Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მეგობრების არასწორ არჩევას ცუდი შედეგი მოჰყვება, 17 ივნისი

    „მოჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ცოდნა და გონიერება ყველა წიგნსა და სიბრძნეში. დანიელს კი ამას გარდა გაეგებოდა ყველა ხილვა და სიზმარი” (დან. 1:17).ქიმ 171.1

    ამ ქვეყნად ერთხელ ცხოვრობთ. მაშ, ნუღარ აირჩევთ მეგობრებად იმ ახალგაზრდებს, ვისაც შეუძლია თქვენი ცუდ გზაზე დაყენება. თავი დაიხსენით ამ მაცდურებისაგან, რადგან ისინი სატანას ეხმარებიან, რომელიც იყენებს მათ ადამიანთა მოსატყუებლად და ღმერთის შესარცხვენად... ნუ მისცემთ მტერს ნურანაირ უპირატესობას. შეისწავლეთ დანიელისა და მისი მეგობრების ისტორია. თუმც რთულ ვითარებაში იმყოფებოდნენ და გარშემორტყმული იყვნენ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების ცდუნებით, დანიელი და მისი მეგობრები პატივს მიაგებდნენ და განადიდებდნენ ღმერთს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათ მტკიცედ გადაწყვიტეს, გვერდი აევლოთ ყოველგვარი ბოროტებისათვის და მტრის გზაზე დადგომა არ სურდათ. და ღმერთმაც დააჯილდოვა ისინი ერთგულებისათვის უხვი კურთხევით.ქიმ 171.2

    ყოველი ჩვენგანი თავისი მომავლის შემოქმედია. ვისაც ღმერთის ნებასთან თანხმობაში ცხოვრება სურს, მტკიცე წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს საძულველ გახრწნას, რომელმაც, ეპიდემიის მსგავსად, მოიცვა მთელი ქვეყნიერება. მათ უარი უნდა თქვან სიცრუეზე და აირჩიონ სიმართლე, მამაცურად გაუმკლავდნენ ნებისმიერ ცდუნებას. ისინი მოვალენი არიან დაამარცხონ მცირე ცდუნებები, მაშინ გამოუჩნდებათ ძალა ძლიერი ცდუნებების დასაძლევად.ქიმ 171.3

    ზოგიერთი ამბობს: „ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას წვრილმანებს. მაგრამ სწორედ წვრილმანი აუხეშებს სინდისს და იგი აღარ რეაგირებს ბოროტებაზე, რის შედეგადაც ახალგაზრდები ეჩვევიან ისეთ საქციელს, რაც მათ სატანის არმიის ჯარისკაცებად აქცევს. წვრილმანი უსაქციელობიდან ისინი დიდი დანაშაულის ჩადენაზე გადადიან... მდაბიო ვნებანი იპყრობს მთელ მათ არსებას და ისინი დესპოტური, სატანური ძალის ქვეშ ექცევიან. თავისი უზნეო სურვილების დაკმაყოფილებით კარგავენ ამაღლებულ, კეთილშობილ მიზნებს, რომელთა აღსრულებისათვის შესაძლებელია, მთელი თავისი ცხოვრება მიეძღვნათ...ქიმ 171.4

    დაეხმარეთ ერთმანეთს, დაიცავით სათნოება და ღმერთისადმი ერთგულება. იყავით ბეჯითი. დაე, მიისწრაფოდეთ უფრო მაღალი სიმაღლეებისაკენ. ღმერთი აქებს გულმოდგინე, მტკიცე ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იმ ცოდნის შეძენისაკენ, რომელიც დაგეხმარებათ ზეცაში უფროს კლასებში საკუთარი ადგილის დაკავებაში. ის იწონებს და აქებს ბეჯით, ფხიზელ მკვლევარებს...ქიმ 171.5

    ილოცეთ დღეში სამჯერ, განმარტოვდით უფალთან, როგორც ამას დანიელი აკეთებდა. მოინანიეთ ყველა ცოდვა, ყოველი დაშვებული შეცდომა... უფალი ამბობს: „აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ”. ამრიგად შექმნით საიმედო საფარველს ცოდვისაგან დასაცავად და ღმერთთან ივლით თანხმობაში. ის გვპირდება, რომ შეისმენს ჩვენს ლოცვებს და გვიპასუხებს. ის დარწმუნებულია, რომ მოგვიტევებს და მიგვიღებს. რა ძლიერი შეიძლება გახდეთ ამ რწმენაში! ახლოა უფალი თავის მხმობელებთან, რათა უპასუხოს მათ ლოცვებზე და აკურთხოს ისინი.ქიმ 171.6