Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჩვენი ადგილი ისტორიაში დამოკიდებულია ჩვენს ხასიათზე, 19 სექტემბერი

    „ვერ მოგიფიქრებიათ, რომ გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისათვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს” (იოან. 11:50).ქიმ 265.1

    კაიაფა გახდა უკანასკნელი იუდეველი მღვდელმთავარი. ამ ამაყმა, ბიწიერმა ადამიანმა დაამტკიცა, რომ ღირსი არ არის მღვდელმთავრის სამოსის ტარებისა. მას წმინდა სამუშაოს შესრულების არც ნიჭი გააჩნდა და არც ზეციური ავტორიტეტი... ფაქტობრივად კაიაფა არც იყო მღვდელმთავარი. ეცვა მღვდელმთავრის სამოსი, მაგრამ ღმერთთან ცოცხალი კავშირი არ ჰქონდა...ქიმ 265.2

    ქრისტეს ცრუ გასამართლება გვიჩვენებს, რარიგ დაეცა სამღვდელოება. მღვდლებმა დაიქირავეს ხალხი, რომლებიც ფიცით ცრუმოწმეობდნენ იესოს გასამართლების მიზნით. მაგრამ სიმართლე დაეხმარა ქრისტეს... ამით დამტკიცდა, რომ მისი საწინააღმდეგო სამხილები ცრუა, ხოლო მოწმეები დაქირავებულია მათ მიერ, ვინც გულში ყველაზე ქვენა ვნებებს ატარებდა. ღვთის ჩანაფიქრით ქრისტეს გამცემთ უნდა მოესმინათ მისი უდანაშაულობის მოწმობა. „ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში” - თქვა პილატემ. იუდამ მღვდელმთავრებს მიუყარა ქრისტეს გაცემაში აღებული ვერცხლი და დაამოწმა: „შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი”.ქიმ 265.3

    უფრო ადრე, როცა შეიკრიბა სინედრიონი, რათა მოეწყო შეთქმულება ქრისტეს წინააღმდეგ და სიკვდილით დაესაჯა, კაიაფამ თქვა: ნუთუ ვერ ხედავთ, მთელი საწუთრო მას მიჰყვება? ზოგი ევედრებოდა მონაწილეთ შეეკავებინათ გრძნობები და ზიზღი ქრისტესადმი. მათ სურდათ, სიკვდილისაგან ეხსნათ იგი. პასუხად კაიაფამ თქვა: „თქვენ არაფერი გაგეგებათ, ვერ მოგიფიქრებიათ, რომ გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისათვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს.”ქიმ 265.4

    ეს სიტყვები წარმოთქვა ადამიანმა, ვისაც არ ესმოდა მათი მნიშვნელობა... იგი ასამართლებდა იმას, ვისმა სიკვდილმაც ბოლო მოუღო სახეებსა და ჩრდილებს, ვისი სიკვდილიც ხატოვნად იგულისხმებოდა ყოველ მსხვერპლში. მაგრამ მღვდელმთავრის სიტყვები მეტს ნიშნავდა, ვიდრე თავად და მასთან მყოფნი ვარაუდობდნენ. ამ სიტყვების წარმოთქმით მან დაამოწმა, რომ აარონის სამღვდელოებას საბოლოოდ მოეღო ბოლო...ქიმ 265.5

    კაიაფა მღვდელმთავრის მოვალეობას ასრულებდა მაშინ, როცა სახეები და ჩრდილები უნდა შეხვედროდა რეალობას, როცა ჭეშმარიტი მღვდელმთავარი უნდა შედგომოდა მსახურებას... განსხვავებული ხასიათის ადამიანები, მართალნი და უკეთურნი, დაიკავებენ თანამდებობებს. მათ მიერ ჩამოყალიბებული ხასიათიდან გამომდინარე, ისინი ისტორიაში გარკვეულ როლს შეასრულებენ.ქიმ 265.6