Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სულიერი აღმაფრენა არ გამორიცხავს სულიერ დაცემას, 5 ივნისი

    „მოციქული გაუგზავნა იზებელმა ელიას და შეუთვალა: ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ მოგექეცი, როგორც შენ მოექეცი თითოეულ მათგანს” (3 მეფ. 19:2).ქიმ 159.1

    რა გულადად, წარმატებულად და მამაცურადაც არ უნდა შეასრულონ ღვთის შვილებმა თავისი განსაკუთრებული საქმე, ისინი სიმართლეს დაკარგავენ, თუ მუდმივად არ იქნება მათი მზერა მიპყრობილი ღმერთისაკენ და არ იქნებიან დარწმუნებული იმაში, რომ მან მათ სწორედ ეს საქმე დაავალა. როგორც კი ღმერთი სასწაულებრივად უცხადებს თავის შვილებს თავის ძალას, იკრებს მათ თავისი საქმის შესასრულებლად, მათ ცხოვრებაში რწმენის გამოსაცდელი გარემოებები იქმნება; და ისინი დამარცხდებიან, თუ უსიტყვოდ არ დაემორჩილებიან უფალს. ქიმ 159.2

    ასე მოხდა ელიას შემთხვევაშიც. ღმერთის დახმარებით მან დაამარცხა ბაყალის წინასწარმეტყველები. მაგრამ ღმერთის ძალის გამოვლენის შედეგებმა იმედი გაუცრუა. ურჯულო დედოფლის მუქარამ სიმამაცე და რწმენა დააკარგვინა. მან დაკარგა თვალთახედვიდან ის, ვინც მუდამ ადევნებდა თვალს და თავს უშველა გაქცევით, თუმცა ღმერთს ეს არ უთქვამს მისთვის. წინასწარმეტყველი ძლიერ დაითრგუნა, რადგან ეგონა, რომ მის მიერ ჩადენილი სასწაული ხალხზე უფრო მეტ შთაბეჭდილებას მოახდენდა.ქიმ 159.3

    ელიას, რომელმაც იცოდა, რომ ღმერთის ნებას ასრულებდა, მისდამი ნდობა რომ შეენარჩუნებინა, ღმერთში რომ ეპოვა თავშესაფარი და ძალა, მტკიცედ და შეუდრეკლად დაეცვა ჭეშმარიტება, ეს მოახდენდა ძლიერ შთაბეჭდილებას მეფესა და ხალხზე და ისრაელში სულიერი რეფორმა განხორციელდებოდა. ღვთიური შთაგონების ქვეშ მყოფი ელია მზად იყო განსაცდელისათვის, მაგრამ როცა იზებელის მრისხანე მუქარა ჩასძახეს ყურში, გამოფხიზლდა და ღმერთის იმედი დაკარგა...ქიმ 159.4

    სწორედ ამ დროს უნდა ჰქონოდა სიმამაცე უფალში, რათა ეჩვენებინა ყველასათვის ცოცხალი და ქმედითი რწმენა. ის არ უნდა გაქცეოდა თავისი მოვალეობების შესრულებას. ღმერთმა სასწაულებრივად გამოავლინა თავისი ძალა მის წინაშე, რათა დაერწმუნებინა წინასწარმეტყველი, რომ არ მიატოვებს მას, რომ უფალს საკმარისი ძალა აქვს, რათა მხარი დაუჭიროს თავის მაცნეს, ვინაიდან ზეციურ და მიწიერ ძალთა უფალია იგი.ქიმ 159.5

    მაგრამ ელიამ დაივიწყა ღმერთი და გაიქცა... „და მიწვა და მიეძინა ბელეკონის ბუჩქის ძირას. და აჰა, ანგელოზი შეეხო მას და უთხრა: ადექი ჭამე. და გაიხედა ელიამ და აჰა, ნამცხვარი და წყლით სავსე დოქი უდგას სასთუმალთან... მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო მას და უთხრა: ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს”.ქიმ 159.6

    მე გულათრთოლებული ვკითხულობ წმინდა წერილის სიტყვებს, როცა ვხედავ, თუ რა ინტერესს ავლენს ზეციური ოჯახი უზენაესის ერთგული მსახურებისადმი. „და ადგა, ჭამა, სვა და ამ საჭმლით მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე”.ქიმ 159.7