Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჩვენი გავლენა - ეს არის სიკეთისაკენ ან ბოროტებისაკენ მიმართული ძალა, 22 ივლისი

    „განბრძნობილნი განათდებიან, როგორც ცის მყარი ნათება და მრავალთა სიმართლისკენ მომაქცეველნი როგორც ვარსკვლავები უკუნითი უკუნისამდე” (დან. 12:3).ქიმ 206.1

    ჭეშმარიტ ქრისტიანებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ცდილობს სატანის ხლართებიდან თავის დახსნას, ექნებათ ის გამოცდილება, რომელიც ცდუნების უდაბნოში ქრისტეს გამოცდილების მსგავსი იქნება. ისინი შეეჯახებიან ყოველი სიმართლის მტრის თავდასხმებს. მაგრამ როგორც ქრისტემ გაიმარჯვა, ასევე ისინიც გაიმარჯვებენ მისი წყალობით. ქრისტიანებმა არ უნდა ჩათვალონ, თითქოს ღმერთმა მიატოვა ისინი მხოლოდ იმიტომ, რომ მძიმე ცდუნებები დაატყდათ თავს. თუკი ცდუნებები არ შეარყევს მათ რწმენას, სატანა დატოვებს მათ და ანგელოზები მათ ისე ემსახურებიან, როგორც ქრისტეს. არავის არ შეიძლება ჰქონდეს მეტი ნუგეში, ვიდრე ქრისტიანთ, რომლებიც მოთმინებით იტანენ თვალთმაქცის ცდუნებებს და ამარცხებენ მას. ისინი მოწმობენ ქრისტეს შესახებ უფლის სიტყვაზე დაყრდნობით და ამგვარად იგერიებენ სატანის შემოტევებს მანამ, ვიდრე საკადრისს არ მიუზღავენ და საბოლოო გამარჯვებას არ მიაღწევენ.ქიმ 206.2

    არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ იმ ადამიანების იგნორირება, ვინც მკაცრი ცდუნებების ქვეშ იმყოფება, მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ წუთისოფლის ტალღები ესესაა მთლიანად დაფარავენ მათ. უნდა გვახსოვდეს, რომ იესო, ჩვენს მსგავსად, ძლიერი ცდუნებების ქვეშ იმყოფებოდა, რათა შემდეგ ცდუნებულთ დახმარებოდა...ქიმ 206.3

    ჩვენ ყველანი გავლენას ვახდენთ გარშემო მყოფ ადამიანებზე. ჩვენი სიტყვები და საქციელი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. ჩვენი ვალია, ვიცხოვროთ არა საკუთარი თავისათვის, არამედ ხალხისათვის და ვიხელმძღვანელოთ არა გრძნობებით, არამედ პრინციპებით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი გავლენა - ესაა ძალა, სიკეთისკენ ან ბოროტებისკენ მიმართული. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ან გამამხნევებელი ნათელი, ან დამღუპველი გრიგალი...ქიმ 206.4

    ღვთის კანონი მოითხოვს, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც საკუთარი თავი. აქედან გამომდინარე, ყველა ძალა და ნიჭი უნდა ემსახურებოდეს ერთ მიზანს: რაც შეიძლება მეტი სიკეთის გაკეთება... რაოდენ სასიხარულოა ყველა სიკეთის მომცემისათვის ხედავდეს, რომ ჩვენ გონივრულად განვაგებთ მის მეფურ ძღვენს, როცა კეთილ გავლენას ვახდენთ გარშემომყოფ ადამიანებზე! ეს ნიჭები ღმერთისა და ადამიანის დამაკავშირებელი რგოლია და ის უცხადებს მათ ქრისტეს სულსა და ზეციურ თვისებებს. სიწმინდის ძალა, ყველასათვის ხილული, ოღონდ არა თავმოსაწონებლად გამიზნული, უფრო ხატოვნად მეტყველებს, ვიდრე ყველაზე გამორჩეული ქადაგებანი. ის მოწმობს ღმერთის შესახებ და უცხადებს ხალხს მათ მოვალეობას უფრო დაბეჯითებით, ვიდრე ეს ცარიელ სიტყვებს შეუძლია.ქიმ 206.5