Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ნუ იტყვით ურწმუნო სიტყვებს, 23 აპრილი

    „მივედით ჩვენ იმ ქვეყანაში, სადაც შენ მიგვავლინე, და ნამდვილად მოედინება იქ რძე და თაფლი, და აჰა, ნაყოფი მისი” (რიცხ. 13:28). ქიმ 116.1

    ამ დრომდე მსტოვრები რწმენით ლაპარაკობდნენ, მაგრამ, ნახეთ, რა მოხდა შემდეგ. აღწერეს რა მიწის სილამაზე და ნაყოფიერება, ყველამ, ორის გარდა, დაიწყეს ლაპარაკი იმ სიძნელეებსა და საფრთხეზე, რაც ისრაელიანთ ელოდათ იმ შემთხვევაში, თუ ქანაანის დაპყრობას გადაწყვიტავდნენ...ქიმ 116.2

    მათმა ურწმუნოებამ ბნელი ჩრდილი მოფინა საზოგადოებას. გაისმა საზარელი გმინვა გაუგებარ ჩივილთან ერთად. ქალები ჩაწვდა სიტუაციას და ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, რათა წინ აღდგომოდა თავის ურწმუნო ამხანაგთა ცუდ ზეგავლენას. ის არ ეწინააღმდეგებოდა ნათქვამს. დიახ, კედლები მაღალი იყო, ქანაანლები კი ძლიერ ხალხად მოეჩვენათ. მაგრამ ამ მიწას ისრაელიანთ ღმერთი დაპირდა.ქიმ 116.3

    „ასვლით ავიდეთ და დავიმკვიდროთ იგი, - მოუწოდა ქალებმა, - რადგან ჩვენ შეგვიძლია მათი ძლევა”. მაგრამ ათმა მსტოვარმა შეაწყვეტინეს მას ლაპარაკი და წინააღმდეგობანი კიდევ უფრო ძნელადდასაძლევად წარმოაჩინეს. „ვერ შევძლებთ გასვლას იმ ხალხის წინააღმდეგ, - თქვეს მათ, - რადგან იგი ჩვენზე ძლიერია... და მთელი ხალხი, რომელიც ვიხილეთ იქ, ახოვანი ადამიანები არიან. და იქ ვიხილეთ გოლიათებიც, ყენაკის ძენი, გოლიათთაგანი. და ჩვენ გამოვჩნდით ჩვენს თვალში კალიებივით, და ასეთნაირად ვჩანდით მათ თვალშიც”.ქიმ 116.4

    მაგრამ მხოლოდ ურწმუნოებამ უბიძგა მსტოვრებს ასეთი რამ ეთქვათ ისრაელიანებზე ქანაანში ნანახ ადამიანებთან შედარებით. ისრაელის ძეთა მხარეზე ძლევამოსილი ზეციური ძალები იდგა. მათ მხარეზე იბრძოდა ის, ვინც ღრუბლის სვეტით შემოსილი ატარებდა მათ უდაბნოში. მათ იხილეს მისი ძალის გამოვლინება მეწამულ ზღვასთან, როდესაც მისი სიტყვით გაიპო წყლები და ისრაელიანთათვის ბილიკი გაიდო ზღვაზე. მიუხედავად ამისა, როდესაც მსტოვრებმა მაღალი კედლებით შემოვლებული ქალაქები იხილეს აღთქმულ მიწაზე, მათ დაუშვეს, რომ გულებში ურწმუნოება შემოეშვათ და ხალხთან იმედგაცრუებულნი დაბრუნებულიყვნენ...ქიმ 116.5

    ეს გვიჩვენებს, რა სასოწარკვეთილებაში შეიძლება ჩააგდოს კაცი ურწმუნოებამ. ჩემო დებო და ძმებო, როდესაც ურწმუნოებისა და ღმერთისადმი უნდობლობის ფიქრები შემოგაწვებათ, გახსოვდეთ, რომ გაჩუმება - ეს მჭევრმეტყველების ყველაზე კარგი სახეა. ნუ იტყვით ურწმუნო სიტყვებს, ვინაიდან ეს სიტყვები იმ თესლის მსგავსია, რომელიც აღმოცენდება და ნაყოფსაც გამოიღებს. ჩვენს წრეში ძალიან ბევრია ლაპარაკი და ძალიან ცოტაა ლოცვა. ჩვენ ვფიქრობთ და ვლაპარაკობთ სიძნელეებზე და გვავიწყდება მთავარი - ღმერთისადმი ნდობა. უფლის სული დიდი ძალით დაგვიცავს, თუკი მას ამის შესაძლებლობას მივცემთ.ქიმ 116.6