქრისტე მოვიდა, რათა სადაო გაეხადა მისი ძალაუფლება და მოთხოვნები. იგი მოვიდა, რათა ეხსნა ადამის მოდგმა მტარვალისაგან… ბრძოლის ველად გადაიქცა უშუალოდ ჩვენი პლანეტა, ბრძოლა მიმდინარეობდა სიცოცხლის მთავარსა და ბნელეთის ძალებს შორის. ვინ გაიმარჯვებს? მთელი ზეციური სამყარო, ზეცის ყველა მკვიდრი უცქერდა ქრისტეს და აკვირდებოდა ბრძოლას. ქრისტე მოვიდა, რათა სადავო გაეხადა სატანის ძალაუფლება და სატანა ფეხდაფეხ მისდევდა მტკიცე გადაწყვეტილებით - ეცდუნებინა და ამით დაემარცხებინა იესო. იგი აპირებდა ამოეწურა ღმერთის მოთმინება და ადამის მოდგმის შეწყალების გრძნობა, ხოლო შემდეგ დაეღუპა ყოველი სული...ქიმ 254.4

    როგორი სუსტი და უმწეოც არ უნდა იყოთ, გრჩებათ კიდევ ღვთის იმედი. ძვირფასი მაცხოვარი მოვიდა, რათა ბოლომდე ეხსნა ყოველი, ვინც მას მიმართავდა... იგი მიდის მათთან, ვისი აზრებიც მიწიერი სიამოვნებითაა მოცული, აფრთხილებს და უჩვენებს მარადისობას. იგი წარმოგიჩენთ ცასა და მარადისობას - კარიბჭეს, განათებულს და გაცისკროვნებულს მისი დიდებით. ეს დიდება ნაკადად მოედინება ღია კარში. კარი გაღებულია, მადლობა ღმერთს.ქიმ 254.5