Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თქვენც დაგიწყებენ დევნას, 11 ნოემბერი

    „და ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება” (2 ტიმ. 3:12).ქიმ 318.1

    ჰეროდემ და მანკიერმა ხელისუფლებმა მოჰკლეს წმიდა, მაგრამ ქრისტეს არასოდეს არავინ მოუკლავს და სინდისის თავისუფლების სურვილისათვის ადამიანთა დევნა უნდა მიეწეროს სატანას - ყველა დევნათა წამომწყებს. იგი არის ცრუ, მკვლელი. მოძმეთა ბრალმდებელი. მას სიამოვნებს, როდესაც ადამიანთა უბედურებას აკვირდება. იგი ხარობს ხალხის ტანჯვის ცქერით. როდესაც ვაანალიზებთ სინდისის კარნახით ღვთის მორჩილ ქრისტიანთა სასტიკ დევნას, გვესმის, რომ ეს არის ურჯულოების საიდუმლო. უფალმა უთხრა სატანას, ამ ძველ გველს: „ის (დედაკაცის თესლი) თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ” (დაბ. 3:15). ქრისტემ განსაკუთრებულად გაუჭეჭყა გველს თავი, მაგრამ წინასწარმეტყველებას გააჩნია შორს მიმავალი შედეგები. ერთის მხრივ, ნაწინასწარმეტყველებია განუწყვეტელი ბრძოლა სატანასა და ქრისტეს მიმდევრებს შორის, მეორეს მხრივ - ქრისტეს ბრძოლა სატანასთან, მის ანგელოზებთან და დედამიწაზე მცხოვრებ დამქაშებთან. ეს ბრძოლა ბოლო ჟამამდე გაგრძელდება.ქიმ 318.2

    ღვთის ძე ებრძოდა მტერს მთელი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში. იგი დაამცირეს და უარყვეს ადამიანებმა, შესაზიზღი იყო ის და კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და დასნეულებული. ცის სიდიადე იძულებული იყო, ხშირად მიეტოვებინა შრომის ასპარეზი, რადგან სატანა ქუსლში გესლავდა. ბოლოს სატანის ბოროტებამ უდიდეს ძალას მიაღწია, დაეუფლა ბიწიერი ადამიანების გონებას და შთააგონა ქრისტეს ჯვარცმა. იგი დევნიდა ღვთის შვილებს, თავს ახვევდა განსაცდელსა და ხელს უწყობდა მათ დაღუპვას... ესაია, დანიელი და იოანე წინასწარმეტყველებდნენ ბრძოლასა და თავდასხმებს ღვთის შვილებზე, ცრუ გამარჯვებებით აღტაცებული სატანის ზეიმს.ქიმ 318.3

    სატანა ისევ ეცდება გააფთრებულ და გაბედულ მტრობას იესოს მიმდევრებთან... ბოროტება, სადაც არ უნდა იყოს, ნათლის და ჭეშმარიტების უარყოფითა და ცოცხალი ღმერთისაგან განდგომით მოუყრის თავს ძალებს მართალთა და ღვთისმოშიშთა წინააღმდეგ. დაცემული ანგელოზები და დაცემული ადამიანები შეშფოთებული შეკავშირდებიან მორწმუნეთა წინააღმდეგ.ქიმ 318.4

    სატანა იმედოვნებდა, რომ ისევე გადაიბირებდა მამაკაცებს და ქალებს, როგორც ერთხელ აცდუნა ზოგიერთი ანგელოზი და გადაიბირა ღმერთთან ბრძოლაში და იგი შეძლებს მათ მოკავშირეებად გამოყენებას ზეცის წინააღმდეგ...ქიმ 318.5

    ჭეშმარიტება ტრადიციებთან და არაკებთან შერეული იდეა როდია. ქრისტეს რელიგია არის წმინდა და შეურყვნელი რწმენა. იგი გაუძლებს ნებისმიერ გამოკვლევას და ჭეშმარიტების გულწრფელი მაძიებლები მიიღებენ მას. ჭეშმარიტი რელიგია გრძნობებს კი არ უხმობს, არამედ გონებასა და გულს. იგი განუწყვეტლივ ვითარდება. მიიწევს სულ მაღლა და მაღლა ცისკენ.ქიმ 318.6